ხის, ხელნაკეთი სათამაშოების საწარმო „დადარი“ გაფართოებას განაგრძობს
ხის, ხელნაკეთი სათამაშოების საწარმო „დადარი“ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე გაფართოებას განაგრძობს. კომპანია, მაისის თვიდან ჰუალინგის სავაჭრო სივრცეში იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა არჩილ გობეჯიშვილმა განუცხადა.
რაიმე განსაკუთრებული სიახლე ხომ არ აქვს კომპანიას მიმდინარე ეტაპზე?
დიახ, 2025 წლის დასაწყისში „დადარმა“ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებისთვის. იანვრის ბოლოს მონაწილეობა მივიღეთ მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე „Spielwarenmesse 2025 Nuremberg" გერმანიაში. ეს გამოფენა არის სათამაშოების ინდუსტრიის მთავარი გლობალური პლატფორმა, სადაც წარმოდგენილია წამყვანი მწარმოებლები მსოფლიოს მასშტაბით.
გვაქვს სასიხარულო შედეგები - ჩვენმა ხელნაკეთმა ხის სათამაშოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ევროპულ კომპანიასთან გრძელვადიანი B2B თანამშრომლობის შესახებ. განსაკუთრებით დაფასდა ჩვენი პროდუქციის ეკოლოგიური სისუფთავე და უნიკალური ხელნაკეთი დიზაინი.
ადგილობრივ ბაზარზეც ვვითარდებით - მაისში ვხსნით „დადარის“ ბრენდულ კუთხეს ჰუალინგის სავაჭრო ცენტრში, რაც ჩვენი მომხმარებლისთვის პროდუქციის ხელმისაწვდომობას გაზრდის. ეს მხოლოდ დასაწყისია და მომდევნო თვეებში იგეგმება მსგავსი სარეალიზაციო წერტილების განთავსება სხვა მსხვილ სავაჭრო ცენტრებშიც.
როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?
"დადარის“ ბრენდის ქვეშ ამჟამად იწარმოება 102 უნიკალური მოდელი, რაც ჩვენი ასორტიმენტის მნიშვნელოვანი გაფართოებაა წინა წელთან შედარებით. ჩვენი კოლექცია მოიცავს ცხოველებისა და ფრინველების ხის ფიგურებს, სხვადასხვა განმავითარებელ სათამაშოებს, რომლებიც შექმნილია მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვით და ბავშვის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალებისგან.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
"დადარის“ მთავარი კონკურენტული უპირატესობა მდგომარეობს იმ უნიკალურ მეთოდოლოგიაში, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ მაღალი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქცია და ამავდროულად უზრუნველვყოთ მასშტაბური წარმოება. ეს მიდგომა აერთიანებს ხელნაკეთი ხელოსნობის ტრადიციებს და თანამედროვე საწარმოო სტანდარტებს, რაც საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ ყოველი ნაკეთობის უნიკალურობა და ამავდროულად დავაკმაყოფილოთ მზარდი მოთხოვნა.
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით, მათ შორის არიან იძულებით გადაადგილებული პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, რომლებიც გადამზადდნენ ხის დამუშავების ოსტატობაში. ეს არა მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლინებაა, არამედ ჩვენი პროდუქციის ხარისხის გარანტიაც - თითოეული სათამაშო იქმნება განსაკუთრებული სითბოთი და ყურადღებით.
ჩვენი პროდუქცია აკმაყოფილებს საერთაშორისო უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს. ვიყენებთ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, არატოქსიკურ მასალებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქციისთვის.
ამასთან, ჩვენი B2B თანამშრომლობის მოდელი იძლევა მოქნილობას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის - შეგვიძლია მოვარგოთ წარმოება სხვადასხვა მოცულობის შეკვეთებს და პარტნიორების სპეციფიკურ მოთხოვნებს."
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
"დადარის” სამომავლო გეგმები ითვალისწინებს ზრდას ორი მიმართულებით: ადგილობრივი ბაზრის გაფართოება და საერთაშორისო წარმომადგენლობის გაძლიერება.
ადგილობრივ ბაზარზე ვგეგმავთ სარეალიზაციო არხების მნიშვნელოვან გაფართოებას. პირველი ნაბიჯი იქნება ჰუალინგის სავაჭრო ცენტრში „დადარის“ ბრენდული კუთხის გახსნა, რასაც მოჰყვება მსგავსი წარმომადგენლობითი წერტილების განთავსება სხვა მსხვილ სავაჭრო ცენტრებში. ასევე ვმუშაობთ ონლაინ გაყიდვების პლატფორმის გაძლიერებაზე, რაც ხელმისაწვდომს გახდის ჩვენს პროდუქციას მთელი საქართველოს მასშტაბით.
საერთაშორისო მიმართულებით, ჩვენი მიზანია გავზარდოთ ექსპორტის მოცულობა როგორც უკვე არსებულ B2B პარტნიორებთან, ასევე ახალი თანამშრომლობის დამყარებით. განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ევროპის ბაზარზე, სადაც მაღალი მოთხოვნაა ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის ხელნაკეთ პროდუქციაზე.
გარდა ამისა, ვაფართოებთ ჩვენს სოციალურ მისიას - მომავალ წელს ვგეგმავთ მეტი მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლის გადამზადებას და დასაქმებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს „დადარის“ როლს, როგორც საზოგადოებრივი სიკეთის შემქმნელი საწარმოსი."
აღსანიშნავია, რომ ინტენსიურად ვმუშაობთ ასორტიმენტის შემდგომ გაფართოებაზე. ამ ეტაპზე შემუშავების პროცესშია 80-ზე მეტი ახალი მოდელი, რომელთა წარდგენაც ეტაპობრივად მოხდება წლის განმავლობაში. ეს ახალი კოლექცია მოიცავს როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ დიზაინებს, რომლებიც ორიენტირებულია ბავშვების კოგნიტური, მოტორული და სოციალური უნარების განვითარებაზე."
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
01.05.2025.20:48
თუ ხარ თვითდასაქმებული და შენი საქმე გიყვარს, თიბისიში ყველა პირობა დაგხვდება იმისთვის, რომ იყო ერთი ნაბიჯით წინ.
თიბისიში თვითდასაქმებულებს, ფრილანსერებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ მათზე მორგებული პროდუქტებითა და მომსახურებით და კიდევ უფრო განავითარონ საკუთარი საქმიანობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ნაწილი თავის საქმიანობას ბიზნესთან არ აიგივებს.
თვითდასაქმებულებს, ბიზნესების წარმომადგენლების მსგავსად, შეუძლიათ ისარგებლონ თიბისის ბიზნესპროდუქტებით, მათ შორის ბიზნესესხით და ბიზნესნაკრებით, გაიმარტივონ წვდომა ფინანსებზე და იქცნენ რეალურ ბიზნესად.
ამასთანავე, თიბისი ინდივიდუალურ მეწარმეებს ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკით, ასევე, ტერმინალითსარგებლობის შესაძლებლობასაც აძლევს, რაც გადახდებს, ასევე, სხვადასხვა საბანკო სერვისით თუ პროდუქტით სარგებლობას კიდევ უფრო ამარტივებს .
“თვითდასაქმებულების მხარდაჭერა თიბისი ბიზნესისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. გვესმის, რა გამოწვევების წინაშე დგანან თვითდასაქმებული ადამიანები ყოველდღიურად. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვნერგავთ ისეთი მომსახურებას თუ პროდუქტებს, რაც მათ საქმიანობის გამარტივებაში დაეხმარებათ და შესაძლებლობას მისცემთ, კიდევ უფრო განვითარდნენ და უახლოეს მომავალში რეალურ ბიზნესებად ჩამოყალიბდნენ. ამ თემას დაეთმო ჩვენი ბოლო ხუთშაბათის შეხვედრების სესიაც, სადაც ფრილანსერებსა და ბიზნესებს სპიკერებმა საკუთარი გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები გაუზიარეს აუდიტორიას. ჩვენ ვაგრძელებთ თვითდასაქმებულების მხარდაჭერას და მათ არაერთ საინტერესო პროდუქტს და მომსახურებას შევთავაზებთ”, - ვეფხვია ლომინაშვილი, თიბისი ბიზნესის ლიდერი.
“თიბისი ბიზნესისთვის - ერთი ნაბიჯით წინ” - თვითდასაქმებულების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე - https://tbcbank.ge/ka/business/products-for-self-employed-individuals ასევე, თიბისი ბიზნესის ცხელ ხაზზე: (032) 2 2727*3