მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.5
0.001
flag
AZN 1.5848
-0.0003
flag
CNY 39.479
-0.0022
flag
EUR 3.1771
0.0037
flag
GBP 3.6439
-0.0046
flag
KZT 57.5
0.0021
flag
TRY 0.06
-0.0002
flag
USD 2.6936
-0.001

ქართული ამაზონი - როგორია მოთხოვნა კოლხეთის ეროვნულ პარკში დასვენებაზე

news image

კოლხეთის ეროვნულ პარკს 2024 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 6268 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 2023 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით 76 %-ით არის გაზრდილი.

როგორც Business Insider Georgia-ს დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს, საანგარიშო პერიოდში კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა 83% ქართველია, ხოლო 17% უცხოელი. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა 81%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 57%-ით არის გაზრდილი.

მდინარე ფიჩორის ხეობაში არსებულ ტურისტულ თავშესაფარში, რომელიც 10 ადამიანს იტევს, ღამისთევის ღირებულება 120 ლარს შეადგენს. პანტონით და კიაკით გასეირნება, მარშრუტის და ადამიანთა რაოდენობის შესაბამისად 150-დან 500 ლარამდე მერყეობს.

კოლხეთის ეროვნული პარკი შეიქმნა  1999 წელს, იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში.  მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე  ნაბადისა და ჭურიის  უბნის მიმდებარე  აკვატორიის ნაწილს  და პალიასტომის ტბის აუზს. პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი. იგი გამოირჩევა ველური ფლორისა და ფაუნის მაღალი ბიომრავალფეროვნებით, ენდემური და რელიქტური სახეობების სიუხვით. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტები, ცალკეული ეკოსისტემები და ცენოზები.

მისი საერთო ფართობია 44308,5 ჰა-ია, რომლიდანაც ზღვის აკვატორია 15276 ჰა-ს შეადგენს.

ეროვნული პარკი 5 ადმინისტრაციული რაიონის - ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული და საქართველოს ორი ისტორიული მხარის - სამეგრელოსა და გურიის ნაწილია.

კოლხეთის ეროვნული პარკი მიეკუთვნება დაცული ტერიტორიების  IUCN მეორე კატეგორიას. 1997 წლიდან მას იცავს რამსარის კონვენცია, რომელიც წარმოადგენს მთავრობათაშორის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს მიგრირებად, მიმომფრენ და წყალმცურავ ფრინველთა საბინადროდ ვარგისი არეალების დაცვას.

კოლხეთის ეროვნულ პარკში სტუმრობა მთელი წლის მანძილზე რეკომენდებულია. მდინერეების, ჭურიისა და ფიჩორის ხეობაში, ასევე, პალიასტომისა და ოქროს ტბაზე შესაძლებელია დაგეგმოთ ნავებით, კატერით, პანტონით და კაიაკით გასეირნება, შემდგომ კი  კოლხური ტყისა და უნიკალური ჭაობების მონახულებას შეძლებთ. კოლხეთის ეროვნულ პარკში  100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის გადამფრენ ფრინველზე დაკვირვებისთვის, სათვალთვალო კოშკურებია მოწყობილი.

პარკში განსაკუთრებით საინტერესოა პალიასტომის ტბა, შავი ზღვის აკვატორია, უნიკალური ჭაობები და კოლხური ტყე. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ვიზიტორებს  პალიასტომის ტბასა და მდ. ფიჩორის ხეობაში სანაოსნო ტურებს, ასევე სპორტულ თევზჭერას, ფრინველებზე დაკვირვებას (ბერდვოჩინგს) და ეკო-საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ [ენერგეტიკის] დარგი აქტიურად დავაფინანსოთ - ზურაბ ქოქოსაძე

18.04.2026.03:49

„ენერგეტიკაში ინვესტიციები და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა ძალზე მნიშვნელოვანი საკითხებია, განსაკუთრებით იმ ვითარების ფონზე, რაც ჩვენს რეგიონში ხდება,“ - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძემ ეკონომიკური ფორუმის სხდომაზე, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მიდგომასა და შესაძლებლობებს მიეძღვნა.

ფორუმი გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც ფორუმის მონაწილე ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს ენერგეტიკული პოლიტიკის მიმდინარე და სამომავლო მიმართულებები გააცნო.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებას საქართველოსთვის განვითარებისთვის ენერგოდამოუკიდებლობის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ. ზურაბ ქოქოსაძემ ასევე დადებითად შეაფასა ის პროექტები, რომელთაც ეკონომიკის სამინისტრო ამ მიზნის მისაღწევად ახორციელებს.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ხაზი გაუსვა ინვესტორების მხრიდან ენერგეტიკის სექტორისადმი გაზრდილ ინტერესს. „ინტერესი ინვესტორების მხრიდან საკმაოდ დიდია. ბევრი პროექტია, რაც ახლა დამუშავების ეტაპზეა ჩვენს ბანკში. დაახლოებით 700 მლნ ლარის ენერგოპროექტია მხოლოდ ჩვენ ბანკში და ვიმედოვნებ, რომ ამ სფეროს განვითარება კიდევ უფრო დინამიურად გაგრძელდება. შესაბამისად მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ დარგი აქტიურად დავაფინანსოთ,“ - აღნიშნა ზურაბ ქოქოსაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა