მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7083
0.0113
flag
AZN 1.601
-0.0015
flag
CNY 38.005
0.003
flag
EUR 3.191
0.0028
flag
GBP 3.7287
-0.0089
flag
KZT 52.33
-0.0001
flag
TRY 0.0684
0.0001
flag
USD 2.7227
-0.0009

„კერკმა“ საბავშვო ხაზის პროდუქტის - ხილის ფირფიტების სერიული წარმოება დაიწყო

news image

GGM - ის შვილობილმა კომპანია ,,კერკმა“, რომელიც ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს, საბავშვო ხაზის პროდუქტის - ხილის ფირფიტების სერიული წარმოება დაიწყო. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დირექტორმა თამარ გაბეჩავამ განუცხადა.

„დავიწყეთ საბავშვო ხაზის პროდუქტის - ხილის ფირფიტების სერიული წარმოება. ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული სნექი ,,კერკის“ გუნდის გამოგონებაა. ,,ბატონის’’ ფორმის ორიგინალურ შეფუთვაში მოთავსებული ხილის ფირფიტები არ შეიცავს საკვებ დანამატებს, შესაბამისად, გემოსა და სიჯანსაღის იდეალურ ბალანსს ჰქმნის. პროდუქტის დამუშავების პროცესში ჩართული იყვნენ ქართველი და უცხოელი კვების ტექნოლოგები და ნუტრიციოლოგები.
გემოვნურ თვისებებთან ერთად, მნიშვნელოვანი ფაქტორია შეფუთვა. ფირფიტებს შორის მოთავსებულია კვების ინდუსტრიაში გამოყენებადი უმაღლესი ხარისხის პერგამენტი. მცირე ზომისა და პრაქტიკული შეფუთვის გამო კი, კომფორტული შესანახი და ტრანსპორტირებადია “, - აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, მშრალი ხილის ქართული საწარმო ,,კერკი“ აჭარაში, კერძოდ ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ძენწმანში მდებარეობს და უკვე ოთხი წელია, რაც ქართულ, გემრიელ, გამომშრალ ხილსა და ხილის ფირფიტებს ამზადებს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

30.06.2025.17:45

თიბისიმ, როგორც ქვეყანაში მდგრადი განვითარების მიმართულებით ლიდერმა კომპანიამ, ყოველწლიური მდგრადი განვითარების ღონისძიება გამართა. ღონისძიება 25 ივნისს ტრადიციულად თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა, რომლის მთავარი თემა იყო: „მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით“.

ბიზნესის, ტექნოლოგიების, განათლების, კულტურისა და საზოგადოების მხარდაჭერაში მდგრადი განვითარების მნიშვნელობა და საერთაშორისო პარტნიორების როლი – სწორედ ამ საკითხებზე გაკეთდა აქცენტი წლევანდელ ღონისძიებაზე, რაც სრულ თანხვედრაშია თიბისის მდგრადი განვითარების სტრატეგიულ პრიორიტეტებთან.

ღონისძიება თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გახსნა. მან თიბისის მდგრადი განვითარების სტრატეგიასა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიმართა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში გარეტ უორდმა, თიბისის რისკების მართვის დირექტორმა ნინო მასურაშვილმა კი შეაჯამა 2024 წლის ძირითადი მიღწევები მდგრადი განვითარების მიმართულებით.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით“, რომლის სპიკერებიც იყვნენ ევროკავშირის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women)  და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, თიბისის ტექსკოლის კურსდამთავრებული და გრეის ჰოპერის ტექნოლოგიური ჯილდოს გამარჯვებული. 

ღონისძიება დასრულდა დიალოგით თემაზე „მდგრადობის როლი ხელოვნებაში და ხელოვნების როლი მდგრადობაში“. ეს თემა ასახავს თიბისის სტრატეგიულ მიზანს, ხელი შეუწყოს კულტურულ განვითარებას, როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს. დიალოგი ვიზუალურ არტისტ მარიამ ოდიშელიძესა და ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილს შორის გაიმართა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, მედია, თიბისის პროგრამების მონაწილეები, თანამშრომლები და მომხმარებლები — როგორც მცირე, ისე მსხვილი ბიზნესსექტორებიდან.

„თიბისიში სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, მხარი დავუჭიროთ მდგრად განვითარებას. ჩვენი საქმიანობით ვქმნით მწვანე და სოციალური დაფინანსების შესაძლებლობებს მდგრადი ბიზნეს მოდელებისა და პრაქტიკების მხარდასაჭერად, ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების ჩართულობასა და ქალების გაძლიერებაზე, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ახალგაზრდების განათლებაზე. გვჯერა, რომ მრავალფეროვანი პერსპექტივები ინოვაციების მამოძრავებელი ძალაა და ზრდის ჩვენს შესაძლებლობებს, ვუპასუხოთ კომპლექსურ გამოწვევებს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებებს და ვიყოთ ESG პრინციპების წამყვანი მხარდამჭერი ქვეყანასა და რეგიონში.“- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ თიბისი მდგრადი განვითარების მიმართულებით 2024 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის არის მელიორა 2024-ის კონკურსზე მთავარი ჯილდო კატეგორიაში „წლის პასუხისმგებლიანი მსხვილი კომპანია“, ESG აკადემიის PEAK ჯილდო საერთაშორისო დეველორის კონკურსზე, ევრომანის ჯილდო მდგრადობის მიმართ გამორჩეული ერთგულებისთვის.

თიბისი 2019 წლიდან წარადგენს მდგრადი განვითარების წლიურ ანგარიშს, რომელიც ასახავს თიბისის წვლილსა და გავლენას ეკონომიკაზე, გარემოსა და საზოგადოებაზე. 2024 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშში, რომლის სრულ ვერსიას www.tbcbankgroup.com – ზე გაეცნობით, სამომავლო გეგმებთან ერთად, წარმოდგენილია ის შედეგები, რომლებსაც თიბისიმ გასულ წელს მიაღწია. იხილეთ თიბისის მდგრადი განვითარების ანგარიში: tbc-bank-group-plc-sustainability-report-2024.pdf

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა