მუდმივი განვითარება და სიახლეების შეთავაზებაა - როგორ აფასებს Lopota Lake Resort & Spa 2025 წელს
2025 წელი Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტი-სთვის საკმაოდ წარმატებული იყო, ისევე როგორც წინა წლები, - ასე აფასებს Lopota Lake Resort & Spa-ს კომერციული დირექტორი მაკა ღლიღვაშვილი ტურისტული ობიექტის ოპერირებას 2025 წლის განმავლობაში. მისი თქმით, Lopota Lake Resort & Spa-მ ყველაზე მეტი სტუმარი ადგილობრივი ბაზრიდან მიიღო
„დატვირთულობის მხრივ დადებითი დინამიკა გვაქვს საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით. განსაკუთრებული პიკი ივლისი-ოქტომბრის პერიოდში დაფიქსირდა. ივნისზე ნეგატიურად იმოქმედა ისრაელი-ირანის კონფლიქტმა.
რაც შეეხება სტუმრების გეოგრაფიას, პირველობას კვლავ საქართველოს ბაზარი ინარჩუნებს, თუმცა მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ისრაელის მიმართულებიდან. ასევე, მზარდი ინტერესი შეინიშნება ინდოეთიდან, თუმცა ჯერ ბიზნეს კონვერსია ამ მიმართულებიდან ჯერ დაბალია. ხოლო GCC-ის ქვეყნებიდან ვიზიტები სტაბილურობას ინარჩუნებს. ბაზრების დივერსიფიცირება ერთ-ერთ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება“, - აცხადებს Lopota Lake Resort & Spa-ს კომერციული დირექტორი.
მაკა ღლიღვაშვილის განმარტებით, Lopota Lake Resort & Spa-ს ხელწერა მუდმივი განვითარება და სიახლეების შეთავაზებაა.
„წელს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი სიახლეა პარტნიორობა მსოფლიოში აღიარებულ შვეიცარიულ ბრენდთან - Valmont-თან. 28 ნოემბრიდან Lopota Lake Resort & Spa-ს სწორედ Valmont-თან კოლაბორაციით მუშაობს. ჩვენმა გუნდმა სრული გადამზადება გაიარა საერთაშორისო ტრენერებთან და სტუმრებს უკვე ვთავაზობთ ექსკლუზიურ პროცედურებს Valmont-ის პროდუქციითა და უნიკალური მეთოდოლოგიით.
გარდა ამისა, ზაფხულის სეზონს განახლებული ინფრასტრუქთურით შევხვდით: სტუმრების კომფორტისთვის განახლდა ოთახები და საცურაო აუზი. უკვე მეორე სეზონია, რაც უქმეებზე ჩვენი ჯაზკლუბი ცოცხალი მუსიკის საღამოებს მასპინძლობს, ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს მყუდრო რუფტოპ ბარი და, რა თქმა უნდა, Green Aqua ზაფხულის ცხელ დღეებში“, - აცხადებს ტურისტული ობიექტის კომერციული დირექტორი.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოთხოვნები საქართველოს საზღვრებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებისათვის
სხვა სიახლეები
ხაჭოსა და კლასიკური პასკები სამი ზომით - როგორია "დივოლ"-ის სააღდგომო ასორტიმენტი
03.04.2026.14:00
საკონდიტრო „დივოლ“-მა გარკვეული პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა და უახლოეს პერიოდში მომხმარებელს სხვადასხვა სიახლეს შესთავაზებს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა, გვანცა გველებიანმა განუცხადა.
„მუშაობა განვაახლეთ და მომხმარებლებს სხვადასხვა სიახლე შევთავაზეთ. ჩვენი ასორტიმენტი გამრავალფეროვნდა - მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ შეიძინონ მზა ცომეული, როგორიცაა ლობიანი, ხაჭაპური და ნახევრად ფენოვანი ლობიან-ხაჭაპური. ეს პროდუქტები მათი მოთხოვნის გათვალისწინებით დავამატეთ.
სამომავლოდ გეგმაში გვაქვს Fresh სალათებისა და სენდვიჩების დამატება, რათა სრულად მოვერგოთ მომხმარებლის საჭიროებებს. ტკბილეული კი უცვლელია - იგივე ხარისხიანი, სახლური ნამცხვრები ძველი რეცეპტით, რაც აქამდე გვქონდა “, - აღნიშნავს გვანცა გველებიანი.

საკონდიტრო მომხმარებელს სააღდგომოდ პასკების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
„პასკების მომზადება უკვე დაწყებულია. აქტიურად ვაწარმოებთ, ვყიდით და შეკვეთებსაც ვიღებთ. მომხმარებლებს ვთავაზობთ როგორც კლასიკურ, ისე ხაჭოს პასკებს. ხაჭოს პასკა წინა წელსაც განსაკუთრებით მოთხოვნადი იყო, ამიტომ წელსაც გვაქვს გაყიდვაში.

მომხმარებლებს სამი ზომის პასკას ვთავაზობთ:
• პატარა (200 გ) - 7 ლარი;
• საშუალო (800 გ) - 26 ლარი;
• დიდი (1 კგ) - 31 ლარი.
თითოეული მათგანი მზადდება მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, საკონდიტრო ქალაქ რუსთავში, მეგობრობის 12 ნომერში მდებარეობს და დაახლოებით სამი წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს.