მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7080.9
-0.0004
flag
AZN 1.5921
-0.0002
flag
CNY 38.012
0.0013
flag
EUR 3.156
-0.012
flag
GBP 3.6328
-0.0061
flag
KZT 50.32
-0.0004
flag
TRY 0.0645
0
flag
USD 2.7076
-0.0003

„ხარისხის, ინოვაციისა და გონივრული ინვესტიციის სიმბოლო” - პოლონური მედიის თვალით დანახული „ამბასადორი აილენდ ბათუმი”

news image

 “ამბასადორი აილენდ ბათუმის” შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა პოლონურმა ბიზნეს გამოცემა  Strefa Nieruchomości - Magazyn Inwestora-მ. სტატიაში საუბარია ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულის, როგორც საინვესტიციო შესაძლებლობის პოტენციალზე, ასევე პროექტის მნიშვნელობაზე, როგორც შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის, ისე  პოლონელი ინვესტორებისთვის, რომლებიც საქართველოს უძრავი ქონების სექტორით ბოლო წლებში აქტიურად ინტერესდებიან.

ზემოაღნიშნულ გამოცემაში პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიანა ჟღენტის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელმაც საქართველო-პოლონეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მიმზიდველი ბიზნეს გარემოს მქონე ქვეყნის შესაძლებლობებზე ისაუბრა:

„დაბალი გადასახადები, გამარტივებული ბიუროკრატია და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემო მნიშვნელოვანი უპირატესობაა. ბოლო წლებში საქართველომ დაამტკიცა, რომ არის სანდო და მდგრადი პარტნიორი მიმზიდველი ბიზნეს გარემოთი, ძლიერი ინსტიტუციებითა და სანდო ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებით, რომელმაც ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ჩვენი წარმატება მხოლოდ ციფრებში არ არის. საქმე ეხება სტაბილურობისა და შესაძლებლობების შექმნას ჩვენი ხალხისთვის და პარტნიორებისთვის. საქართველო ცნობილი გახდა თავისი საიმედო, მდგრადი და ღია ბიზნეს გარემოთი.” 

პროექტ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” შესახებ მომზადებულ ვრცელ სტატიაში თავმოყრილია პოლონელი პარტნიორების შეფასებებიც. „ამბასადორი აილენდ ბათუმი - შავი ზღვის პირველი ხელოვნური კუნძული  ის საინვესტიციო შესაძლებლობაა, რომელიც თავისი მასშტაბით შთამბეჭდავია და აქვს შანსი შეცვალოს საქართველოს იერსახე“ - ამ სათაურით წარმოგიდგენთ ჟურნალი ინტერვიუებს მარიუშ გაჟევსკისთან, ბარტოშ შუბასთან, გოჩა კამკიასთან და კლაუდია ბარტოსიევიჩთან. Exclusive Poland-ის ბიზნესის განვითარების მმართველი მენეჯერი მარიუშ გაჟევსკი აცხადებს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმი”  ხარისხის, ინოვაციისა და ნდობის ახალი სიმბოლოა საერთაშორისო საინვესტიციო ბაზარზე. 

„ამბასადორი აილენდის” გენერალური დირექტორი, გოჩა კამკია Strefa Nieruchomości-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ კომპანია დღითიდღე აღრმავებს ბიზნეს და ეკონომიკურ კავშირებს აღმოსავლეთ ევროპასთან, მათ შორის პოლონეთთან, სადაც ინვესტორები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ახალი, მზარდი პოტენციალის მქონე  ბაზრებით, ხოლო უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები და ინოვაციებისადმი ღიაობა საქართველოს საინვესტიციო ბაზარს კიდევ უფრო უნიკალურ და მიმზიდველ გარემოდ აქცევს. „პოლონელი ინვესტორები ჩვენთვის საინტერესო პარტნიორები არიან. ამ ქვეყანას სწრაფად მზარდი ეკონომიკა, გლობალური ამბიციები და მდგრადი სახელმწიფოს  რეპუტაცია აქვს. ამავდროულად, იზრდება პოლონეთის ინტერესი საქართველოს მიმართ, როგორც ტურისტული, ასევე საინვესტიციო ლოკაციის  თვალსაზრისით. „ამბასადორი აილენდ ბათუმთან” პარტნიორობით, პოლონელ ინვესტორებს შეუძლიათ ადრეულ ეტაპზევე მოახდინონ ინვესტირება შავი ზღვის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი პოტენციალის მქონე ბაზარზე, ამავდროულად, გაამყარონ ორმხრივი კავშირები ჩვენს ორ ქვეყანას შორის”. 

კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი" სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. „ამბასადორი აილენდ ბათუმი," რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარზე, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება. პროექტს, როგორც ტურისტული, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანიშნულება გააჩნია, რაც ბათუმსა და ზოგადად საქართველოს, მსოფლიოს ახალ საინვესტიციო რუკაზე მოახვედრებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ხარისხის, ინოვაციისა და გონივრული ინვესტიციის სიმბოლო” - პოლონური მედიის თვალით დანახული „ამბასადორი აილენდ ბათუმი”

20.10.2025.20:34

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა