„ქართული ბოსტნეული სათბურებიდან “ - სახელმწიფო თანადაფინანსებით ახალი პროგრამა იწყება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით, სოფლის განვითარების სააგენტომ სასათბურე მეურნეობის შექმნით დაინტერესებული პირებისთვის ახალი პროგრამა დაიწყო.
პროგრამის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ხელშეწყობა თანამედროვე კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვის გზით.
პროგრამის ამოცანას წარმოადგენს ახალი სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობით, სათბურში წარმოებული პროდუქციის მოცულობის გაზრდა, მათ შორის, არასეზონურ პერიოდში.
აღნიშნული მიზნობრიობით პოტენციურმა ბენეფიციარმა შესაძლებელია მიიღოს კომბინირებული სახის დაფინანსება, როგორც საგრანტო, ასევე პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ გაცემული კრედიტის არაუმეტეს 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრული დაფინანსების სახით. კრედიტის მოცულობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50 000 ლარს და არაუმეტეს 1,000,000 ლარს, ხოლო საგრანტო დაფინანსება განისაზღვრება სესხის თანხის არაუმეტეს 30%-ით და გაიცემა ბენეფიციარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ. ამასთან ჯამური დაფინანსება განისაზღვრება გაცემული სესხის თანხის არაუმეტეს 50%-ით.
პროგრამა ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მხრიდან განსაზღვრული თანადაფინანსების გზით ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და სასათბურე მეურნეობების შექნის წახალისებას. პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მხარდამჭერი მექანიზმების სარგებლობის შემთხვევაში, ადგილობრივი ბენეფიციარები შეძლებენ შექმნან სასათბურე მეურნეობები და შედეგად ხელი შეეწყობა ბაღჩეული და ბოსტნეული კულტურების იმპორტის ჩანაცვლებას და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, მათ შორის არასეზონურ პერიოდში.
ახალი სახელმწიფო პროგრამის „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ ბიუჯეტი 25 მილიონ ლარს შეადგენს.
სხვა სიახლეები
01.07.2025.22:21
ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა მედიასაშუალებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებებით დღეს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის საქმიანი რეპუტაციის წინაღმდეგ იყო მიმართული და მიზნად ისახავდა საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ნოშრევან ნამორაძე და მისი ოჯახის წევრები ხშირად გამხდარან თავდასხმის ობიექტები კონკრეტული მედიასაშუალებების მხრიდან. როგორც ჩანს, მორალური მედია ტერორი არ აღმოჩნდა საკმარისი და დღეს გავრცელებული ცრუ ინფორმაციით ცდილობენ მისი საქმიანი რეპუტაციის დაზიანებას, რაც აღიქმება მის ბიზნესზე თავდასხმად, რაც ნამდვილად "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა - ბიზნესის რეკეტი. ეს მანკიერი პრაქტიკა საზოგადოებამ 2012 წელს მოქმედ ხელისუფლებასთან ერთად დაასრულა...
მეტი სიცხადისთვის მათთვის, ვისაც არ ახსოვს - ნოშრევან ნამორაძე და მისი ოჯახი წინა ხელისუფლების მსხვერპლია. მას ერთხელ უკვე ჩამოართვეს ბიზნესი და დააკავეს. 16 წლის შემდეგ, ნოშრევან ნამორაძის მიმართ ამ საქმეებზე დადგა გამამართლებელი განაჩენი.
დღეს კონკრეტულ მედიასაშუალებებში შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი, რომელიც გამოგონილ ფაქტებზეა დამყარებული, არის ახალი კამპანიის ნაწილი, რომელიც კოლექტიურმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მათ მიერვე დაფინანსებული სატელევიზიო ეთერებიდან წამოიწყო.
დეზინფორმაციის გამავრცელებლების მიზანია, მიიპყრონ საზოგადოების ყურადღება და ავტორიტეტული გვარების ხსენებით ცდილობენ იაფფასინი ტელეშოუების მოწყობას, თუმცა, როგორც ჩანს, ცრუ განცხადების გამავრცელებლებს ავიწყდებათ, რომ ძალაში შევიდა კანონი ცილისწამების შესახებ, რაც მათ ავალდებულებს გავრცელებული ინფორმაციის და ფაქტების უტყუარობის დამტკიცებას.
ჩვენი მხრივ, მოუწოდებთ მედიასაშუალებებს და კერძო პირებს, ნუ გაავრცელებენ დაუზუსტებელ ინფორმაციას, მით უფრო ისეთ არასერიოზულ პოლიტიკოსზე დაყრდნობით, როგორც დღეს გავრცელებული განცხადების ავტორია..
P.S. ცრუ განცხადების გამავრცელებლებს შევახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მეხოტბედ მოხსენიებული ნოშრევან ნამორაძე "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსხვერპლია“, - წერს ნოშრევან ნამორაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა.