კანონის წინაშე ყველა თანასწორია, როგორც მე ვემორჩილები მის თითოეულ ნორმას, იგივე უნდა იყოს სხვისთვისაც - არავის აქვს უფლება, გამოგონილი ტყუილები თავისი პოლიტიკური მითების გასამყარებლად გამოიყენოს | ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძე
ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძე მისი შვილის დაკავების გარემოებებზე და დეტალებზე სოციალურ ქსელში წერს. ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და არავის აქვს უფლება, გამოგონილი ტყუილები თავისი პოლიტიკური მითების გასამყარებლად გამოიყენოს.
„არსებულ სიტუაციაზე საუბარი მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე, რომ სიმართლე არ დაიკარგოს იმ აბსურდულ ბრალდებებსა და დაუსაბუთებელ სპეკულაციებში, რასაც ბოლო დღეებში კონკრეტული ჟურნალისტებისგან ვისმენ. რამდენიმე დღის წინ ჩემი შვილი ნამდვილად დააკავეს, შენახვის უფლებით ოფიციალურად გაფორმებული იარაღის, ხაზს ვუსვამ, გაფორმებული იარაღის ერთი სახლიდან მეორეში - აგარაკზე უნებართვოდ გადატანის გამო. ეს, რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა, მაგრამ ერთ-ერთი მსუბუქი კატეგორიის.
მიუხედავად ამისა, პროკურატურამ აღკვეთი ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა - წინასწარი პატიმრობა მოითხოვა.
სასამართლომ, ყველა არსებითი გარემოების გათვალისწინებით - ნასამართლობის არქონა, პიროვნული მახასიათებლები, მუდმივი სამსახური ევროპაში და სხვა - საპატიმრო გირაო შეუფარდა (მაქსიმალურად მაღალი ოდენობით). პროკურატურა გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს. საბოლოო შედეგი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამ ფონზე მელაძის ჟურნალისტები სვამენ აბსურდულ კითხვებს - „როგორ დაალაგე საქმე სასამართლოში?“ - ამ დროისთვისაც, ჩემი შვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. და არც ის ვიცი, რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო.
ჩემს ოჯახს ნამდვილად დიდი სანერვიულო შეხვდა, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. და როგორც მე ვემორჩილები მის თითოეულ ნორმას, იგივე უნდა იყოს სხვისთვისაც - იქნება ის ჟურნალისტი თუ სხვა პროფესიის ადამიანი. არავის აქვს უფლება, გამოგონილი ტყუილები და განზრახ გავრცელებული დეზინფორმაცია, თავისი პოლიტიკური მითების გასამყარებლად გამოიყენოს", - წერს ზურაბ ჩხაიძე.
სხვა სიახლეები
როგორ აფასებს 2025 წელს Exquisite და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ
19.01.2026.18:00
Exquisite ორიგინალი ნიშური სუნამოების, თავის მოვლისა და სახლის ლუქს აქსესუარების კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. კომპანიის დირექტორი, ნინო გვენეტაძე Business Insider Georgia - სთან 2025 წელს აფასებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
„2025 წელი შეფასებულია როგორც სტაბილური ზრდისა და კონსოლიდაციის წელი. კომპანია გეგმავს გაყიდვების ზრდას, ბრენდის ცნობადობის კიდევ უფრო გაძლიერებას და მომხმარებელთა ლოიალობის გაზრდას. ფოკუსი რჩება ხარისხზე, ავთენტურობაზე და შერჩეულ, სწორად პოზიციონირებულ ასორტიმენტზე.
2026 წლისთვის დაგეგმილია ეტაპობრივი გაფართოება:
• ასორტიმენტის ზრდა ახალი, შერჩეული ლუქს და ნიშ ბრენდების დამატებით;
• ლიმიტირებული და ექსკლუზიური კოლექციების რაოდენობის გაზრდა;
• საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერება;
• საერთაშორისო მიწოდების გაფართოება;
• ონლაინ პლატფორმის ფუნქციური განვითარება და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება.
მიზანი არის Exquisite-ის პოზიციის კიდევ უფრო გამყარება, როგორც ავთენტური და ექსკლუზიური ლუქს პროდუქტების სანდო პლატფორმის საქართველოში “, - აცხადებს ნინო გვენეტაძე.