კახეთში მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის ფინალის გამარჯვებული ცნობილია - პროექტის მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი
კახეთში, სასკოლო ლიგის ფარგლებში, მინი ფეხბურთის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ლაგოდეხის №1 და საგარეჯოს №4 საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ. საბოლოო ჯამში კახეთში, მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგაში 8 საჯარო სკოლის 150-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
სულ მალე მინი ფეხბურთის ფინალური შეხვედრა თბილისშიც გაიმართება. ერთად ვუგულშემატკივროთ მომავალ სპორტსმენებს და არ დაგვავიწყდეს რომ საქართველოს ბანკი სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის მიზნით, ქვეყანაში მასშტაბური სპორტული ღონისძიების - სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.
სასკოლო ლიგის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სპორტის 15-მდე სახეობაში სკოლებს შორის შეჯიბრებები იმართება - მინი ფეხბურთში, კალათბურთში, თაგ რაგბიში (ე.წ. უკონტაქტო რაგბი), ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, ტექბოლში, ცურვაში, ხელბურთში და სხვა - რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, აღმოაჩინონ ახალი უნარები და მიაღწიონ წარმატებას სპორტში.
სასკოლო ლიგის პროექტში ყოველწლიურად 20 000-მდე მოსწავლე მონაწილეობს.
სხვა სიახლეები
09.07.2025.22:30
2025 წლის 9 ივლისს, ,,თბილისი აუთლეტ ვილიჯმა" მნიშვნელოვან ცერემონიას უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც სტრატეგიული მემორანდუმები გაფორმდა წამყვან საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან: კოკა-კოლასთან, ბენე ჯგუფთან და ტურიზმის ასოციაციასთან (Georgian Tourism Association - GTA).
ღონისძიება მიზანს ,,თბილისი აუთლეტ ვილიჯის", როგორც რეგიონის მთავარი შოპინგის დანიშნულების ადგილის განვითარება და აღნიშნულ სფეროში ახალი სტანდარტების შექმნა წარმოადგენს.
კოკა-კოლა ,,თბილისი აუთლეტ ვილიჯის" სივრცეში ერთობლივ კამპანიებსა და მრავალფეროვან მარკეტინგულ აქტივობებს გეგმავს, რაც ვიზიტორთა გამოცდილებას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.
ცნობისთვის, ,,თბილისი აუთლეტ ვილიჯის" მიზანია, პარტნიორებთან ერთად შექმნას არა მხოლოდ შოპინგის სივრცე, არამედ ინოვაციური გამოცდილებების ერთობლიობა, რომელიც სტილს, კულტურასა და მომსახურების უმაღლეს სტანდარტს აერთიანებს.
თამაზ გუნიავა, Coca-Cola Bottlers Georgia-ს რეგიონალური გაყიდვების და დისტრიბუციის სამსახურის უფროსი: მოხარულები ვართ, რომ ,,თბილისი აუთლეტ ვილიჯის" გახსნაზე ვართ - ეს არის მემორანდუმის ხელის მოწერა. ჩვენ რამდენიმე თვეა უკვე აქტიურ მოლაპარაკებებში ვართ. თავიდანვე განვსაზღვრეთ ეს კონცეფცია. როგორც იცით კოკა-კოლა მუდმივად მზადაა, რომ სიახლეებს ხელი შეუწყოს, მონაწილეობა მიიღოს, ინოვციებზე ორიენტირებული კომპანიაა და აქაც ბევრი ინოვაცია გვექნება. 4 სხვადასხვა დიდი ღონისძიება იგეგმება, რომლებშიც ჩვენც მივიღებთ მონაწილეობა. ასევე იქნება ბევრი სიახლეები საბავშვო, სკოლის მოსწავლეების სტუდენტების მიმართულებით, რაც იცით რომ ჩვენი პირდაპირი მიმართულებაა.
ვატო პაპავაძე, Coca-Cola Bottlers Georgia-ს გაყიდვების დირექტორი: „დიდი ხანია ჩვენ ,,თბილისი აუთლეტ ვილიჯთან" გვაქვს მოლაპარაკება და დღეს ოფიცალურად ეს პარტრიორული შეთამხება გავაფორმეთ. ჩვენ განვიხილავთ ნებიმიერ თანამშრომლობას, რომელიც საქართველოში განვითარებას უწყობს ხელს.