მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7105.3
-0.0059
flag
AZN 1.6039
-0.001
flag
CNY 37.945
-0.0039
flag
EUR 3.1373
-0.018
flag
GBP 3.6686
-0.0296
flag
KZT 52.55
-0.0004
flag
TRY 0.069
-0.0002
flag
USD 2.7276
-0.0007

„სვანური“ წარმოებას აფართოებს, ინვესტიცია 2 მლნ დოლარია

news image

სვანური • Svanuri რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 20 წელია ბაზარზე ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს გიორგი ლიპარტელიანს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

კომპანია "ქართული რძის პროდუქტები", რომელიც "სვანურის" ბრენდის ქვეშ აწარმოებს სხვადასხვა სახის რძის პროდუქტს, 20 წლის უკან დაფუძნდა და წარმოებული პროდუქტით წარმოდგენილია საქართველოში არსებულ თითქმის, ყველა ბრენდულ და არაბრენდულ მაღაზიაში.

"სვანური" რძის პროდუქტები მაღაზიის დახლზე მოხვედრამდე გადის ხარისხის მრავალეტაპიან კონტროლს: ნედლეულის სიღრმისეული შემოწმებიდან დაწყებული, ტრანსპორტირების ტემპერატურული რეჟიმის კონტროლით დასრულებული. 

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

ამ ეტაპზე, კომპანია აწარმოებს სხვადასხვა სახის, განსხვავებული რძის ცხიმის პროცენტული მაჩვენებლის რძეს, ხაჭოს, მაწონს, არაჟანს, ნაღების კარაქს  და ყველს. ამასთან, 2025 წლის ბოლოს კომპანია გაზრდის ასორტიმენტს და საშუალება ექნება აწარმოოს: იოგურტები, დასალევი მაწონი, სხვადასხვა სახის ყველი

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ზოგადად, რძის პროდუქტებზე მოთხოვნა ყოველწლიურად 10%-ით მაინც იზრდება. ჩვენი გაყიდვების სტატისტიკა და პროგნოზი ძალიან პოზიტიურია. მაგალითად, ბოლო 12 თვეში ყოველთვიური გაყიდვები გაიზარდა 25%-ით  და აგრძელებს ზრდას. ასორტიმენტის დამატების შემთხვევაში კი ვფიქრობთ, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად უნდა გაიზარდოს.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით და ვცდილობთ მომხმარებლისთვის კონკურენტული და მისაღები ფასების შეთავაზებას. ამ ეტაპზე, სხვა მწარმოებლებთან შედარებით ჩვენს პროდუქტებზე ფასები 20-25%-ით უფრო იაფია. ჩვენი მიზანია დიდი რაოდენობის პროდუქციის რეალიზაცია მინიმალური ფასნამატით და ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ გავითვალისწინოთ ქართველი მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა და ფასი შევინარჩუნოთ მინიმალურ ნიშნულზე. რაც შეეხება ხარისხს, როგორც უკვე უკვე აღვნიშნეთ, წარმოებაში და ლოგისტიკაში დანერგილი გვაქვს უამრავი სახის ხარისხის კონტროლი, რაც საშუალებას გვაძლევს მომხმარებლამდე აბსოლუტურად ხარისხიანი და ჯანსაღი რძის პროდუქტი მივიტანოთ. ჩვენს ქარხანაში მუშაობენ ქართველი და უცხოელი ხარისხის კონტროლის თანამშრომლები, კონსულტანტები. ხარისხი ჩვენთვის უპირატესია!

ასევე, ჩვენ გვყავს თანამშრომლების ძალიან კარგი გუნდი, რომლებიც მთელი გულით მუშაობენ იმისთვის, რომ კომპანიის საერთო მიზნები მოკლე ვადაში იქნას მიღწეული და დიდი მადლობა ამ ადამიანებს! ასევე, დიდი მადლობა მსურს გადავუხადო ჩვენს ლოიალურ მომხმარებლებს, რომლებიც წლების განმავლობაში მიირთმევენ სიკეთით სავსე რძის პროდუქტებს. 

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

კომპანია წლის ბოლოს ახორციელებს დამატებით ინვესტიციას 2 მლნ დოლარის ოდენობით, რათა კიდევ გაფართოვდეს ქარხნის სივრცე, შევიძინოთ უახლესი დანადგარები და მომხმარებელს შევთავაზოთ გაზრდილი ასორტიმენტი.

ცნობისთვის, საწარმო თბილისში, ფონიჭალას დასახლებაში მდებარეობს. საწარმო ფლობს HACCP  სქემას და ISO სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind ვორკშოპს “ფინტექის მომავალი AI-ის ეპოქაში“ გამართავს

18.06.2025.18:12

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განათლების შესაძლებლობების შექმნით განაგრძობს. ამჯერად, ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში, Startup Grind-თან თანამშრომლობით, 19 ივნისს ინტერაქციული ვორკშოპი გაიმართება თემაზე — „ფინტექის მომავალი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“.

ღონისძიებას გაუძღვება შილ მოჰნოტი — ფინტექ ინვესტორი და Better Tomorrow Ventures-ის თანადამფუძნებელი, რომელმაც არაერთი მილიარდდოლარიანი სტარტაპის შექმნასა და გლობალურ განვითარებაში  შეიტანა წვლილი.

ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ცოდნას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:

  • ფინტექის ევოლუცია — როგორ ჩამოყალიბდა ინდუსტრია და როგორ შეცვალა იგი ტექნოლოგიურმა და ეკონომიკურმა ტენდენციებმა;
  • შილის პირადი გამოცდილება — დამფუძნებლობიდან ვენჩურული კაპიტალის სამყარომდე: გაკვეთილები, გამოცდილება და მიგნებები;
  • დღევანდელი ფინტექ რეალობა — სად იმალება შესაძლებლობები და რა რისკებზეა აუცილებელი ფოკუსირება;
  • AI და ფინტექის შერწყმა — როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ინდუსტრიის წესებს და როგორ უნდა მოერგონ ამ ცვლილებებს სტარტაპები;
  • სტრატეგიული რჩევები კომპანიებისთვის — AI-ის ეფექტიანი ინტეგრაცია პროდუქტებსა და პროცესებში.

ვორკშოპი  19 ივნისს 10:00 საათზე, თბილისში, ჭავჭავაძის 37 მ-ში გაიმართება.

სესია ჩატარდება ინგლისურ ენაზე. საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს ღონისძიებაზე დასწრება 20%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ.  ბილეთები ხელმისაწვდომია Startup Grind-ის ვებგვერდზე.

ცნობისთვის, ღონისძიება საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში იმართება, რომელიც  ბიზნესის მხარდამჭერ საგანმანათლებლო პროექტებს, პრაქტიკულ ვორქშოპებსა და თემატურ ღონისძიებებს აერთიანებს, რაც ბიზნესებს თანამედროვე გამოწვევებთან ადაპტაციაში და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა