მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7111.2
0.0033
flag
AZN 1.6049
-0.0007
flag
CNY 37.984
-0.0022
flag
EUR 3.1553
-0.0049
flag
GBP 3.6982
-0.0091
flag
KZT 52.59
-0.0062
flag
TRY 0.0692
-0.0001
flag
USD 2.7283
-0.0005

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა სომხეთში — ინტერვიუ თამთა გორგაძესთან

news image

ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების გაძლიერება თანამედროვე ეკონომიკის განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. კაპიტალის ბაზრები კომპანიებს ალტერნატიულ დაფინანსების წყაროებს სთავაზობენ, რაც ინოვაციების დანერგვასა და ბიზნესის ზრდას უწყობს ხელს. კაპიტალის ბაზრების გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებში, სადაც ტრადიციული საბანკო დაფინანსება დომინირებს და კომპანიებს კაპიტალის მოზიდვის მექანიზმებზე ხშირად არ აქვთ წვდომა.

საქართველო, სადაც ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კაპიტალის ბაზრის განვითარებისკენ, შეიძლება უკვე მივიჩნიოთ ამ მიმართულებით  რეგიონის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა ამ პროცესში გალტ & თაგარტის მიერ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და ევროკავშირთან (EU) თანამშრომლობით განხორციელებული კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა იყო. მისი წარმატების ფონზე, პროგრამის მასშტაბები გაფართოვდადღეს გალტ & თაგარტი იმავე პროგრამას სომხეთში ადგილობრივ პარტნიორ Ameria Management Advisory-სთან ერთად ახორციელებს.

ინტერვიუში გალტ & თაგარტის საკონსულტაციო სამსახურის უფროსიურგვიამბობს სომხეთში მიმდინარე პროგრამის მიზნებსა და სტრუქტურაზე, დაგროვებულ გამოცდილებაზე, სომხური ბაზრის თავისებურებებსა და იმ შესაძლებლობებზე, რასაც ეს ინიციატივა ნიციატი კომპანიებს.

გვიამბეთ სომხეთში კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამისა და მისი ძირითადი მიზნების შესახებ.

პირველ რიგში, მოხარულები ვართ, რომ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, ვითანამშრომლოთ ევროკავშირთან (EU) და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან (EBRD), რომლებიც პროექტის ინიციატორები და მხარდამჭერები არინ. სომხეთში კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ მსგავსი პროგრამა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა საქართველოში. პროგრამას ვახორციელებთ ჩვენ- გალტ & თაგარტი, სომხეთში ჩვენ პარტნიორთან, Ameria Management Advisory-სთან ერთად. პროგრამის მთავარი მიზანი სომხეთის კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისად, ბაზარზე ალტერნატიული დაფინანსების წყაროების ხელმისაწვდომობის ზრდაა. ეს კი ადგილობრივი კომპანიებისთვის  ემისიის ხარჯების თანა-დაფინანსების, გამოცდილების გაზიარებისა და სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურების გაწევის გზით არის შესაძლებელი.

რა როლს ასრულებს Galt & Taggart ამ ინიციატივაში და რამდენად საინტერესოა თქვენთვის გამოცდილების გაზიარების პროცესი რეგიონული მასშტაბით?

ჩვენი როლი ბაზრის გაანალიზება, შესაბამისი ხელშემწყობი პროგრამის შემუშავება, განხორციელება და ადგილობრივი კომპანიებისთვის მათზე მორგებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევაა. ბუნებრივია, ძალიან საინტერესოა Ameria Management Advisory-სთან კოლაბორაცია და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება - სომხეთის კაპიტალის ბაზრისა და ზოგადად, კორპორატიული სექტორის ნიუანსების გაანალიზება და საქართველოს ბაზართან შედარება. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ეკონომიკური კავშირების მასშტაბი და ხარისხი საქართველოსა და სომხეთს შორის. იმედი გვაქვს, რომ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში ჩართულობა კიდევ უფრო  გააღრმავებს ცოდნას და  ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლის მასშტაბებს გაზრდის

ეს პროგრამა წარმატებით განხორციელდა საქართველოში. რა იყო ის ძირითადი გამოცდილება, რომელსაც სომხეთში პროგრამის განხორციელებისას მხედველობაში მიიღებთ?

პროგრამა განხორციელებისას ფასდაუდებელი გამოცდილება მივიღეთ, რასაც ახლა აქტიურად ვიყენებთ სომხეთში. საქართველოში ამ პროგრამაში მონაწილე კომპანიების უმეტესობა პირველად გამოჩნდა კაპიტალის ბაზარზე. რამდენიმე კომპანიამ კი იმ მომენტისთვის ინოვაციური - მწვანე და სოციალური (ESG) კომპონენტის მქონე ფასიანი ქაღალდები განათავსა. პროგრამაში მონაწილეობის სურვილი იმ მომენტისთვის კაპიტალის ბაზრის მონაწილე კომპანიების რაოდენობაზე ორჯერ მეტმა კომპანიამ გამოთქვა. მიუხედავად დიდი დაინტერესებისა, ვფიქრობთ, ბაზრის მონაწილეებთან ეფექტური კომუნიკაციით  კიდევ უფრო ფართო მასშტაბზე გასვლა შესაძლებელია.

რა გამოწვევების წინაშე დგანან სომხური კომპანიები ამჟამად კაპიტალის ბაზრებზე წვდომისას და როგორ დაეხმარება ეს ინიციატივა მათ ამ გამოწვევების გამკლავებაში?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს და სომხეთის ეკონომიკები ზომით საკმაოდ მსგავსია, კაპიტალის ბაზარი საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ უფრო განვითარებულია. შესაბამისად, პროექტის ერთ-ერთი მიზანი სწორედ იმ სარგებლის და უპირატესობების გაზიარებაა, რაც შესაძლოა კაპიტალის ბაზრებმა სომხურ კომპანიებს მოუტანოს. პროექტის პირველი ეტაპი სწორედ ბაზრის გამოწვევების ანალიზს მოიცავდა, რომლის დროსაც განხორციელდა როგორც სომხური კომპანიების ფინანსური ანალიზი, ისე ინტერვიუების გზით მათი გამოკითხვა. ამ კუთხით საქართველოსა და სომხეთს შორის ძალიან დიდი სხვაობა არაა. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევებს იქაც ინფორმაციის ნაკლებობა, ტრადიციული დაფინანსების გზების ხელმისაწვდომობა, ბაზრის მცირე ზომა და ფასიანი ქაღალდის გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯები წარმოადგენენ. რა თქმა უნდა ყველა გამოწვევას 1.5 წლიანი პროგრამის ფარგლებში ვერ გავუმკლავდებით, თუმცა, ვფიქრობთ რომ პროგრამის საგანმანათლებლო და თანადაფინანსების სქემები ბაზარზე აქტივობას მნიშვნელოვნად წაახალისებს

რა ეტაპზეა ახლა პროგრამა და რა იქნება შემდეგი ნაბიჯები?

პროგრამა საწყის, ბაზრის კვლევისა და პროგრამის სტრუქტურის შემუშავების ფაზაშია. 29 მაისს ჩატარდა პირველი საგანმანათლებლო აქტივობა, სადაც პოტენციურ ემიტენტებს კაპიტალის ბაზარზე, ბაზრის ინსტრუმენტებზე მივაწოდეთ ინფორმაცია და ადგილობრივი წარმატებული ემიტენტებმა მათ გამოცდილება გაუზიარეს. ასევე 9 ივნისს დაიწყო  თანადაფინანსების სქემაში მონაწილეების მსურველების განაცხადების მიღება და შედეგად, წლის მეორე ნახევარში მეტ აქტივობას ველოდებით.

მოსალოდნელია თუ არა მსგავსი ინიციატივის განხორციელება რეგიონში სხვა ბაზრებზე?

პროგრამა საქართველოშიც და სომხეთშიც სრულად ERBD-სა და EU-ის ინიციატივითა და დაფინანსებით განხორციელდა. იმედი გვაქვს, რომ სომხეთში კიდევ უფრო წარმატებით განვახორციელებთ პროგრამას და მოხარული ვიქნებით, თუ EBRD-სა და EU-ს მხარდაჭერით სხვა ბაზრებისთვისაც გვექნება გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ვილა მოსავალის“ 1000 სტუმარზე გათვლილი რესტორანი სექტემბერში გაიხსნება

17.06.2025.18:00

Villa Mosavali • ვილა მოსავალი, რომელიც რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს ფართოვდება და ახალ სერვისებს ამატებს.

როგორც Business Insider Georgia-სთან „ვილა მოსავალის“ გენერალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ შეყრილაძემ განაცხადა, ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის „ვილა მოსავალი“ სტუმრებს ახალი, დიდი აუზი და პადელის მოედნები დახვდებათ.

„მიმდარე წლის მოლოდინებს რაც შეეხება დამოკიდებული ვართ, თუ როგორ განვითარდება ტურისტული სეზონი. თუმცა ჩვენი მხრიდან სიახლე იქნება ის, რომ ახალი და უფრო დიდი აუზი გვექნება დამატებული. ასვე გვექნება რამდენიმე სიახლე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით: პადელის 2 მოედანი დავამატეთ და ასევე, რეკრეაციული ზონა, რომელიც 2000 კვ/მ-ს მოიცავს. რაც შეეხება დიდი რესტორანს, რომელიც 1000 სტუმარზე იქნება გათვლილი დაგეგმილია, რომ სექტემბერში გაიხსნება. მისი სამშენებლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნა ნიკოლოზ შეყრილაძემ.

სასტუმროს სტუმრები ძირითადად ადგილობრივი სტუმრები არიან და მიმდინარე ტურისტული სეზონისთვის განთავსების ფასები არ შეცვლილა.

როგორც ცნობილია „ვილა მოსავალი“ შესანიშნავი ადგილია დასვენებისათვის. თბილისიდან 30 კილომეტრში, შთამბეჭდავი გამოცდილება ელის ყველას: ოჯახებს, ღვინის მოყვარულებს, საქმიანი ვიზიტზე მყოფთ თუ უბრალოდ განტვირთვისათვის ჩამოსულ სტუმრებს. პროფესიონალური მომსახურება, კომფორტული გარემო, გასაოცარი სამზარეულო, ღია აუზი, ბუნების სილამაზე და საუკეთესო ღვინო ყველა სტუმრისთვის დაუვიწყარი მოგონება გახდება.

ვილა მოსავლის სასტუმროს 27 ნომერზეა გათვლილი და თითოეული ნომერი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარითა თუ ავეჯით.

„ვილა მოსავალი“ მცხეთის რაიონში, სოფელ ახალუბანში მდებარეობს და ის სასტუმროს, სხვადასხვა ღონისძიებებისა და წვეულებისთვის გარე სივრცეებს, ღვინის მარანს, ღია აუზსა და სხვადასხვა მრავალფუნქციურ სივრცეებს აერთიანებს.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა