“ხმა, რომელიც გაძლიერებს” - გაიცანით Khma Concept, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე
ხატია მათიკოშვილი, "Khma Concept"-ის დამფუძნებელი, მეწარმე ქალთა იმ ამბიციური და მიზანდასახული ჯგუფის ნაწილია, რომლებმაც საქართველოს ბანკის, UNDP-ის, შვედეთის მთავრობისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ერთობლივი პროექტის, „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ მეშვეობით, საკუთარი ბიზნესის ჰორიზონტი გააფართოვეს.
პროგრამამ 2022 წლიდან დღემდე 300-მდე ქალ მეწარმეს მხარი დაუჭირა და მათ ცოდნა, ფინანსური რესურსები და ფასდაუდებელი გამოცდილება შესთავაზა.
ქალების გაძლიერებით შთაგონებული
Khma Concept-ის ისტორია 5 წლის წინ დაიწყო, თუმცა იდეა უფრო ძველი, მე-20 საუკუნის დასაწყისის მოვლენებით, უფრო კონკრეტულად კი კატო მიქელაძის მოღვაწეობითაა შთაგონებული.
„მისი გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ მიზანი ქალების გაძლიერება, განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და თანასწორობისთვის ბრძოლა იყო“, – ამბობს ხატია მათიკოშვილი – „სწორედ მისმა ისტორიამ მიბიძგა, ჩემი გატაცება და მოდის სიყვარული მექცია საქმედ, რომელიც სხვა ქალებს მისცემდა ინსპირაციას, იქნებოდა მათი ხმა და საუკეთესო საშუალება საკუთარი თავის გამოსახატად“.
Khma Concept-ის მთავარი პროდუქტი ტანსაცმელია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია გზავნილი ქალებისადმი - ბრენდის ფილოსოფია, რომლითაც იგი მომხმარებლებს საკუთარი შესაძლებლობებისადმი უპირობო რწმენას უცხადებს.
„ვფიქრობ, მომხმარებლებს მოსწონთ ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ, ის, რომ განსაკუთრებულად ვუდგებით თითოეულ შეკვეთას, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მათ ინტერესებს და ვაგრძნობინებთ, რომ მხოლოდ პროდუქტს არ იძენენ“, – განმარტავს ის.
გამოწვევები და შესაძლებლობები მეწარმეობის გზაზე
როგორც ყველა მეწარმისთვის, ხატიასთვისაც გამოწვევები პროცესის განუყოფელი ნაწილია. ლოჯისტიკური თუ ფინანსური სირთულეები, ასევე ბევრი საქმის ერთდროულად შეთავსების აუცილებლობა, მუდმივი თანამგზავრია. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს: „პროცესში იმდენ რამეს სწავლობ, ღირს მცდელობად. თან, როცა პატარა-პატარა შედეგებს ხედავ, ხვდები, რომ იზრდები, ამის გააზრება ძალიან სასიამოვნოა“.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში ხატიას მონაწილეობის მთავარი მოტივაცია მისი შინაარსი და შეთავაზებული ტრენინგები იყო.
„ძალიან დიდი ფუფუნებაა მეწარმისთვის, როცა გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკებს გიზიარებენ. თან, ვიცოდი, რომ, ცოდნასთან ერთად, სხვა მეწარმე ქალებსაც გავიცნობდი და ერთმანეთის მხარდაჭერის შესაძლებლობა გვექნებოდა“.
პროგრამამ, რომელიც ინტენსიურ ვორკშოპებს და ექსპერტების მხარდაჭერას მოიცავს, ხატიას ბიზნესს ახალი მიმართულება მისცა.
„გავეცანი მიმდინარე ტრენდებს სხვადასხვა მიმართულებით: გაყიდვები, კომუნიკაცია, ელექტრონული კომერცია და ა.შ, გადავაფასე ჩემი სამოქმედო გეგმა. ახლა მაქსიმალურად ვცდილობ, მიღებული ცოდნა საქმეში ვთარგმნო“, – გვიზიარებს ხატია.
მონაწილეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი ხელოვნური ინტელექტის (AI) სწორად გამოყენების ტექნიკების შესწავლა აღმოჩნდა. ხატია აღნიშნავს, რომ პროგრამის მეშვეობით გაიგო, თუ რამდენი ხელსაწყო არსებობს, რაც მეწარმეს საქმეს ყოველდღიურად უმსუბუქებს”.
საინტერესოა Khma Concept-ის სამომავლო გეგმებიც: „ჩვენი მიზანია, ვიყოთ მომხმარებლებზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული, ხელმისაწვდომები და რაც მთავარია - უახლოეს 2 წელში შოურუმი გავხსნათ“.
საქართველოს ბანკი, როგორც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად უწყობს ხელს განათლების ხელმისაწვდომობას. აღსანიშნავია, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა პლატფორმა ბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვან ნაწილია. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
სხვა სიახლეები
ახალი ბრენდები და ინოვაციური მაღაზიის კონცეფციები - ისთ ფოინთი მომხმარებელს განახლებულ შოპინგ-გამოცდილებას სთავაზობს
11.12.2025.16:00
წელს ისთ ფოინთი ახალ წელს განსაკუთრებულად ხვდება.
12 დეკემბერს, 10:00 საათიდან ისთ ფოინთი სტუმრებს ახალ სივრცეში უმასპინძლებს, რითიც მათი შოპინგ-გამოცდილება კიდევ უფრო მრავალფეროვანი და სასიამოვნო გახდება. ადგილზე მოსულ სტუმრებს, დახვდებათ ახალი ბრენდები და სრულიად ახალი მაღაზიის კონცეფციები.
განახლებული სივრცის გახსნას თან ახლავს საახალწლო სეზონის დასაწყისიც.
12 დეკემბერს, 19:00 საათზე, ისთ ფოინთის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ისთ ფოინთი ტრადიციულად საახალწლო დღეების ათვლას ნაძვის ხის ანთებით იწყებს. წელს კი სტუმრებს სრულად განახლებული, თანამედროვე დეკორაციებით მორთული გარემო და ჯადოსნური ნაძვის ხე დახვდებათ.
საზეიმო ღონისძიება 12 დეკემბერს, 19:00 საათზე, ისთ ფოინთის მთავარ მოედანზე გაიმართება, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა ელოდებათ:
ასევე ბევრი სიურპრიზი, რაც სტუმრებს საახალწლო განწყობას კიდევ უფრო აუმაღლებს და ღონისძიებას კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
გვესტუმრეთ ისთ ფოინთში და გახდით ამ ჯადოსნური დღის ნაწილი.
