კახეთში მშენებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო The House Hotel Kvareli-ს ხანძარსაწინააღმდეგო და HVAC სისტემების მონტაჟს კომპანია ICE ახორციელებს
კახეთში მშენებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო The House Hotel Kvareli-ს ხანძარსაწინააღმდეგო და HVAC სისტემების მონტაჟს კომპანია ICE • აი-სი-ი ახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ICE-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.
„უსაფრთხოება და კომფორტი The House Hotel Kvareli-ში!
ვამაყობთ, რომ ვართ The House Hotel Kvareli-ის მშენებლობის ნაწილი – ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და სპა, რომელიც გაშენებულია კახეთის უნიკალურ გარემოში.
ამ მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში, ICE Engineering Group ახორციელებს:
ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების (NAFFCO) მონტაჟს – საერთაშორისო უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით.
HVAC (VRF/AHU) სისტემების დაყენებას – კომფორტული კლიმატის უზრუნველსაყოფად, მთელი წლის განმავლობაში“, - აღნიშნავენ ICE-ში.
40 ჰექტარზე გადაჭიმული ვაზის ვენახებითა და ტყეებით გარშემორტყმული სასტუმრო ახალი სტანდარტების დამამკვიდრებელი იქნება საქართველოს პრემიუმ დასვენების სივრცეში.
პროექტის დასრულება 2026 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ ვმუშაობთ უსაფრთხოების, კომფორტისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია ICE-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ICE არის OTIS-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და კომპანია ბაზარს სთავაზობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებლის უმაღლესი ხარისხის პროდუქციას;ლიფტების, ესკალატორებისა და ტრაველატორების მიწოდებას, მონტაჟსა და ტექნიკურ მომსახურებას;ქარხნულ გარანტიას;უფასო საკონსულტაციო მომსახურებას.
ICE-მ ლიფტები და ესკალატორები დაამონტაჟა ისეთ გრანდიოზულ პროექტებზე, როგორებიცაა: „ორბი თვინ თაუერი“, „ბიჩ თაუერი“, „რამადა პლაზა“, „გალერია თბილისი“, „სითი მოლი საბურთალო“, „მარიოტ მოქსი“ , „რედკო ახალი გუდაური“, „თბილისი გარდენს“ , „დომუსი იპოდრომი“, „სითი დეველოპმენტი ვაკე“ , „ინდეკო რეზიდენსი“, „ფრანგული უბანი“, „ეკომეტრი რეზიდენსი“ და სხვა.
სხვა სიახლეები
19.09.2025.18:00
Saponchike მაღაზია-მინი კაფის კონცეფციის სივრცეა, რომელიც 2024 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ხათუნა შონიას ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ჩვენი კომპანია მაღაზია-მინი კაფის კონცეფციისაა და ფუნქციონირებს 2024 წლის მაისიდან.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
მომხმარებლებს ვთავაზობთ ყველასთვის საყვარელ კლასიკურ დონატს შიგთავსით, ასევე 20-ზე მეტ ორიგინალური გემოს დონატებს, რომლებიც ჩვენთვის ასოცირდება ბავშვობასთან და სასიამოვნო ემოციებთან.
დღევანდელი ასორტიმენტი მრავალფეროვანია და მოიცავს:
• ჩვენი ინტერპრეტაციით შექმნილ სინაროლებს;
• უნიკალურ შეფუთვაში წარმოდგენილ დესერტებს – ტრუფელებს;
• ნატურალურ წვენებზე დამზადებულ მილქშეიკებსა და ლიმონათებს;
• კლასიკურ ყავას;
• ჩამოსასხმელ ნაყინს.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ზაფხული გაყიდვების თვალსაზრისით შედარებით მშვიდი პერიოდი აღმოჩნდა, რადგან ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი დასასვენებლად იყო წასული.
თუმცა, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ლოკაცია რამდენიმე უნივერსიტეტთან ახლოსაა, ვვარაუდობთ, რომ მოთხოვნა ყოველდღიურად გაიზრდება.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ორიგინალურ გემოს და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების გამოყენებას, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი პროდუქციის განსაკუთრებულ და განსხვავებულ გემოზე.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
კომპანია ახალი გახსნილია, ამიტომ უახლოესი პერიოდის მთავარი მიზანია ბრენდის ცნობადობის გაზრდა და მომხმარებელთა ნდობის მოპოვება.
დიდი სურვილი გვაქვს სამომავლოდ მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ფორმატისა და მასშტაბის ღონისძიებებში.
ინფორმაციისთვის, სივრცე ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის 16 ნომერში მდებარეობს. სამუშაო საათებია ყოველ დღე 10:00 საათიდან 22:00 საათამდე.