მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

კანონი არ დაგვირღვევია - ფარმაცევტული ბიზნესი ჯანდაცვის სამინისტროს ბრალდებას პასუხობს

news image

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მედიკამენტებზე რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცახდებას ეხმაურება და განცახდებას ავრცელებს, რომელიც ორგანიზაციის Facebook-ზეა ხელმისაწვდომი.   

„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას სურს გამოეხმაუროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2023 წლის 22 თებერვლის განცხადებას მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების პროცესში ფარმაცევტული ბაზრის მიმდინარე გამოწვევებს.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია და მასში გაერთიანებული წევრები სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი განცხადების გავრცელება რეფერენტული ფასის რეგულირების ამოქმედებიდან რამოდენიმე დღეში არის ყოვლად დაუშვებელი მითუმეტეს, როდესაც მიმდინარეობას ბაზრის ადაპტაცია ცვლილებებზე და არ დარღვეულა კანონით განსაზრვრული ზღვარი. სექტორისთვის მიუღებელია მსგავსი ბრალდების რეჟიმში ყოფნა, მითუმეტეს, როდესაც შესაბამისი მიზეზი ნამდვილად არაა.

რეფერენტული ფასების ვალდებულება კონკრეტული თარიღით არის განსაზღვრული, შესაბამისად ყველა კომპანია იცავს აღნიშნულ ვალდებულებას და კანონით განსაზღვრულ დროს უზრუნველყოფს რეფერენტული ფასების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

რეფერენტული ფასებად მედიკამენტების რეალიზაცია 15 თებერვლიდან გახდა სავალდებულო (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 15.01.2023 წლის N2/ნ ბრძანება) და ყველა კომპანიამ მოახდინა ამ თარიღიდან კანონის აღსრულება.

სამინისტროს პოზიცია გაუგებარია, რატომ შეიძლება ჩაითვალოს კანონით დადგენილი ვალდებულებების - კანონით დადგენილ დროში შესრულება არაკეთილსინდისიერ ქმედებად.

ასევე კანონით ასევე განსაზღრვრულია გარდამავალი პერიოდი 15 მარტამდე, რათა კომპანიებს ჰქონდეთ სხვადასხვა საკითხების დაზუსტების და ხარვეზების აღმოფხვრის შესაძლებლობა.

თურქული მედიკამენტების იმპორტთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ყოველთვის ხდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარება.

მიმდინარე მდგომარეობით თურქეთის მთავრობამ:

• შეზღუდა ექსპორტზე გასატანი მედიკამენტების ჩამონათვალი და რაოდენობები;

• მედიკამენტების ფასები გასული წლის დეკემბრის თვიდან საშუალოდ გაიზარდა 36,77 %-ით და თვეზე მეტია გაძვირებული ფასებით შემოდის;

შესაბამისად აღნიშნული ცვლილებები საქართველოს ბაზარზეც აისახება.

ასოციაციის წევრებისათვის, მიუღებელია და ემიჯნებიან ბიზნესის არაეთიკურ წარმოებას. ასოციაციაში შემავალი ფარმაცევტული კომპანიები მუდმივად ზრუნავენ, რომ მათ მიერ გაწეული მომსახურეობა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მომხმარებლებს მიეწოდოს ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქტი. შესაბამისად ასოციაციის ყველა წევრი გამოთქვამს მზადყოფნას სრული ინფორმაცია მიაწოდოს კონკურენციის სააგენტოს.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ფრმაცევტული ბაზრის ოპერატორებისთვის მიუღებელია მსგავსი ბრალდებები და გაუგებარია თუ რას ემსახურება ამ სახის განცხადებები, მითუმეტეს. როდესაც ადგილი არ ჰქონდა კანონის დარღვევას. ჩვენი ასოციაციის წევრები სრულიად ემიჯნებიან უკანონო ქმედებებს და საქართველოს კანონის დაცვით, აგრძელებენ ქვეყნის მოსახლეობის მაღალი ხარისხის მედიკამენტებით უზრუნველყოფას და კვალიფიციური მომსახურეობის გაწევას“, - ნათქვამია განცხადებაში. 

მანამდე, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სადაც კონკურენცია არ არის იქ განვითარება არ იქნება - მიხეილ ჯაფარიძე

09.05.2025.12:20

კონკურენცია ნებისმიერ შემთხვევაში არის მამოძრავებელი ყველაფრის, თუ კონკურენცია არ არის იქ განვითარება არ იქნება, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკური ფორუმის მე-19 დისკუსიაზე სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძემ სექტორში კონკურენციის შეფასებისას.

„კონკურენცია ნებისმიერ შემთხვევაში არის მამოძრავებელი ყველაფრის. კონკურენცია თუ არ არის, იქ განვითარება არ იქნება იმიტომ, რომ მონოპოლისტურ სისტემებს ნაკლები განვითარება ახასიათებს. იმიტომ, რომ სტიმული ნაკლებია. ჩვენს შემთხვევაში თუ იმას გულისხმობთ, რომ ჩვენი კომპანია არის საქართველოში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო კომპანიის შემადგენლობაში, ამ შემთხვევაში ჩვენ კონკურენცია გვაქვს ჩვენს ინსტიტუციაში შემოვალ კომპანიებთან. ჩვენ თვითონ გაქვს ერთმანეთთან კონკურენცია. იქიდან გამომდინარე უფრო ბიზნეს მოდელს გავყვებოდი, რა არის ინტერესი სადაზღვევო კომპანიების, რომლებიც ბაზარზე ოპერირებენ. თუ თვითმყოფადობა ინტერესია, ანუ თვითმყოფადი და დამოუკიდებელი იყოს ყველა მაშინ ეს საკითხი ნაკლებად მტკივნეულია. რადგანაც თუ არ განვითარდი კონკურენციაში სხვა აუცილებლად დაგჯაბნის. ფიცი-მტკიცი, რომ არ დავიწყო, ძალიან რთულია და თვითმყოფადობის მაძიებელი კომპანია, მათ შორის ჩვენს ჯგუფში, ის ისწრაფვის საკუთარი მყოფადობისკენ და შესაბამისად შესაძლებელია, რომ ჩვენ მოლაპარაკება მათთანაც ხისტი გვქონდეს. იმიტომ, რომ ჩვენ მივიღოთ ის პირობები რაც გვჭირდება. ამიტომ ამ კუთხით ჯერჯერობით საქმე მარტივი არ არის. პირიქით, საკმაოდ რთულია ამის მიღწევა, რადგანაც ყველა იღვწის იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაიმკვიდროს.

თუ კი სადმე, რამე კუთხით კონკურენცია იზღუდება ამას თავის რეაგირება აქვს ხოლმე. ჩვენ როცა ვმოქმედებთ ვმოქმედებთ იმ საკანონმდებლო ჩარჩოში რაც გაქვს და შესაბამისად ბაზარს ეტყობა, როგორი კონკურენტულია“, - განაცხადა „არდის“ გენერალურმა დირექტორმა.

მიხეილ ჯაფარიძის თქმით, საქართველოში სადაზღვევო ინდუსტრია ყველაზე დაბალ მარჟიანი ინდუსტრიაა.

„ის არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალ მარჟიანი. ამას კი იწვევს კონკურენცია. რომ შევხედოთ სადაზღვევო კომპანია თუ რა რესურსებს ხარჯავს იმისათვის, რომ უამრავი საზედამხედველო ნორმები ჰქონდეს დაკმაყოფილებული და მერე შევხედოთ სადაზღვევო კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს სამწუხაროდ ასე მარტივი არ არის. ჯანდაცვის სექტორში ერთ-ერთი დიდი საზრუნავი არის ის, რომ კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის საფასური იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება. ეს დინამიკა იქნება კიდევ უფრო მზარდი და ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება. იმიტომ, რომ სინერგია ჯერჯერობით ვერ ხდება და იმედი მაქვს მოხდება და სამედიცინო სექტორის გაძვირება ძირითადად გაიზრდება ჯიბიდან გადამხდელზე და სადაზღვევო კომპანიაზე. სხვაგან ფასები ძირითადად ფიქსირებულია. აქედან გამომდინარე მთელი ტვირთი გადადის ამ ორი მიმართულებით. ჩვენ ამას განვიცდით, იმიტომ, რომ ფასი იზრდება სადაზღვევო კომპანია ვერ ხეირობს და პირიქით უფრო ზარალდება და გეტყვით რატომ. სადაზღვევო კომპანიის კონტრაქტები არის 12 თვიანი. თქვენ დაეზღვიეთ და როგორც წესი კონტრაქტი ჩაამთავრა სადაზღვევო კომპანიამ იმ ფასით, რომლითაც თქვენ დაგაზღვიათ. სადაზღვევო კომპანიას შუა წელიწადში ყველაფერი ეცვლება. ყველაფერი თავდაყირა უდგება იმის მიხედვით თუ რა ტიპის გამოწვევაა. შესაბამისად ბოლოში რომ მიდის და კონტრაქტის განახლებაზე იქ უკვე სადაზღვევო კომპანია მისდევს არა იმას თუ რა იქნება მომავალ წელს, არამედ რა იყოს წინა წელს. სადაზღვევო ინდუსტრია ყველაზე გამჭვირვალე ინდუსტრიაა და მონაცემებს, რომ ჩავხედოთ დაინახავთ, რომ ან მარჟა არ არის, ან ძალიან მინიმალურია. თუ შევხედავთ ნებაყოფლობით დაზღვევას ძალიან მწირი ინდუსტრიაა. ამიტომ კონკურენცია უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში დაცული. ჩვენ გვყავს შესაბამისი ორგანოები და თუ რაიმე ამ მხრივ იქნება პრობლემური რეაგირებაც უნდა ჰქონდეს. ჯერჯერობით ჩვენ გამოწვევა გაქვს კონკურენციის ძალიან დიდი სიჭარბე, რომელიც ამ მარჟას უფრო ქვემოთ წევს“, - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა