მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7085.9
-0.0017
flag
AZN 1.5889
-0.0003
flag
CNY 38.211
0.0003
flag
EUR 3.1354
-0.0046
flag
GBP 3.5644
-0.0076
flag
KZT 53.15
0.0041
flag
TRY 0.0637
0.0001
flag
USD 2.7015
-0.0005

ყავის ახალი ტრადიცია – გიორგი აივაზიანი Coffee Lab-სა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობაზე

news image

სულ რამდენიმე წლის წინ თბილისში ყავის კაფეების კულტურა ჯერ კიდევ ნაკლებად გავრცელებული იყო, რჩეული (Specialty) ყავა კი უცხო ხილი. სამი წლის წინ ქალაქის ქუჩები Coffee Lab-ის ახალმოხალული, მომჟავო და ხილოვანი ყავის არომატით აივსო და თბილისშიც ყავის ახალი რიტუალები დამკვიდრდა.

საქართველოს ბანკსა და ყავის ლაბორატორიას თანამშრომლობის დიდი ისტორია აკავშირებს. ჟინის კამპანიამ კი ინოვაციური ბრენდები საერთო იდეის გარშემო გააერთიანა. კარგ ყავაზე, ქოფიშოფ კულტურასა და ჟინზე Coffee Lab-ის დამფუძნებელი გიორგი აივაზიანი გვესაუბრა.

ახალი გემოს ძიებაში

გიორგი წლები საბანკო სექტორში მუშაობდა და პროფილის შეცვლა უცხოეთში სწავლის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა. საქართველოში დაბრუნებულმა ანტრეპრენერობა გადაწყვიტა და სწავლის პერიოდში ყავის კაფეებში გატარებულმა დრომ ყავის ლაბორატორიის იდეა შთააგონა. რჩეულ (Specialty) ყავამდე ბევრმა კვლევამ და ლონდონის ყავის ფესტივალმა მიიყვანა. მიხვდა, რომ სწორედ ამ გამორჩეულ გემოვნურ თვისებებსა და ყავის მიმართ სკრუპულოზური მიდგომის გარშემო უნდა აეგო საქართველოში ერთ-ერთი პირველი ყავის კაფეს იდენტობა.

„რაღაც ახლის და გამორჩეული შექმნა გვინდოდა. ისეთი გემოსი, რომელიც ძალიან შეგიყვარდება და მთელ შენს ყავის რიტუალს შეცვლის“, - ამბობს გიორგი.

ყავის მზადება როგორც ხელოვნება

ყველაფერი გამორჩეული დიდ შრომასთან და დროსთან ერთად, მოითხოვს ჟინს, რომელიც შენს იდეას ხორცს შეასხამს, თან ზუსტად ისე, როგორც შენ გსურს. ჟინმა გიორგის კომპრომისებზე წასვლის ნება არ მისცა და რჩეული (Specialty) ყავის მომზადების ყველა ეტაპში დაახელოვნა.

როგორც გიორგი განმარტავს, რაც უფრო ახალი მოხალულია ყავა, მით უფრო ინტენსიური და დახვეწილი გემო აქვს. სწორედ ამიტომ, Coffee Lab-ში ყავის მწვანე მარცვლებს გამორჩეული მომწოდებლებისგან იღებენ და თერმულ დამუშავებასაც ადგილზე, თავად ახორციელებენ.

„ჟინიც ხომ ეს არის, არ გაგაჩერებს და ყველაზე მეტად სირთულეების გადალახვის დროს გჭირდება. გადავწყვიტეთ, არ წავსულიყავით არც ერთ კომპრომისზე და ყავის ახალი გემო და მისი მირთმევის ტრადიცია დაგვეფუძნებინა“.

ახალი ხილი და რჩეული გუნდი

ყავა რომ ხილია და აქვს მომჟავო გემო – ის სიახლე იყო, რომელიც Coffee Lab-ის აწ უკვე ერთგული მომხმარებელი ეტაპობრივად შეეჩვია. ამ პროცესს, როგორც ხშირად ხდება, თან ახლდა ეჭვები, რისკები და ზოგჯერ განსხვავებული გემოთი უკმაყოფილო სტუმრებიც.

„როგორი პროდუქტიც უნდა აწარმოო, ყველას ვერ მოეწონები, შენ თავად უნდა აარჩიო, ვინ ხარ და შენს გზას დაადგე. ჩვენი გზა საკმაოდ რთული აღმოჩდა, მაგრამ გრძელვადიანმა პერსპექტივამ ცხადყო, რომ მიმართულება ნამდვილად სწორად ავირჩიეთ“.

გემრიელ ყავასთან ერთად Coffee Lab განსაკუთრებულად მხიარული და მეგობრული გუნდით გამოირჩევა, რაც გიორგისთვის ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა. წარმატებას სწორედ ამ გუნდს უკავშირებს, რომელსაც თავისი საქმის კეთება ძალიან უყვარს და თავის გარშემო უკვე შემოკრიბა Coffee Lab-ის ერთგულ მომხმარებელთა კომუნა. იმისათვის რომ ამ კომუნას მუდამ განსაკუთრებული სიახლეებით გაუმასპინძლდეს, გიორგის გუნდი არ ჩერდება და ყოველ მიღწევას განვითარების ახალი გეგმით აღნიშნავს.

ჟინით სავსე პარტნიორობა

სირთულეებით სავსე ეს გზა გიორგიმ საქართველოს ბანკის დახმარებით გაიარა, რომელიც მის სითამამეს და ჟინს მუდმივად უჭერდა მხარს მოქნილი ფინანსური სერვისებით.

„დღეს კი იდეის მიმართ ერთგულებამ და ფარხმალდაუყრელად სწრაფვამ ერთი კამპანიის ქვეშ გაგვაერთიანა!“

ჟინის კამპანიის ფარგლებში ყავის ლაბორატორიის სტუმრების შემოქმედებით ენერგიაზე, არომატული ყავის გამორჩეულ გემოსთან ერთად, ფინჯნებზე დატანილი ინსპირაციული ფრაზებიც ზრუნავს.

ინოვაციური მიზნებისკენ სვლა იშვიათად არის მარტივი, თუმცა ჟინიანი ადამიანების ისტორიები მოწმობს, რომ თუ არ გაჩერდები, აუცილებლად აღმოაჩენ გზას, რომელიც უნიკალურად შენია!

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ამბასადორის კუნძული აღარ არის სამშენებლო ობიექტი - ის ცოცხალი ორგანიზმია მიმდინარე მასშტაბური პროექტებით | გოჩა კამკია

02.12.2025.20:08

შავ ზღვაში ხელოვნური კუნძულისა და ორი ნახევარკუნძულის მშენებლობის პროექტი წარმატებით ხორციელდება. „ამბასადორ აილენდ ბათუმის” მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად, პროექტის განხორციელება ახალ ეტაპზე გადავიდა. მიწის მოწყობითი პროცესი დაჩქარებულად პროგრესირებს და სრული საპროექტო არეალის ნახევარზე მეტი - 46.9 ჰექტარი - შექმნილია, საიდანაც 26 ჰა მიწის ფართობი უკვე მიღებულია ექსპლუატაციაში.


„ამბასადორის კუნძული აღარ არის სამშენებლო ობიექტი - ის ცოცხალი ორგანიზმია მიმდინარე მასშტაბური პროექტებით. ამბასადორის კუნძულის ტერიტორიაზე პირველი შენობა-ნაგებობის მშენებლობა უკვე დავიწყეთ და ეს არის ამბასადორის მულტიფუნქციური კომპლექსი. „ამბასადორი აილენდ ბათუმის”, როგორც ისტორიული პროექტის, საქართველოში განვითარებასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვიმყოფებით გარდამტეხ ეტაპზე. სექტემბერში დასავლეთ ნახევარკუნძულის 26 ჰა შევიყვანეთ ექსპლუატაციაში, ხოლო იანვარში ვემზადებით ჯამურად 48 ჰა მიწის ნაკვეთის ექსპლუატაციაში მისაღებად. გარდა ამისა, ჩვენ უზრუნველვყავით, რომ კუნძულის განვითარების პარალელურად აქ შექმნილიყო მსხვილი ეკონომიკური პროცესები. კერძოდ, კომპანიამ მიიღო მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა, სადაც დაწყებულია, როგორც აპარტამენტების, ისე სხვა უძრავი ქონების გასხვისების პროცესი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. ეს იქნება გამორჩეული შენობა-ნაგებობა, რომელშიც განთავსდება სასტუმრო, აპარტამენტები, საცურაო აუზები,  ფიტნეს-ცენტრი, სხვადასხვა დანიშნულების გასართობ-გამაჯანსაღებელი სივრცეები, ვერტოდრომი და სხვა მრავალი სივრცე, რომელიც აუცილებელია ადამიანების ცხოვრებისა და კომფორტული დასვენებისთვის“, -აცხადებს ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალური დირექტორი, გოჩა კამკია.

აღსანიშნავია, რომ ამბასადორ აილენდსა და IG Development-ს შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომელიც  120 000 კვ.მ ტერიტორიაზე ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა