მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152.5
0.029
flag
AZN 1.5892
0.0011
flag
CNY 39.102
0.0037
flag
EUR 3.0967
-0.0065
flag
GBP 3.5657
-0.0069
flag
KZT 56.73
0.006
flag
TRY 0.0607
0
flag
USD 2.7015
0.0017

ხაჭოსა და კლასიკური პასკები სამი ზომით - როგორია "დივოლ"-ის სააღდგომო ასორტიმენტი

news image

საკონდიტრო „დივოლ“-მა გარკვეული პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა და უახლოეს პერიოდში მომხმარებელს სხვადასხვა სიახლეს შესთავაზებს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა, გვანცა გველებიანმა განუცხადა.

„მუშაობა განვაახლეთ და მომხმარებლებს სხვადასხვა სიახლე შევთავაზეთ. ჩვენი ასორტიმენტი გამრავალფეროვნდა - მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ შეიძინონ მზა ცომეული, როგორიცაა ლობიანი, ხაჭაპური და ნახევრად ფენოვანი ლობიან-ხაჭაპური. ეს პროდუქტები მათი მოთხოვნის გათვალისწინებით დავამატეთ.

სამომავლოდ გეგმაში გვაქვს Fresh სალათებისა და სენდვიჩების დამატება, რათა სრულად მოვერგოთ მომხმარებლის საჭიროებებს. ტკბილეული კი უცვლელია - იგივე ხარისხიანი, სახლური ნამცხვრები ძველი რეცეპტით, რაც აქამდე გვქონდა “, - აღნიშნავს გვანცა გველებიანი.

საკონდიტრო მომხმარებელს სააღდგომოდ პასკების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

„პასკების მომზადება უკვე დაწყებულია. აქტიურად ვაწარმოებთ, ვყიდით და შეკვეთებსაც ვიღებთ. მომხმარებლებს ვთავაზობთ როგორც კლასიკურ, ისე ხაჭოს პასკებს. ხაჭოს პასკა წინა წელსაც განსაკუთრებით მოთხოვნადი იყო, ამიტომ წელსაც გვაქვს გაყიდვაში.

მომხმარებლებს სამი ზომის პასკას ვთავაზობთ:

• პატარა (200 გ) - 7 ლარი;
• საშუალო (800 გ) - 26 ლარი;
• დიდი (1 კგ) - 31 ლარი.

თითოეული მათგანი მზადდება მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, საკონდიტრო ქალაქ რუსთავში, მეგობრობის 12 ნომერში მდებარეობს და დაახლოებით სამი წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები

31.03.2026.18:26

საირმის უნიკალური ეკოსისტემა, რომელიც წლებია, ვიზიტორებისთვის გამორჩეული და საინტერესო ადგილია, ახალ ფუნქციას იძენს. „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ეკოსაგანმანათლებლო პროექტს იწყებს, რომელიც სკოლის მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, საკლასო ოთახებში მიღებული თეორიული ცოდნა რეალურ ბუნებრივ გარემოში პრაქტიკული კვლევებითა და სახალისო თავგადასავლებით განამტკიცონ. პროექტი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა და მხოლოდ შემეცნებითი ტურების მოწყობას არ ითვალისწინებს. ეს არის ინტეგრირებული სასწავლო პროცესი, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტანდარტებს ეფუძნება. 

თენგიზ ცერცვაძე, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი: „წელიწადზე მეტია, „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რომლებიც ისტორიული პროექტის მთავარ მიზანს - ბუნების აღდგენას, მდგრად განვითარებასა და ადგილობრივი თემის გაძლიერებას ემსახურება. ეკოსაგანმანათლებლო პროექტიც ამ წამოწყების ლოგიკური გაგრძელებაა, სადაც ეკოსისტემის აღდგენა და ეკოგანათლება ერთი კონცეფციის ნაწილია. მიგვაჩნია, რომ ეს არა ერთჯერადი აქტივობების ერთობლიობა, არამედ გრძელვადიანი სტრატეგიის შემადგენელია. გვსურს, მომავალ თაობას ნათლად დავანახოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა, რომელიც ამ პროცესში თითოეულ მოქალაქეს ეკისრება. ვფიქრობთ, საირმის უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა და რესურსები ამ მისიის შესასრულებლად საუკეთესო პლატფორმაა“.

პროექტი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზეა მორგებული და სკოლებს შესაბამის სილაბუსს სთავაზობს. დაწყებითი საფეხურისთვის, მცენარეთა აგებულებასთან ერთად, აქცენტი ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობასა და დაკვირვების უნარების განვითარებაზე კეთდება. ბიოლოგიისა და გეოგრაფიის ინტეგრირებული გაკვეთილები ღია სივრცეში საბაზისო საფეხურისთვის განისაზღვრა. მე-6-7 კლასის მოსწავლეები სახეობების იდენტიფიცირებასა და რუკაზე მუშაობის პროცესზე კონცენტრირდებიან. საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის კი პროგრამა უფრო კომპლექსურია და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების სტრატეგიას, კლიმატის ცვლილების ანალიზსა და მდგრადი განვითარების პრინციპებს მოიცავს. 

გიორგი დიასამიძე, ეკოგანათლების სპეციალისტი: „პროექტის მთავარი ღირებულება პრაქტიკული გამოცდილებაა. სპეციალურად შემუშავებული ეკოსიმულაციები და სტრატეგიული თამაშები ბავშვებს გუნდური და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში დაეხმარება. მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, იმუშაონ პროფესიონალ რეინჯერებთან ერთად, ისწავლონ ცხოველთა მონიტორინგი და გაიგონ მეტი მათი ქცევების შესახებ. პროგრამის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია სალაშქრო განათლება: მარშრუტების დაგეგმვა, პირველადი დახმარება, უსაფრთხოების წესები და ბანაკის მოწყობა. გვსურს, მოსწავლეებს კვლევაზე დაფუძნებული სწავლება გავუზიაროთ და დავეხმაროთ, რომ სკოლის სივრცეში მიღებული ცოდნა რეალურ გარემოში ბუნებასთან უშუალო შეხებით თავად გამოცადონ“.

საირმის ბიომრავალფეროვნება, პროფესიონალი რეინჯერების გამოცდილება და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე მორგებული პროგრამა ქმნის შესაძლებლობას, რომ  მოზარდებმა ისწავლონ მთავარი - პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებსა და გარე სამყაროზე. 

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ პროექტის მიზანი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების პოპულაციის აღდგენაა. ისტორიული პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 4 მილიონი ლარია. ამასთან ერთად, გათვალისწინებულია ფერმის შემადგენლობაში არსებული 13 000 ჰექტარი ტერიტორიის დაცვა, ეკოტურიზმის განვითარება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა