მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7079.7
0.0032
flag
AZN 1.5958
-0.0001
flag
CNY 38.094
-0.0002
flag
EUR 3.155
-0.0122
flag
GBP 3.6422
-0.0041
flag
KZT 50.22
0.0002
flag
TRY 0.065
-0.0001
flag
USD 2.7128
-0.0002

კავკასიის უნივერსიტეტი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

news image

კავკასიის უნივერსიტეტი, რომლის ისტორიაც 1998 წლიდან იწყება, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

უნივერსიტეტი სტუდენტებს  მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს და პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას სთავაზობს. 

კავკასიის უნივერსიტეტი აერთიანებს 11 სკოლას: ბიზნესი, სამართალი, მედია, ტექნოლოგიები, არქიტექტურა და დიზაინი, სახელმწიფო მართვა, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმი, მედიცინა, ეკონომიკა და განათლება. CU სამივე საფეხურზე - ბაკალავრი, მაგისტრატურა, დოქტურანტურა - ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს. 

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტი დაარსების დღიდან  მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან თანამშრომლობს და ამჟამად, 71 ქვეყნის 300 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს. ეს ფაქტი კი, საშუალებას აძლევს მიიღოს უცხოელი სტუდენტები და ლექტორები, ჰქონდეს ორმაგი ხარისხის პროგრამები, ასევე გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

კავკასიის უნივერსიტეტი ახორციელებს ერთობლივ 3 წლიან პროგრამებს პარტნიორ უნივერსიტეტებთან და გასცემს ორი უნივერსიტეტის დიპლომს როგორც CU-ის, ასევე, პარტნიორი უნივერსიტეტის.

„მივესალმებით კავკასიის უნივერსიტეტს, რომელიც გამოირჩევა საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ლექტორებით, მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოთი. როგორც მოგეხსენებათ კვალიფიციური კადრები და მაღალი დონის სპეციალისტები ბიზნესის ერთ-ერთი გამოწვევაა, შესაბამისად, უნივერსიტეტის წევრობა ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა და დარწმუნებულები ვართ, რომ წინ ბევრი საინტერესო პროექტი და თანამშრომლობა გველოდება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორია შუა დერეფნის პერსპექტივა - ჯემალ ინაიშვილის შეფასება

08.10.2025.20:00

„თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ზანგეზურის პროექტზე მუშაობის პარალელურად საქართველომ მაქსიმალურად უნდა გაზარდოს შუა დერეფნის გამტარუნარიანობა. მისივე განმარტებით, „ჩვენ შევძლებთ კონკურენციის გაწევას“.

„თვითონ ის ფაქტიც, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი აქტიურად მუშაობენ ზანგეზურის პროექტზე, ცხადყოფს, რომ არსებობს ინტერესი და ეს ყველაფერი მიმართულია იმაზე, რომ შუა დერეფნის გამტარუნარიანობა გაიზარდოს. ესეც ერთ-ერთი ხელშემწყობი იქნება.
შეიძლება გარკვეულწილად ჩვენთვის კონკურენტიც იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ უნდა დავხვდეთ მზად - პირველ რიგში, ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურით. ასევე, უნდა განვახორციელოთ ინვესტიციები სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევძლებთ კონკურენციის გაწევას.

მაგრამ ის, რომ ზანგეზური სწრაფად აშენდება ძალიან რთული სათქმელი და წარმოსადგენია, ვინაიდან ეს ბევრ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.
სურვილი არსებობს, მიზანიც განსაზღვრულია და ალბათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში განხორციელდება. თუმცა იმ კორიდორსაც ექნება თავისი ღირებულება  - ჯერ უნდა აშენდეს. ის არ იქნება იაფი პროექტი. მას სჭირდება შენახვა, ოპერირება და ა.შ.

აქედან გამომდინარე, ჩვენ შევინარჩუნებთ გარკვეულ უპირატესობებს, თუ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს დროულად შევასრულებთ,“ - განაცხადა რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ ინაიშვილმა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა