მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7126.5
0.0132
flag
AZN 1.6024
0.003
flag
CNY 38.248
0.0065
flag
EUR 3.1638
0.0116
flag
GBP 3.628
-0.001
flag
KZT 50.59
0.0007
flag
TRY 0.0649
0.0001
flag
USD 2.7241
0.0041

კახეთში ზეთისხილის გადამმუშავებელი საწარმო გაიხსნა

news image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და საქართველოს პარლამენტის დელეგატ გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში გია ბენაშვილთან ერთად, კომპანიის „სვანიძის ზეთისხილი“ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამმუშავებელი საწარმო გახსნა.

ახალი ქარხანა, რომელიც დღიურად 150 ტონამდე ნაყოფის გადამუშავებას ითვალისწინებს, აღჭურვილია უახლესი დანადგარებით, იტალიური და გერმანული წარმოების სისტემებით, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს.

„ზეთისხილის კულტურა სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. ბაღების გაზრდილი ფართობის პირობებში ყოველ წელს ველოდებით მზარდ მოსავალს. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ პროდუქციის ადგილზე გადამუშავება, რაც ქმნის დამატებით ღირებულებას; ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. დღეს გახსნილი ახალი საწარმო ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს და მეტი ადამიანისთვის შექმნის კეთილდღეობას. ახალი საწარმოს შესაძლებლობები არა მხოლოდ ადგილობრივი წარმოების ზრდას, არამედ ექსპორტის გაფართოებასაც განაპირობებს. საერთაშორისო ბაზრებზე სულ უფრო მეტი ქართული ხარისხიანი პროდუქცია დაიმკვიდრებს საკუთარ ადგილს, რაც ქვეყნის ეკონომიკის მაჩვენებლებში იქნება ასახული,“ - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

საწარმო სეზონურად 150-მდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, რომელთა უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეობით შეივსება. ქარხნის მუშაობა ხელს შეუწყობს ფერმერების ზეთისხილის მოსავლის რეალიზაციას და ქართული აგროწარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდას საერთაშორისო ბაზრებზე.

„ჩვენი მიზანია, საქართველო ზეთისხილის მსოფლიო რუკაზე ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლად ვაქციოთ. საწარმო არამხოლოდ სვანიძის ბაღებს მოემსახურება, არამედ მთელი საქართველოს ფერმერების მოსავალს ჩაიბარებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს გვერდში დგომა და ის პროგრამები, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს" ,“ - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 3,208 ჰა ფართობზე გაშენდა ზეთისხილის ბაღები, რომლის თანადაფინანსების თანხამ 22 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. გარდა ამისა, ზეთისხილის ბაღების გაშენების ხელშეწყობის მიზნით, პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, ბანკების მიერ გაცემულია 9 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 27 სესხი, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 3 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მხოლოდ კერძო სექტორი ვერაფერს გადაწყვეტს, თუ მხარდამჭერი მექანიზმები არ არსებობს - ნატა კვაჭანტირაძე ტურიზმის დარგში არსებულ გამოწვევებზე და მისი გადაჭრის გზებზე

25.10.2025.19:00

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრები ძალიან ხშირად ვმსჯელობთ, თუ როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია და ამას განვიხილავთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, რადგანაც ეს კოლაბორაცია ძალიან მნიშვნელოვანია, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე, რომელიც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო და სადაც ტურიზმის განვითარებასა და ამ დარგში არსებულ გამოწვევებზე ვრცლად ისაუბრა.

ნატა კვაჭანტირაძის თქმით, ტურიზმის განვითარება ბევრადაა დამოკიდებული სხვა მომიჯნავე დარგების განვითარებაზეც. 

„ძალიან ხშირად აღინიშნება ჩვენს ქვეყანაში, რომ ეკონომიკის მთავარი ხაზი გადის ტურიზმზე და თავისთავად ტურიზმი გახლავთ ის მიმართულება, რომელსაც შემდგომ ებმის სხვადასხვა მიმართულებები, როგორც დარგების კუთხით, ზოგადად ტურიზმი ემყარება ძალიან ბევრ გვერდით  დარგებს. ტურიზმის ინფრასტრუქტურა ვერ იარსებებს თუ კი არ არის სოფლის მეურნეობა, თუ კი არ არის საგზაო ინფრასტრუქტურა გამართული და ასე შემდეგ. მაღალმხარჯველი ტურისტი პრიორიტეტია, მაგრამ მე პირადად ხშირად მიწევს იმის აღნიშვნა, რომ ამ ინიციატივის უკან არის სხვა თანამდევი გამოწვევები. გამოწვევები, რომელიც პარალელურ რეჟიმში უნდა მოგვარდეს. ამაზე ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ როგორც საჯარო სექტორთან, ასევე იმ ძირითად მხარეებთან ვისაც ეს ეხება. როცა ჩვენ ვსაუბრობთ მაღალმხარჯველ ტურისტზე, აქ თანმდევი ფონი არის ის, რომ გვჭირდება სწორი განათლება, სერვისზე ორიენტირებული მომსახურების გაუმჯობესება, ხარისხში დახვეწა - ტურიზმში ზოგადად. ვინ არის მაღალმხარჯველი ტურისტი? თუ ჩვენ ვსაუბრობთ უმაღლეს კატეგორიაზე, რა თქმა უნდა ამ კატეგორიის მომხმარებელი გამოირჩევა ძალიან ფუფუნებაში გადასული შეთავაზებებით, მაგრამ როცა მხარჯველუნარიან მომხმარებელზე მიდის საუბარი და განვიხილავთ ამ საკითხებს მხოლოდ ელემენტარული გამოსწორების საკითხები უნდა დადგეს, რომელიც უკავშირდება სერვისის დონის გაუმჯობესებას, დასაქმებულთა ხარისხობრივ მაჩვენებელს, განათლების დონეს, რომელიც პროფესიულ კოლეჯებზე გადის და აქ ძალიან ბევრი ინიციატივები ჩნდება, რომელიც მიბმულია სწორ ინფრასტრუქტურასთან და ძალიან ბევრი თანმდევი საკითხია. ასოციაციის წევრები ძალიან ხშირად ვმსჯელობთ თუ როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია და ამას განვიხილავთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, რადგანაც ეს კოლაბორაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ კერძო სექტორი ვერაფერს ვერ გადაწყვეტს, თუ მხარდამჭერი მექანიზმები არ არსებობს და ჩვენი ასოციაციის ჭრილში ხშირად გვაქვს მიმართვიანობა, ხშირად ვსაუბრობთ ამ საკითხებზე, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს ვმართავთ კერძო-საჯარო დიალოგის ფორმატში და საკმაოდ საინტერესო ინიციატივები შემოდის, რაც გვეხმარება ჩვენ სექტორს განვსაზღვროთ პრიორიტეტები, განვსაზღვროთ განვითარების სამომავლო ხედვები, როგორც ბიზნესებმა. ასოციაცია არის კერძო ბიზნესების ორგანიზაცია და დივერსიფიცირებულია ასოციაციის წევრებიც და ყველაზე მორგებულ ინიციატივებს ვაჟღერებთ, როცა ასეთი დიალოგის ფორმატები ჩნდება“, - აღნიშნა კვაჭანტირაძემ. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა