ყავა ,,ბათუმური" სუპერმარკეტების ქსელებში შესასვლელად ემზადება
Coffee Batumuri - ყავა ბათუმური სუპერმარკეტების ქსელებში შესასვლელად ემზადება. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია "ყავა ბათუმურის" დამფუძნებელმა, დაჯი ხიმშიაშვილმა განაცხადა, კომპანია აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს მსხვილი ქსელების წარმომადგენლებთან. კომპანია აქტიურ მოლაპარაკებებშია ასევე ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებთანაც და ამ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ყავა ბათუმური სხვადასხვა რესტორნებსა და სასტუმროებშიც იქნება წარმოდგენილი.
დღეისათვის კი ყავა ბათუმურის გაყიდვები მხოლოდ ონლაინ ხდება და, როგორც დაჯი ხიმშიაშვილი ამბობს, ყავა ბათუმური საკმაოდ მოთხოვნადია და ონლაინ გაყიდვებიც მზარდია. მოთხოვნა არის როგორც აჭარის ფარგლებში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
„ყავა ბათუმური, როგორც ბრენდი, ბაზარზე უკვე მეოთხე წელია. ჩვენი პროდუქცია ამ ეტაპზე იყიდება ონლაინ და გვყავს მიწოდების სერვისი. ჩვენი ყავა იწარმოება: იხალება, იფქვება და მისი შეფუთვა ხდება ბათუმში. რეალურად, ჩვენ ვართ სტარტაპი და გავდივართ გარკვეულ მოლაპარაკებებს. ახლო მომავალში ყავა ბათუმური რესტორნებსა და სასტუმროებშიც იქნება წარმოდგენილი.
ჩვენი ყავა საკმაოდ მოთხოვნადია. მთავარია, მომხმარებელმა ერთხელ გააგემოვნოს, შემდეგ უკვე ისეც გვიბრუნდებიან და აკეთებენ შეკვეთებს. მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. ყავა ბათუმური არის საკმაოდ არომატული ყავაა და მიჩვევა იცის. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა არის ის, რომ ყავა ბათუმური არის საკმაოდ გემრიელი და არომატული. აქვს ძალიან კარგი ნალექი და ქაფი,“ - აცხადებს დაჯი ხიმშიაშვილი.
ამ ეტაპზე ყავა ბათუმური რობუსტას ყავისგან იწარმოება და, შესაბამისად, ბაზარზე ერთი სახეობითაა წარმოდგენილი, თუმცა სამომავლოდ ყავა ბათუმური სხვა ყავის მარცვლებისგანაც მზადდება და, შესაბამისად, ასორტიმენტიც გაიზრდება. ასორტიმენტის ზრდას კომპანიაში წლის ბოლომდე გეგმავენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
14.04.2026.18:03
სტუდენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფინანსური განათლების საკითხები, აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
კურსის ფარგლებში, შეხვედრა 25 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება. დასწრების მსურველებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი გაუძღვება.
ტრენინგზე განვიხილავთ სტუდენტებისთვის საინტერესო თემებს ფინანსური განათლებიდან: ბიუჯეტირებას, შემოსავლებს, ხარჯებს, ემოციურ ფაქტორებს, ანაბარს, დანაზოგს და სხვ.
შეხვედრის ძირითადი თემები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, პროცენტი, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ინფორმაციისთვის, ლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარია, რომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ოპერაციების კვლევაში.
ლევანი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანს: ეკონომიკის პრინციპები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.
2021 წელს ლევანმა კოლეგებთან ერთად დააარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არა ერთი პროექტი გაუკეთებია.
ამასთან, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე. შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან.
გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნის საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge