Keepz და ქართული საბანკო სექტორი იწყებენ ახალ ეპოქას: 24/7 მყისიერი გადახდების სისტემა, რომელიც თამაშის წესებს ცვლის
21 ნოემბერს Keepz-მა — ფინტექ კომპანიამ, რომელიც ქართული ციფრული ფინანსების ინოვაციის ფლაგმანია — უმასპინძლა ისტორიულ ღონისძიებას, სადაც ბანკებს წარუდგინა 24/7 მყისიერი ტრანზაქციების სრულიად ახალი სერვისი. ეს სერვისი აღარ არის უბრალოდ სასურველი ფუნქცია, ეს არის აუცილებლობა რომელიც უნდა გააჩნდეს ყველა თანამედროვე ბანკს.
მყისიერი გადახდების ახალი ეპოქა
Keepz-ის მყისიერი გადახდები საშუალებას აძლევს ბანკებს და მათ მომხმარებელს ტრანზაქციები ანგარიშებს შორის განხორციელდეს ლარში, დოლარში და ევროში, 24 საათის განმავლობაში, კვირის შვიდივე დღეს, შაბათ-კვირისა და დასვენების დღეების ჩათვლით.
Keepz-მა ცხადი გახადა, რომ სწრაფი, მუდმივად ხელმისაწვდომი და უსაფრთხო გადარიცხვები არის თანაბრად მნიშვნელოვანი როგორც ფიზიკური პირებისთვის ისე ბიზნესებისთვის.
ქართველი მომხმარებლები მყისიერ გადარიცხვებზე ძალიან სწრაფად გადადიან. მონაწილე ბანკებში მყისიერი გადარიცხვების წილი 20%-დან 50%-მდე მერყეობს, ხოლო ტრანზაქციების 77%-იანი ყოველთვიური ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ სერვისი მომდევნო თვეებში გადარიცხვების დიდ ნაწილს მოიცავს და სულ მალე ქართველი მომხმარებლისთვის უკვე ნორმა გახდება. ამის მიზეზი მომსახურების მაღალი ხარისხია, რომელიც უსაფრთხო არხით თითო გადარიცხვას ბანკიდან ბანკიში საშუალოდ 20 წამში უზრუნველყოფს.
მემორანდუმი: რვა ბანკი უკვე თამაშშია
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო მემორანდუმის ხელმოწერა რვა წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან: სილქ ბანკთან, პაშა ბანკთან, ტერა ბანკთან, ხალიკ ბანკთან, ბაზისბანკთან, იშ ბანკთან, კრედო ბანკთან და კრისტალთან. ეს არის მკაფიო სიგნალი საბანკო სექტორისგან რომ მყისიერი გადახდები ყველას სჭირდება.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებიც, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მყისიერი გადარიცხვები ფართო ფინანსური სექტორისთვის პრიორიტეტული თემაა. სწორედ საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშეწყობით გახდა Keepz-ისთვის შესაძლებელი ისეთი ინოვაციების შემოტანა ბაზარზე როგორიცაა მყისიერი გადახდები და ღია ბანკინგი.
Keepz-ის მენეჯმენტმა ღონისძიებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: "ეს ღონისძიება ბანკებსა და ფინტექებს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპის დასაწყისს ნიშნავს. ის გზას უხსნის საქართველოს, რათა შეესაბამებოდეს გლობალურ პრაქტიკებს მყისიერ გადარიცხვებში. ჩვენი ხედვა და მიზანია, რომ ქვეყანა ციფრული ფინანსური ინოვაციების სათავეში იყოს."
პარტნიორების ხმები:
ბანკების წარმომადგენლებმა გააზიარეს თავიანთი გამოცდილება Keepz-ის მყისიერ ტრანზაქციებთან დაკავშირებით:
გიორგი ნადარია, სილქ ბანკის პროდუქტების მფლობელი: "მარტივმა და სწრაფმა გადარიცხვებმა ანგარიშსწორების დრო 24 საათიდან წამებამდე შეამცირა. შედეგად, ჩვენს სისტემებს შეუძლიათ მაღალი მოცულობის დამუშავება 50%-ით ნაკლები შეცდომით"
ქეთევან ყიფიანი, ტერა ბანკის პროექტების მართვის ხელმძღვანელი: "მყისიერი გადარიცხვები ჩვენი კლიენტების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი იყო, Keepz-მა კი ამ სერვისის მოწოდების ყველაზე სწრაფი და ეფექტიანი გზა შემოგვთავაზა. უკუკავშირი იყო ძალიან პოზიტიური, მომხმარებლებს მოსწონთ სისწრაფე, მოხერხებულობა და გამოყენების სიმარტივე. ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი მოლოდინების დაკმაყოფილება – ეს მომზადებაა იმ მომავლისთვის, სადაც მყისიერი გადახდები სტანდარტი იქნება."
ანტუან ჰურპინ, რედო ბანკის ციფრული მიმართულების დირექტორი: "Keepz-მა მოგვცა მარტივი და საიმედო გადაწყვეტა. თანამედროვე API-ების მეშვეობით, პროცესი შეუფერხებელი და ეფექტიანი აღმოჩნდა – ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მუშაობდეს დღევანდელი საბანკო სისტემა."
ღონისძიების დროს ბანკის წარმომადგენლებს დაუსვეს კითხვა: როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა მყისიერი გადარიცხვები მნიშვნელოვანი ბანკებისთვის?
ანზორ მანწკავა, პაშა ბანკის საოპერაციო დირექტორი: "აუცილებელია, რომ სხვადასხვა ბანკებს შორის თანხის მოძრაობა იყოს მარტივი და არ იყოს მიბმული ერთ კონკრეტულ ბრენდზე, მომხმარებელს უნდა შეეძლოს თანხების მარტივად გადატანა ერთი ბანკიდან მეორეში."
ალექსი ხოროშვილი, სილქ ბანკის გენერალური დირექტორი : "მგონი, პასუხი თავად კითხვაშია, მყისიერია. დღევანდელ სამყაროში მყისიერება ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც საცალო, ასევე ბიზნეს მომხმარებლისთვის."
რატი დვალაძე, ბაზისბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე : "ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბაზარი უკვე კარნახობს მომხმარებელს, რომ მყისიერად სჭირდებათ ანგარიშსწორება, როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე მიკრო ბიზნესებს. მყისიერი გადარიცხვები ერთდროულად ფარავს ყველა საჭიროებას და მომხმარებელს მეტ კომფორტს სთავაზობს მსგავსი ოპერაციების განხორციელებისას."
თეიმურაზ ნიკოლაიშვილი, ალტა სოფთვეარის ტექნიკური ლიდერი : "მყისიერი გადარიცხვები ძალიან მნიშვნელოვანია საბანკო სექტორის განვითარებისთვის, იმიტომ რომ უამრავ შესაძლებლობას აჩენს როგორც კლიენტებისთვის, ასევე საბანკო სისტემებისთვის."
აბდულვაჰაფ დოღან,სს იშბანკი საქართველო-ს გენერალური დირექტორის მოადგილე : “მყისიერი გადარიცხვები თანამედროვე საბანკო სისტემის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან განვითარებად იქცა. დღევანდელი მომხმარებელი ითხოვს სწრაფ და შეუფერხებელ ტრანზაქციებს,სწორი სერვისის შეთავაზების შემთხვევაში ბანკებს შეუძლიათ უზრუნველყონ მომენტალური გადარიცხვები."
მომავლის პერსპექტივა
Keepz ქმნის გადახდებოს ეკოსისტემას, რომელიც ქვეყანას აყენებს იმავე რიგში, სადაც ევროპა, სინგაპური და კორეა — ციფრული ფინანსების გლობალური ლიდერები.
Keepz-ის ამ და სხვა ინოვაციური გადახდის სერვისებით დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ეწვიონ keepz.me და გაიგონ, როგორ ინტეგრირდეს Keepz მათ ბიზნესში.
დღის ტოპ 10 სიახლე
Galt & Taggart-ის გათვლებით, 2025 წლის განმავლობაში დოლარის საშუალო გაცვლითი კურსი 2.74 ლარი იქნება
სხვა სიახლეები
Skillwill-მა პროფესიული კოლეჯის ახალი კამპუსი გახსნა
28.11.2025.16:34
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) Skillwill-ს ახალი პროფესიული კოლეჯის კამპუსის გახსნასა და სტრატეგიული განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცავს.
პროექტი, რომლის ნაწილია Skillwill-ის მიერ გახსნილი ახალი პროფესიული კოლეჯის კამპუსი, მსოფლიო დონის ფინანსურ-ტექნოლოგიური გიგანტის, Tether-ის 18 მილიონი დოლარის თანაინვესტიციით ხორციელდება. ფინანსური მხარდაჭერის გარდა, პარტნიორობა გულისხმობს აქტიურ შინაარსობრივ ჩართულობასაც: Tether-ის წამყვანი ექსპერტები ქართველ სტუდენტებს გლობალურ გამოცდილებას ვორქშოფების, შეხვედრებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობის მეშვეობით გაუზიარებენ.
ამ ეტაპზე Skillwill-ის კოლეჯი უკვე წარმატებით ოპერირებს თბილისსა და ბათუმში, სადაც 25 ნოემბერს სწავლა 1,350-მა სტუდენტმა დაიწყო. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 5 ძირითადი მიმართულებით, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და კომპიუტერული ქსელების კუთხით.
Skillwill-ის გაფართოების 2-წლიანი გეგმა არსებული კამპუსების გარდა, ახალი სასწავლო დაწესებულებების გახსნას ითვალისწინებს შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, თელავი, გორი, ახალციხე, სამტრედია და ლანჩხუთი. ჯამში, ქვეყნის მასშტაბით Skillwill-ის 12 კოლეჯი იფუნქციონირებს (მათ შორის 10 ახალი), რაც ყოველწლიურად 10,000 სტუდენტის გადამზადებას უზრუნველყოფს. სწავლება ჩატარდება 9 რეგიონულ ცენტრში, როგორც ონლაინ, ისე ფიზიკური დასწრების რეჟიმში. ყველა კოლეჯი აღჭურვილი იქნება აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესო ინფრასტრუქტურითა და მაღალი სიჩქარის ინტერნეტით.
აღნიშნული თანამშრომლობა და Skillwill-ის განახლებული სასწავლო გეგმა მოიცავს 10 ახალ პროფესიულ პროგრამას 13 სტრატეგიულ და მაღალმოთხოვნად ტექნოლოგიურ სფეროში, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტი (AI Development), ბლოკჩეინი (Blockchain Development), მონაცემთა ინჟინერია (Data Engineering) და სხვა.
„პროფესიული კოლეჯი Skillwill-ი, რომლის უმთავრესი მიზანი ხარისხიანი ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს რეგიონულ ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბებაში. ინიციატივა ემსახურება 21-ე საუკუნის პროფესიების განვითარებასა და ქართველი ტექ-პროფესიონალებისათვის საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების რეალური შესაძლებლობების შექმნას. თანამედროვე ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარება საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ ტრანსფორმაციას. სწორედ ამ მიზნით, Skillwill-ი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს ახალი პროფესიული სტანდარტების შემუშავებაზე," —განაცხადა Skillwill-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მარიამიძემ.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს წევრ კომპანია „სქილვილს" ამ მასშტაბური პროექტის დაწყებას, რომელიც თავის მხრივ საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. დღეს, როდესაც ITC სექტორი გლობალურად და საქართველოშიც მზარდი ტენდენციით ხასიათდება, კრიტიკულად იზრდება მოთხოვნა კვალიფიციურ კადრებზე. Skillwill-ის ინიციატივა პირდაპირ პასუხობს ბაზრის საჭიროებას, რაც ITC სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს," — განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.