მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7103.7
-0.0038
flag
AZN 1.5818
-0.0006
flag
CNY 38.761
0.0023
flag
EUR 3.1701
-0.0202
flag
GBP 3.6736
-0.0112
flag
KZT 53.45
0.0022
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.6893
-0.0009

ყაზბეგი - მეტი, ვიდრე მწვერვალები | საქართველოს ბანკი 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია

news image

საქართველოს დაცული ტერიტორიები ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ გამორჩეული ხედები, ტურისტული ბილიკები ან უსაზღვრო მწვერვალები. ეს ტერიტორიები ათასობით წლის განმავლობაში კულტურულ-ეკოლოგიური პროცესებით შექმნილ ცოცხალ სისტემას მოიცავს და რეგიონის ბიომრავალფეროვნებასა და ეკოლოგიურ სიჯანსაღეს განსაზღვრავს.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით 2010 წლიდან ზრუნავს ქვეყნის 18 დაცული ტერიტორიის დაცვა-შენარჩუნებაზე.
აღნიშნულ ტერიტორიებს შორის კი ერთ-ერთი ყაზბეგის ეროვნული პარკია - უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტის მქონე ტერიტორია, სადაც მაღალი მთები, გაშლილი მინდვრები, ციცაბო ფერდობები და ღრმა ხეობებია.

დაცული ტერიტორიების მნიშვნელობისა და ღირებულების, მათი ეკოსისტემის დაცვისა და შენარჩუნების და გლობალური მისიის შესახებ თეა ბარბაქაძე, კავკასიის ბუნების ფონდის დირექტორი გვესაუბრება.

ყაზბეგის ეროვნული პარკის მნიშვნელობა

თეა ბარბაქაძე ყაზბეგის ეროვნული პარკის შესახებ საუბრისას გვიყვება, რომ ტერიტორია დიდი კავკასიონის მაღალმთიანი ლანდშაფტებისა და იქ გავრცელებული სახეობების დაცვა-შენარჩუნების მიზნით შეიქმნა. მისი უნიკალური ეკოსისტემა რეგიონის კლიმატის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. სწორედ ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი ლანდშაფტისა და ეკოსისტემის შენარჩუნება-გაფრთხილება.

ეს კომპლექსური პროცესი, კონსერვაციულ ღონისძიებებთან ერთად, ადგილობრივ თემებთან აქტიურ თანამშრომლობასაც მოიცავს.

“მნიშვნელოვანია ბუნებრივი და ტრადიციულად ჩამოყალიბებული ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ჰარმონიული თანაარსებობის ხელშეწყობა, რაც თავისთავად გულისხმობს კომუნიკაციას და თანამშრომლობას ადგილობრივ თემებთან”, - განმარტავს თეა ბარბაქაძე, კავკასიის ბუნების ფონდის დირექტორი.

კლიმატური ცვლილებების და პარკის გამოწვევები

როგორც თეა აღნიშნავს, ყაზბეგის ეროვნული პარკის წინაშე არსებული ყველაზე დიდი გამოწვევა გლობალური კლიმატის ცვლილებაა. დაცულ ტერიტორიაზე შესაძლებელია მყინვარების დნობის პროცესზე ცოცხალ რეჟიმში დაკვირვება, დროულად რეაგირება და პრევენციული სამუშაოების განხორციელება.

ეს მისია უმნიშვნელოვანესია ცვალებად ეკოლოგიურ გარემოსთან ადაპტირების პროცესში.

“პარკის ადმინისტრაციის დახმარებით, CNF ხელს უწყობს ეროვნულ და რეგიონულ დონეზე პროცესების ეფექტურად წარმართვას, მონიტორინგსა და მონაცემთა შეგროვებას”, – აღნიშნავს თეა ბარბაქაძე.

თანამშრომლობის მნიშვნელობა და საერთო მიზნები

ადგილობრივი ეკოსისტემის დაცვისა და გაფრთხილებისათვის ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ამ თანამშრომლობის წყალობით ფონდმა შეძლო გარემოსდაცვითი საკითხების გარშემო სახელმწიფო და კერძო სექტორები გაეერთიანებინა.

“საქართველოს ბანკისა და კავკასიის ბუნების ფონდის 16-წლიანი თანამშრომლობა კერძო და გარემოსდაცვით სექტორებს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, არამხოლოდ ეროვნულ, არამედ რეგიონულ დონეზეც”, - აღნიშნავს თეა ბარბაქაძე.

ყაზბეგის ეროვნული პარკი და უსასრულო აღმოჩენების გზა

ყაზბეგის ეროვნული პარკის თვალწარმტაცი ლანდშაფტი უამრავი იშვიათი სახეობის საარსებო გარემო – ჰაბიტატია. არც ის იცის ბევრმა, რომ ჭაღარა მყინვარწვერი ალპების მონბლანზე უფრო მაღალია. ზამთრის ყაზბეგი კი აღმოჩენის უსასრულო შესაძლებლობებს გვთავაზობს.

“მოგზაურებს ვურჩევ, თრუსოს და დარიალის ხეობები მოინახულონ, ნახონ გველეთის ჩანჩქერი და ახლო-მახლოს იქნებ, ჯიხვებსაც შეავლონ თვალი ციცაბო კლდეებზე”, - ამბობს თეა ბარბაქაძე.

ყაზბეგის ეროვნულ პარკში ახალი აღმოჩენებისთვის გადადით  ბმულზე.

იმოგზაურე და დაიცავი ბუნებაში ქცევის წესები

თეა ბარბაქაძე გვახსენებს, რომ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა პასუხისმგებლობასაც მოიცავს – ბუნება ცოცხალი ორგანიზმია თავისი წესებით, რომლებსაც აღმოჩენების გზაზე აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ. პასუხისმგებლობის გააზრება და დაცულ ტერიტორიებზე ქცევის წესების პატივისცემა ჩვენი უსაფრთხოების გარანტიცაა და დაუვიწყარი, ჰარმონიული მოგზაურობის წინაპირობაც.

“გვახსოვდეს, ყოველი ვიზიტის შემდეგ მოსულ ახალ სტუმარსაც უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ შეაგროვოს უნიკალური მოგონებები და შთაბეჭდილებები, ამიტომ ნუ დატოვებთ თქვენს კვალს ბუნებაში”, – აღნიშნავს თეა ბარბაქაძე.

მეტისთვის ნახეთ ვიდეო

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ქიდს კონცეპტი“ 2025 წელსა და სამომავლო გეგმებზე

03.02.2026.18:00

ქიდს კონცეპტი ქართული საბავშვო ბრენდების სივრცეა, რომელიც ხუთი წლის წინ დაარსდა. Business Insider Georgia 2025 წელსა და სამომავლო გეგმებზე კომპანიის დამფუძნებელს გვანცა ბერიძეს ესაუბრა.

„2025 წელი ჩვენი კომპანიისთვის საკმაოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდა. დაგვემატა ახალი ბრენდები და შევიძინეთ მეტი მომხმარებელი, რის შედეგადაც გაიზარდა გაყიდვების რაოდენობა “, - აღნიშნავს გვანცა ბერიძე.

კომპანია სამომავლოდ გაფართოებას და ლოკაციის ცვლილებას გეგმავს.

„წინა წლებში აქტიურად ვიღებდით მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენაში. 2025 წელს გარკვეული მიზეზების გამო ეს შესაძლებლობა არ გვქონდა, თუმცა სამომავლოდ კვლავ ვგეგმავთ გააქტიურებას, რათა ჩვენი კომპანია რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაცნოთ.

ჩვენი ნიშა საბავშვო სეგმენტია. გვაქვს დიდი სურვილი, გავაფართოოთ საქმიანობა და დავამატოთ სხვა ბრენდებიც. გარდა ამისა, გვინდა ბათუმში მაღაზიის გახსნა, ასევე ვგეგმავთ თბილისში სხვა ლოკაციაზე გადასვლას “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, შოურუმი თბილისში, დავით გამრეკელის 9 ნომერში მდებარეობს და ამჟამად 11 ქართულ საბავშვო ბრენდს აერთიანებს. სამუშაო საათებია ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 11:00-დან 20:00 საათამდე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა