მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7111.2
0.0033
flag
AZN 1.6049
-0.0007
flag
CNY 37.984
-0.0022
flag
EUR 3.1553
-0.0049
flag
GBP 3.6982
-0.0091
flag
KZT 52.59
-0.0062
flag
TRY 0.0692
-0.0001
flag
USD 2.7283
-0.0005

ხის სათამაშოების მწარმოებელი კომპანია ,,კოკიტო” გაფართოებას გეგმავს

news image

ხის სათამაშოების მწარმოებელი კომპანიაკოკიტო”, რომელიც ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს, გაფართოვდა დაამჟამადისთ ფოინთშიცარის წარმოდგენილი. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის თანადამფუძნებელმა ლალიკო გოგიბერიძემ განაცხადა. მისივე თქმით, კომპანია მრავალ სხვა სიახლეს გეგმავს, რომელსაც მოკლე პერიოდში შესთავაზებს საკუთარ მომხმარებელს. 

 

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

,,კოკიტო" როგორც იცით 2019 წლიდან არის ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი ხის უსაფრთხო განმავითარებელი სათამაშოებით და დღემდე აქტიურად ვცდილობთ წინსვლას და განვითარებას. ამ ეტაპზე გვაქვს სასიამოვნო სიახლეები, მხოლოდ სითი მოლში ვიყავით წარმოდგენილი სტენდით და პირველი აპრილიდან დავამატეთ ფილიალი ისთ ფოინთში კავეას სართულზე. ასევე, ბაზარი ორბელიანზე პატარების განმავითარებელი სივრცის გაფართოების პროცესში ვართ, დავრჩით ისევ ბაზრის ტერიტორიაზე, თუმცა გადავედით უფრო დიდ და კარგ ლოკაციაზე, სადაც პატარებს ვთავაზობთ: 1) განმავითარებელ ვორქშოპებს; 2) დაბადების დღის წვეულებებს; 3) ინდივიდუალურ ფოტოსესიებს;  4) და რათქმა უნდა მშობლებს შესაძლებლობა აქვთ დაგვიტოვონ პატარები საათობრივად კოკიტოს სივრცეში, სადაც ჩვენი განმავითარებელი სათამაშოებითა და შემეცნებითი სხვადასხვა აქტივობებით პატარები შეძლებენ მყუდრო და სასიამოვნო გარემოში დროის გატარებას. 

ასევე, ჩვენ გვაქვს სიახლეები წარმოების მიმართულებით, ვგეგმავთ მონტესორის სათამაშოების ახალი ხაზის წარმოებას, რომელიც გაიყიდება ინსტრუქციებით და მშობელს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ სათამაშოს ფუნქციებს და თამაშ-თამაშით ბავშვი განავითაროს სახლის პირობებში. სათამაშოების მოდელების შერჩევაზე და დამუშავებაზე უკვე სამუშაო პროცესები მიმდინარეობს

როგორ აფასებთ რამდენად მზარდია პროდუქციის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა? 

ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ბაზრის მდგომარეობას და მომხმარებლის უკუკავშირს, როგორც აღვნიშნე გვაქვს ეკომეგობრული სივრცე, სადაც პატარებს საშუალება აქვთ გაიცნონ ერთმანეთი, ითამაშონ და ამ თამაშ-თამაშში განვითარდნენ, სწორედ მშობლების თხოვნით და მათი სურვილიდან გამომდინარე დავამატეთ 1 წლიდან პატარების დაბადების დღის წვეულებები დაახლოებით 6 წლამდე. სადაც არ არის ხმაური, არის უამრავი განმავითარებელი სათამაშო, განსხვავებული და საინტერესო პროგრამები პატარებისთვის

სათამაშოებს რაც შეეხება მუდმივად სჭირდებათ მშობლებს სიახლეები და ახალი მოდელები, რაზეც ასევე ვმუშაობთ და ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები. 

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი კომპანიის  კონკურენტული უპირატესობა რამდენიმე ფაქტორში მდგომარეობს. პირველ რიგში, ჩვენ ვაღიარებთ მაღალი ხარისხის და ეკოლოგიურად უსაფრთხო  პროდუქციას. ჩვენ ამისთვის გვაქვს შესაბამისი დაზგა-დანადგარები, რაც გვიმარტივებს პროდუქციის სერიულად წარმოებას. ასევე, ვთავაზობთ მომხმარებლებს სივრცეს და  ნამდვილად ყველა მშობლის სურვილია რომ არსებობდეს მსგავსი სანდო და მეგობრული საბავშვო ადგილი, რაც ასევე დამატებით ღირებულებას წარმოადგენს „კოკიტოსთვის“.

 როგორია გეგმები 2025 წელს გაფართოების თვალსაზრისით?  

2025 წლისთვის ვგეგმავთ ჩვენი სათამაშოების ასორტიმენტი შევავსოთ ახალი ინოვაციური პროდუქტებით. ასევე, ექსპორტზე გადის ჩვენი პროდუქცია გერმანიაში და უკვე საფრანგეთში, 2025 წელს ვფიქრობთ ჩვენი შეკვეთებიც მოიმატებს რაოდენობრივად და ამისთვის ვემზადებითმჭიდრო თანამშრომლობა დავიწყეთ  დიზაინერებთან  შემოქმედებითი იდეების მიმართულებით, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს მოთხოვნების შესაბამისად.

კოკიტოს საბავშვო სივრცე • kokitos kids Space  კი დაახლოებით ერთ თვეში დასრულებული სახით წარმოდგენილი იქნება ბაზრის  მეორე სართულზე (ორბელიანზე) ვეკუას 3-ში, სადაც დაუვიწყარ და ჯადოსნურ დროის გატარებას ვთავაზობთ ჩვენს პატარებს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ვილა მოსავალის“ 1000 სტუმარზე გათვლილი რესტორანი სექტემბერში გაიხსნება

17.06.2025.18:00

Villa Mosavali • ვილა მოსავალი, რომელიც რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს ფართოვდება და ახალ სერვისებს ამატებს.

როგორც Business Insider Georgia-სთან „ვილა მოსავალის“ გენერალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ შეყრილაძემ განაცხადა, ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის „ვილა მოსავალი“ სტუმრებს ახალი, დიდი აუზი და პადელის მოედნები დახვდებათ.

„მიმდარე წლის მოლოდინებს რაც შეეხება დამოკიდებული ვართ, თუ როგორ განვითარდება ტურისტული სეზონი. თუმცა ჩვენი მხრიდან სიახლე იქნება ის, რომ ახალი და უფრო დიდი აუზი გვექნება დამატებული. ასვე გვექნება რამდენიმე სიახლე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით: პადელის 2 მოედანი დავამატეთ და ასევე, რეკრეაციული ზონა, რომელიც 2000 კვ/მ-ს მოიცავს. რაც შეეხება დიდი რესტორანს, რომელიც 1000 სტუმარზე იქნება გათვლილი დაგეგმილია, რომ სექტემბერში გაიხსნება. მისი სამშენებლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნა ნიკოლოზ შეყრილაძემ.

სასტუმროს სტუმრები ძირითადად ადგილობრივი სტუმრები არიან და მიმდინარე ტურისტული სეზონისთვის განთავსების ფასები არ შეცვლილა.

როგორც ცნობილია „ვილა მოსავალი“ შესანიშნავი ადგილია დასვენებისათვის. თბილისიდან 30 კილომეტრში, შთამბეჭდავი გამოცდილება ელის ყველას: ოჯახებს, ღვინის მოყვარულებს, საქმიანი ვიზიტზე მყოფთ თუ უბრალოდ განტვირთვისათვის ჩამოსულ სტუმრებს. პროფესიონალური მომსახურება, კომფორტული გარემო, გასაოცარი სამზარეულო, ღია აუზი, ბუნების სილამაზე და საუკეთესო ღვინო ყველა სტუმრისთვის დაუვიწყარი მოგონება გახდება.

ვილა მოსავლის სასტუმროს 27 ნომერზეა გათვლილი და თითოეული ნომერი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარითა თუ ავეჯით.

„ვილა მოსავალი“ მცხეთის რაიონში, სოფელ ახალუბანში მდებარეობს და ის სასტუმროს, სხვადასხვა ღონისძიებებისა და წვეულებისთვის გარე სივრცეებს, ღვინის მარანს, ღია აუზსა და სხვადასხვა მრავალფუნქციურ სივრცეებს აერთიანებს.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა