ხარისხი და უსაფრთხოება ჩვენთვის უპირველესია - We are Mellow
„მელოუ“, საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების კონცეპტუალური სივრცეა, რომელიც ორ წელზე მეტია ოპერირებს ქართულ ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებლებს ანი ყურაშვილსა და ნუცა მიქელაძეს ესაუბრა. მათივე თქმით, „მელოუ“ მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ხარისხის, ეკო-მეგობრულ ტანსაცმელსა და აქსესუარებს.
„მელოუ, საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების კონცეპტუალური სივრცე, უკვე ორ წელზე მეტია საქართველოს ბაზარზეა და მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ხარისხის, ეკო-მეგობრულ ტანსაცმელსა და აქსესუარებს, რომლებიც თაობებზეა გათვლილი. „მელოუში“ ევროპული ნიშური ბრენდებია წარმოდგენილი 0-14 წლის ბავშვებისათვის.
ხარისხი და უსაფრთხოება ჩვენთვის უპირველესია. თითქმის ყველა მათგანი სერტიფიცირებულია GOTS ან/და OEKO-TEX® სერტიფიკატებით. ეს იმის გარანტიაა, რომ პროდუქტი მთლიანად ორგანულია და შემოწმებულია მავნე ნივთიერებებზე. ამასთან ერთად , ჩვენი კოლექციები განსხვავებული დიზაინითა და ფერებით გამოირჩევა. ხშირად გვეუბნებიან მომხმარებლები, ყოველდღიური ტანისამოსის გარდა, როდესაც რაიმე განსხვავებულს ეძებენ მათთვის მნიშვნელოვანი დღეების აღსანიშნად, „მელოუ“ ერთ-ერთი პირველი ლოკაციაა, რომელსაც სტუმრობენ. ეს ჩვენთვის უდიდესი მოტივაციაა “, - აცხადებენ ბრენდის დამფუძნებლები.
„მელოუ“ გამორჩეულია მრავალფეროვანი ასორტიმენტითა და განსხვავებული ფერებით.
„ვფიქრობთ, „მელოუ" უკვე ძალიან შეუყვარდათ არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მათ მშობლებსაც. აქ თბილი გარემო ხვდებათ, განსხვავებული ფერები და საინტერესო ნივთები, რაც უფრო სასიამოვნოს ხდის მათ გამოცდილებას. ორწლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა,თუ რა სურს ქართველ მომხმარებელს. სწორად შერჩეული კოლექციები და ნივთები ნიშნავს - მაღალ მომართვიანობასა და კმაყოფილ მომხმარებელს. თავად „მელოუ" სასიამოვნოს, ყველანაირი სიუხეშისგან თავისუფალს ნიშნავს და ჩვენი სივრცეც ზუსტად ამართლებს ამ სახელწოდებას. შეძენის გამოცდილებას ამარტივებს ჩვენი ონლაინ ვებ-გვერდი www.mellowstore.ge. საიტზე სრული ასორტიმენტი დაგხვდებათ. ამანათის მიწოდებას კი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ვუზრუნველვყოფთ “, - აღნიშნავენ ბრენდის დამფუძნებლები.
ბრენდი მოკლე პერიოდში სკოლის ჩანთებისა და ზამთრის კოლექციას შესთავაზებს მომხმარებელს. გარდა ამისა, მიმდინარეობს მზადება 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებისთვის.
„უკვე ველოდებით სკოლის ჩანთებსა და ზამთრის კოლექციებს. პარალელურად კი მზადებას ვიწყებთ 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებისთვის.
Mellow-ში დაგხვდებათ სკანდინავიური ხარისხის, სისადავისა და სამხრეთული ფერების საუკეთესო ნაზავი. ვიმოგზაურებთ ჩვენს ფერად, Mellow სამყაროში “, - განმარტავენ ბრენდის დამფუძნებლები.
ცნობისთვის, კონცეპტუალური სივრცე თბილისში, ვასილ ბარნოვის 94 ნომერში, მეორე სართულზე მდებარეობს. სამუშაო საათებია, ყოველდღე, 11:00-20:00.
სხვა სიახლეები
03.10.2025.19:17
კახეთში, წინანდლის ისტორიულ მამულში, ბენე ექსკლუზივის ორგანიზებით და სტუდიო ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით, გაიმართა ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბიზნეს ფორუმი – Networking Georgia. ღონისძიებამ 800-ზე მეტი პროფესიონალი და 200-მდე კომპანია გააერთიანა. 2 დღის განმავლობაში, სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და ურთერთთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
სტუდიო ლიბერთის წარდგენით , ღონისძიების სპიკერმა ალექს ჩიქოვანმა, სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE Branding-ის დამფუძნებელმა და CEO- მ ისაუბრა თანამედროვე ბრენდინგის მნიშვნელობაზე და მისი განვითარებისა და პოზიციონირების ახალ ტენდენციებზე.
,,სტუდიო ლიბერთის მიზანია ხელი შეუწყოს ბიზნეს იდეების გაცვლასა და საქმიანი პარტნიორობის გაძლიერებას.
„Networking Georgia, სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელთა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ერთ სივრცეში თავმოყრის კარგი გამოცდილებაა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა და იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც არა მხოლოდ ბიზნესის ზრდას, არამედ თანამშრომლობის გაღრმავებას და პროფესიული განვითარებისთვის შესაფერისი გარემოს შექმნას ემსახურება,“ - ლედი კოჭლამაზაშვილი, ლიბერთის პერსონალური ბანკინგისა და მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
სტუდიო ლიბერთი ეს არის, ლიბერთი ბანკის ახალი, პრემიუმ ბანკინგის მიმართულება.
სტუდიო ლიბერთიში მარტივად, ბარიერების გარეშე შეგიძლია მიიღო გამორჩეული, პრემიალური მომსახურება როგორც შენი ბიზნესის, ასევე პირადი ფინანსების სამართავად.