ხარისხის საერთაშორისო აღიარება - „ფაფანაკმა“ ISO 9001 სერტიფიკატი მიიღო
ჩვენ ვართ პირველი ეროვნული სამოსის კომპანია ISO 9001 სერტიფიკატით , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ქართულ მოტივებზე შექმნილი სამოსის მწარმოებელი კომპანია „ფაფანაკის“ დამფუძნებელმა ნინო ჭყონიამ განაცხადა.
„უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვართ პირველი ეროვნული სამოსის კომპანია, რომელმაც აღნიშნული სტანდარტი (ISO 9001) სრულად დანერგა და სერტიფიცირება მოიპოვა, რაც განსაკუთრებით საამაყოა. პროცესი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ყველა ეტაპიც წარმატებით გავიარეთ და შედეგად აღნიშნული სერტიფიკატი მოვიპოვეთ.
ზოგადად, ISO სტანდარტი არ მოიცავს მხოლოდ მენეჯმენტის სისტემას - იგი გულისხმობს პროცესების სრულ სტანდარტიზაციასა და ეფექტიან მართვას.
საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის პროცესში სერტიფიცირება ერთ-ერთი პირველი და აუცილებელი მოთხოვნაა, რომელსაც პრაქტიკულად ყველა ბაიერი ყურადღებას აქცევს.
ახლა უკვე შეგვიძლია თამამად შევთავაზოთ ჩვენი პროდუქცია საერთაშორისო ბაზარს და აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. სწორედ ეს იყო და არის ჩვენი მთავარი მიზანი.
გარდა ამისა, ვცდილობთ გავზარდოთ საწარმოო შესაძლებლობები - აქტიურად ვმუშაობთ როგორც ლოკაციის ცვლილებაზე, ისე გუნდის გაფართოებაზე. ეს საშუალებას მოგვცემს, ექსპორტისთვის პროდუქციის წარმოება და მიწოდება კიდევ უფრო სტაბილური და ეფექტიანი გავხადოთ.
ასევე ვმუშაობთ დამატებითი რესურსების, მათ შორის სპონსორების მოზიდვაზე. ჩვენი მიზანია, მეტი განვითარება მივცეთ ეროვნული სამოსის სფეროს, რომელიც განსაკუთრებულად შრომატევადია - კადრების გადამზადება, მათი სწავლება და შემდგომი დასაქმება დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.
სამომავლოდ ვგეგმავთ, შევქმნათ მინი-სასწავლო სივრცე და დავნერგოთ სპეციალიზებული კურსები, სადაც კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩვენს კომპანიაში დასაქმების.
ჩვენთვის, ეროვნული სამოსის შექმნა მხოლოდ ტრადიციის შენარჩუნება არ არის - ეს არის პასუხისმგებლობა ქვეყნისა და კულტურის წინაშე “, - აცხადებს ნინო ჭყონია.
ინფორმაციისთვის, „ფაფანაკი“ თბილისში ფლობს სამკერვალოს და ასევე მაღაზიას ფალიაშვილის ქუჩაზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
Galt & Taggart-ის მოლოდინით, 2026 წელს საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა ერთნიშნა ტემპით გაიზრდება
სხვა სიახლეები
მართე გადახდები კიდევ უფრო მარტივად მობაილაპით - Flitt Dashboard
22.04.2026.16:23
Flitt არის თიბისის წევრი ფინტექ კომპანია, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს ონლაინ გადახდების მიღებისა და მართვის მარტივ, სწრაფ და უსაფრთხო გზებს.
კომპანიის მისიაა, რეგიონში ბიზნესებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ციფრული გადახდების მოქნილი გადაწყვეტილებები, რომლებიც აქტუალურია გლობალურ ფინტექ ინდუსტრიაში. ასევე შექმნას გარემო, რომელიც სწრაფ განვითარებაში, მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებასა და შემოსავლის ზრდაში დაეხმარებათ.
ამჯერად, Flitt-მა ბიზნესებისთვის შექმნა მობაილაპი - Flitt Dashboard, რომელიც QR და ბმულით მიღებული გადახდების პირდაპირ ტელეფონიდან მართვის შესაძლებლობას აძლევთ, დამატებითი მოწყობილობების ან ტექნიკური ინტეგრაციის გარეშე.
აპლიკაცია ერთ სივრცეში აერთიანებს გადახდების მენეჯმენტს, რეპორტინგსა და ანალიტიკას. მისი საშუალებით, ბიზნესს შეუძლია რეალურ დროში აკონტროლოს ფულადი ნაკადები, როგორც ონლაინ, ისე ფიზიკური გადახდების შემთხვევაში.
Flitt Dashboard-ის შესაძლებლობები
Flitt Dashboard ბიზნესებს აძლევს საშუალებას ერთი დეშბორდიდან:
აპლიკაციის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია თანამედროვე ავტორიზაციის სისტემებით, მათ შორის: Face ID, Touch ID და PIN კოდი.
აპლიკაციის გადმოწერა:
„Flitt Dashboard არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მისიისკენ - ონლაინ გადახდების მართვა გავხადოთ მაქსიმალურად მარტივი და ხელმისაწვდომი ბიზნესებისთვის. ჩვენი სერვისებითა და პროდუქტებით ვქმნითციფრული გადახდების მოქნილ ინფრასტრუქტურას, რომელიც სიმარტივის გარდა, არის უსაფრთხო და სანდო“,- გიორგი ქუთათელაძე, Flitt-ის CEO
კომპანია აგრძელებს განვითარებას, იმისათვის, რომ ყველა ზომის ბიზნესს შესთავაზოს პროდუქტები და სერვისები, რომლებიც სრულად შეესაბამება გლობალურ ფინტექ სტანდარტებს.