მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7041
-0.0044
flag
AZN 1.5894
-0.0012
flag
CNY 37.664
0.0158
flag
EUR 3.1254
0.0382
flag
GBP 3.5905
0.0299
flag
KZT 50.04
0.0023
flag
TRY 0.0664
-0.0001
flag
USD 2.7029
-0.0021

კარგი მდგომარეობა გვაქვს ტურისტების კუთხით და იმედი გვაქვს, რომ ბიზნესის მოლოდინი რაოდენობრივ და ფინანსურ ჭრილში კიდევ უფრო გაამართლებს - ნატა კვაჭანტირაძე

news image

კარგი მდგომარეობა გვაქვს ტურისტების კუთხით და იმედი გვაქვს, რომ ბიზნესის მოლოდინი რაოდენობრივ და ფინანსურ ჭრილში კიდევ უფრო გაამართლებს, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე. მისი განმარტებით, სეზონის დასრულებამდე კიდევ 2 თვეა დარჩენილი და არსებული მაჩვენებლების გათვალისწინებით მოლოდინიც პოზიტიურია. 

„ზოგადად, 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის მოლოდინი იყო მაღალი, იქიდან გამომდინარე, რომ სეზონზე შედარებით მეტი აქტიურობა შეინიშნება. ბიზნესის მოლოდინიც მაღალია, რადგან ზაფხულისთვის როგორც ტურისტების, ისე ფინანსური შემოსავლების ზრდა პროგნოზირდება. ჯერ ზაფხული დასრულებული არ არის და იმედი გვაქვს, რომ სეზონი კიდევ უფრო წარმატებით დასრულდება, რადგანაც აგვისტო და სექტემბერი საქართველოში მაღალ სეზონად ითვლება. შესაბამისად სტუმრების რაოდენობაც ამ პერიოდში მაღალია, წელს უფრო კარგი მდგომარეობა გვაქვს ტურისტების კუთხით და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მოლოდინი რაოდენობრივ ჭრილში კიდევ უფრო გაამართლებს“, - განმარტავს ნატა კვაჭანტირაძე.

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქვეყანაში შემოსული ტურისტებიდან ამ დროისათვის აღმოსავლეთ ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები სჭარბობს, თუმცა მზარდი შემოდინება ფიქსირდება ევროპიდანაც.

„ამ ეტაპზე აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ჭარბობს, თუმცა ევროპელებიც შემოდიან და ეს ძალიან მისასალმებელია. ქვეყანაში მეტი რაოდენობით უფრო საშუალო მხარჯველუნარიანი ტურისტები შემოდიან და თავისთავად ამ ტენდენციას ვინარჩუნებთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს კვაჭანტირაძე.

მისივე განმარტებით, ევროპელი ტურისტების შემოდინებაზე გავლენა იქონია როგორც მარკეტინგულმა აქტივობებმა, ისე დამატებულმა პირდაპირი ავიამიმართულებებმა. 

„ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორი იყო რამდენიმე ახალი პირდაპირი ავიამიმოსვლის დამატება ევროპის ქვეყნებთან, რომელმაც გააქტიურა ამ მიმართულებებიდან ტურისტების შემოსვლა. რა თქმა უნდა მარკეტინგის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და აქ არა მარტო სახელმწიფოს მხრიდან, ასევე კერძო სექტორიც მნიშვნელოვან დანახარჯებს აკეთებს სეზონის დაწყებამდე, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებზე პრეზენტაციებს მართავენ და ამ კუთხით იზიდავენ სეზონისთვის მომხმარებლებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს შენარჩუნებული მშვიდი და სტაბილური გარემო, რათა სეზონი წარმატებით დასრულდეს და ევროპელი მომხმარებელი ყოველთვის არის პრიორიტეტული და კიდევ უფრო მეტად უნდა მოხდეს აქცენტირება ამ ბაზრებზე, როგორც მარკეტინგული  ასევე სხვადასხვა აქტივობებში ჩართვით, რათა მათი ცნობადობა და ინტერესი საქართველოს მიმართულებით გაიზარდოს“, - ამბობს კვაჭანტირაძე.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ექსპლუატაციის შემდგომი მომსახურება - საიმედო პარტნიორობა „იმპოსტი მეპ“-თან

04.08.2025.17:10

დღეისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შენობა-ნაგებობებისათვის საინჟინრო სისტემების გამართულად და უწყვეტად ფუნქციონირებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საინჟინრო კომპანია „იმპოსტი მეპ“-ის ახალი სერვისი, რომლითაც სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების ობიექტებს ექსპლუატაციის შემდგომ გეგმურ მომსახურებას სთავაზობს.

ექსპლუატაციის შემდგომი სერვისი მოიცავს: დანადგარების დიაგნოსტიკას, ფილტრების გაწმენდასა და გამოცვლას, ფრეონით დატუმბვას, გეგმურ შემოწმებას, ცვეთადი ნაწილების საჭიროებისამებრ შეცვლას და სხვა ტექნიკურ სამუშაოებს.

გეგმური შემოწმების ფარგლებში მოწმდება AHU, Rooftop, AC დანადგარები, VRF სისტემები, KEF ვენტილაცია, სახანძრო სატუმბი სადგური და სხვა სისტემები.

მომსახურების მთავარი მიზანია — საინჟინრო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, მათი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების შემუშავება. ეს კი პირდაპირ აისახება შენობის ენერგოეფექტურობაზე, უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

აღნიშნული მომსახურებაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ამჟამად „იმპოსტი მეპ“-ის სერვისით სარგებლობს არაერთი სამედიცინო დაწესებულება, რესტორანი და სასტუმრო, მათ შორის: სასტუმრო „ibis Tbilisi Airport“, „McDonald’s Georgia“ ,, ბიზნეს ცენტრი იოსებიძეზე’’ და სხვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა