მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.4
-0.0041
flag
AZN 1.5943
-0.0003
flag
CNY 37.783
0.0001
flag
EUR 3.1565
-0.0003
flag
GBP 3.6478
0.0018
flag
KZT 51.16
0.0027
flag
TRY 0.0671
-0.0001
flag
USD 2.7113
-0.0005

კახეთში მდებარე სასტუმრო "თვინს ჰოტელში", რომელიც „ტყუპების საღვინე სახლის“ ტურისტული ობიექტია, აგვისტოში უფრო მაღალ დატვირთულობას ელოდებიან

news image

კახეთში მდებარე სასტუმრო "თვინს ჰოტელში", რომელიც „ტყუპების საღვინე სახლის“ ტურისტული ობიექტია, აგვისტოში უფრო მაღალ დატვირთულობას ელოდებიან, ვიდრე ივლისის თვის განმავლობაში. როგორც Business Insider Georgia-სთან „ტყუპების საღვინე სახლის“ მენეჯერმა ელდარ რამიშვილმა განაცხადა, ამ დროისათვის სასტუმროს ძირითად სტუმრებს ადგილობრივი მოსახლეობა წარმოადგენს. ასევე ადგილობრივი ბაზრისთვის გაშვებულია გარკვეული აქციებიც, რომლებიც Swoop-სა და HotSale-ს ვებ-გვერდებზეა ჩაშვებული. 

„აქციები გაქვს Swoop-სა და HotSale-ზე და ამ ეტაპზე ძირითადად ქართველ მომხმარებელზე ვმუშაობთ. არსებული ჯავშნების მიხედვით ივლისი შესაძლოა 30%-იანი დატვირთულობით დავხუროთ, თუმცა აგვისტოში დატვირთულობა შესაძლოა 40%-მდე ავიდეს“, - აცხადებს ელდარ რამიშვილი.

მისივე თქმით, უცხოელი სტუმრების გააქტიურება უფრო შემოდგომიდან არის მოსალოდნელი, რადგანაც რთველის გამო კახეთს ბევრი უცხელი დამსვენებელი ჰყავს.ამ დროის მაჩვენებლებით კი  "თვინს ჰოტელში" უცხოელი სტუმრების 70%-იან კლებაზე საუბრობენ. 

„ზოგადად ამ დროს უცხოელების ნაკადი ყოველთვის იყო, თუმცა წელს 70%-იანი კლება გაქვს. თუმცა სტუმრები გვყავს გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან, რუსეთიდან“, - აცხადებს  „ტყუპების საღვინე სახლის“ მენეჯერი. 


რაც შეხება "თვინს ჰოტელში“ განთავსების ფასებს, სააქციო შეთავაზებების გარდა, წელს ფასები 20%-ითაა შემცირებული.


სასტუმრო 22 ნომერს აერთიანებს და მისი ყველა ოთახი აღჭურვილია თანამედროვე გათბობა-გაგრილებისა და ცხელი წყლის სისტემებით.


ტყუპების საღვინე სახლი / Twins Wine House გარდა ღვინის წარმოებისა და სასტუმრო კომპლექსისა მოიცავს ქვევრისა და ღვინის მუზეუმს, ღია და დახურული ტყუპის მარნებს, ღია აუზსა და საუნას, სარესტორნო და საბანკეტო სივრცეებს, სადაც საუკეთესოდ შეგიძლიათ გაატაროთ დრო. კომპლექსი მუდამ ღიაა როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის.


დღესდღეობით „ტყუპების საღვინე სახლი“ ყოველწლიურად დაახლოებით 250 000 ლიტრ ღვინოს აწარმოებს, რომლის ნახევარიც ქართულ ბაზარს მიეწოდება, დანარჩენი კი ექსპორტზე გადის. კომპანიის მთავარი ნიშა ქართული ტრადიციული წესით, ქვევრში დაყენებული ღვინოა. 

 

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ბიზნეს ასისტენტი”, ეს არის პროექტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს და გაუმარტივოს ცხოვრება ბიზნესს - ვახტანგ ჟვანია

21.07.2025.19:00

 „ბიზნეს ასისტენტი” - ეს არის პროექტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს და გაუმარტივოს ცხოვრება ბიზნესს, - აცხადებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, რომელიც დღეს გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. როგორც ირკვევა, ბიზნეს ასისტენტის“ სერვისით სარგებლობა შესაძლებელია სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში და ასევე სერვისის დამატების შესაძლებლობასაც იძლევა. 


„თავიდანვე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ბიზნესისთვის იუსტიციის სახლთან ურთიერთობა არ არის ახალი ამბავი. ჩვენ ვართ მსოფლიოში მე მგონი ერთადერთი დაწესებულება, რომელიც საჯარო სერვისებთან ერთად ბიზნეს სერვისებსაც ვყიდით. ეს იქნება დაზღვევა თუ სხვა მიმართულებები. ეს არ არის პროექტი, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული. ეს არის პროექტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს და გაუმარტივოს ცხოვრება ბიზნესს. აქედან გამომდინარე, ის პაკეტები, რომელსაც იუსტიციის სახლი სთავაზობს ბიზნესს მორგებულია მათ ინტერესებზე. შეიძლება ბიზნესმა ისარგებლოს 3 თვიანი პაკეტით. 3 თვიანი, 6 თვიანი, 1 წლიანი, ასევე შესაძლებელია რაღაც სერვისების დამატება ან ამოკლება, ანუ ბიზნესს შეუძლია თავიდან ბოლომდე გადახედოს თავის საჭიროებებს, თავის ინტერესებს“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.


„ბიზნეს ასისტენტი“, ეს არის პროექტი, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კიდევ უფრო გამარტივებულ და კომფორტულ თანამშრომლობას უწყობს ხელს.

პროექტი უკვე ფუნქციონირებს და მასში საქართველოში მოქმედი 20-მდე მსხვილი კომპანიაა ჩართული. „ბიზნეს ასისტენტი“ მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ სამართლებრივ დისტანციურ კონსულტაციას; სპეციალურ სივრცეს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში; გასვლით მომსახურებას სასურველ მისამართზე თბილისის მასშტაბით.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა