მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ხის ხელნაკეთი ნივთების მწარმოებელი კომპანია Es / ეს მომხმარებელს სააღდგომო კალათებს სთავაზობს

news image

ხის ხელნაკეთი ნივთების მწარმოებელი კომპანია Es / ეს, რომელიც ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს სააღდგომოდ მომხმარებელს სქელი დაპრესილი ხის მასალისგან დამზადებულ კვერცხის კალათებს სთავაზობს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის მენეჯერმა ივანე ბალახაშვილმა განუცხადა

 

რაიმე განსაკუთრებული სიახლე ხომ არ აქვს კომპანიას მიმდინარე ეტაპზე?

სააღდგომოდ მომხარებელს ვთავაზობთ ხის მასალისგან დამზადებულ კვერცხის კალათებს, რომლის წარმოებაც დაახლოებით თვე ნახევრის წინ დავიწყეთ. პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია.

  

როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?

ზოგადად, დღესასწაულების მიხედვით ვაწარმოებთ სხვადასხვა პროდუქტს. ამ ეტაპზე მხოლოდ სააღდგომო პროდუქციას ვაწარმოებთ კალათების სახით. 

  

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი კონკურენტული უპირატესობა მაღალი ხარისხი და მისაღები ფასებია. გამოყენებული მასალა არის ეკოლოგიურად უსაფრთხო, წყაგამძლე და ტემპერატურის ცვალებადობისადმი მდგრადი.

 

როგორია სამომავლო გეგმები გაფართოებისა და ასორტიმენტის ზრდის თვალსაზრისით?

ვაპირებთ სხვადასხვა პროდუქციის დამატებას. გვინდა რომ დავამატოთ საბავშვო ხაზი და შევქმნათ საბავშვო პროდუქტები არა სათამაშოების, არამედ საბავშო ავეჯის სახით.

  

ცნობისთვის, კომპანია სხვადასხვა დღესასწაულზე მომხმარებელს განსხვავებულ და თემატურ პროდუქციას სთავაზობს. შეკვეთა ონლაინ არის შესაძლებელი. თბილისის მასშტაბით მიწოდება ხდება სამი სამუშაო დღის განმავლობაში და არის უფასო.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image „ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს

19 , 2025

დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად. 

 

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება.

„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. ჩვენი გუნდის ძირითად მამოტივირებელ ძალას, იმგვარი დანიშნულების ადგილის შექმნა წარმოადგენს, სადაც  სრულფასოვნად იქნება ასახული ის სულისკვეთება, რომელიც საქართველოს, როგორც ქვეყანას, განვითარებასთან და წინსვლასთან მიმართებით ახასიათებს, აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა.

საგამოფენო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მასშტაბურ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.

სტენდის თითოეულ სტუმარს, შესაძლებლობა ექნება კუნძულის ვირტუალურ ტურში მიიღოს მონაწილეობა. აღნიშნული ტურის სრულყოფა კი, ხელოვნური ინტელექტისა და ინტერაქციული ეკრანების საშუალებით მოხდება. 

კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა