მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

კახეთის სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას კიდევ ერთი ობიექტი Agarani Estate შეემატა - ინვესტიცია 18 მლნ ლარამდეა

news image

კახეთის სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას კიდევ ერთი ობიექტი Agarani Estate • აგარანის მამული შეემატა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისპირში მდებარეობს და კავკასიონის მთების ულამაზესი და პანორამული ხედებით გამოირჩევა.

როგორც Business Insider Georgia-სთან „აგარანის მამულის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი გიორგი ქოჩლაძემ განაცხადა, სასტუმროში 56 სასტუმრო ნომერია და ის დაგეგმარებულია ისე, რომ კავკასიონზე არაჩვეულებრივი ხედები იშლება.

„სასტუმროში გამოყენებულია ავთენტური კახური ელემენტები, რომლებიც შერწყმულია თანამედროვეობასთან. “აგარანის მამული“ არის სრულიად უნიკალური დიზაინის სასტუმრო, რომლის შეფასებაც ჩვენს ყველა სტუმარს შეუძლია. სასტუმრო 4 ტიპის, სხვადასხვა ხედების, სასტუმრო ნომერს სთავაზობს საკუთარ მომხმარებლებს. გვაქვს ე.წ. საპრეზიდენტო ნომერიც, რომელიც ერეკლე მეორის სახელობისაა. „აგარანის მამული“ ერეკლე მეორეს საზაფხულო რეზიდენციის მიმდებარედ მდებარეობს. სასტუმრო არის ტყის პირას. გვაქვს აუზი, რაც შეეხება სხვა გასართობ სივრცეებს, ნელ-ნელა დაემატება“, - აცხადებს „აგარანის მამულის“ დამფუძნებელი. 

სხვადასხვა გასართობი სივრცეების პარალელურად აქ უკვე ხელმისაწვდომია ცხენებით გასეირნების სერვისი, ხოლო სამომავლოდ სასტუმროს მენეჯმენტი სტუმრებს სხვადასხვა სახის ტურებსაც შესთავაზებს“, აცხადებს გიორგი ქოჩლაძე.

„გამომდინარე იქიდან, რომ „აგარანის მამული“ ორი კვირის გახსნილი სასტუმროა, ჯერჯერობით დიდი დატვირთულობა არ გვაქვს, თუმცა ძალიან მალე არსებული დატვირთულობა გაიზრდება. ცნობადობის გაზრდის მიზნით ვგეგმავთ სხვადასხვა მეთოდებისა და არხების გამოყენებას სარეკლამო კამპანიებისთვის“, - ამბობს „აგარანის მამულის“ დირექტორი და დამფუძნებელი. 

გიორგი ქოჩლაძის თქმით,  „აგარანის მამულის“ მშენებლობასა და მოწყობაში 17.5 მლნ ლარის ინვესტიცია უკვე განხორციელებულია, თუმცა წლის ბოლომდე დაგეგმილი პროექტების განხორციელებით საბოლოო ინვესტიცია 18 მლნ დოლარამდე გაიზრდება. 

“აგარანის მამულის“  პროექტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით განხორციელდა. 

 

 

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image "საქკაბელი" საექსპორტო არეალის პარალელურად ასორტიმენტსაც აფართოებს

23.06.2025.17:00

"საქკაბელი" საექსპორტო არეალის პარალელურად ასორტიმენტსაც აფართოებს. როგორც კომპანიის მმართველი პარტნიორი ედიშერ მამალაძე განმარტავს, მალე კომპანია ბაზარს სექტორულ კაბელს შესთავაზებს.

ბაზარს შევთავაზებთ სექტორულ კაბელს, რომელიც ახალი მოთხოვნებიდან გამომდინარე საკმაოდ აქტუალურია და მალე ბაზარი იხილავს მას. პროდუქტი დენის გადაცემაში გამოიყენება და განსხვავებით ადრინდელი კაბელებისა უფრო ეკონომიურია ღირებულებით და უფრო ოპტიმალური არის ელექტროინჟინრისთვის სამუშაოდ “, - ამბობს ედიშერ მამალაძე.

საქკაბელიდღეს აქტიურადაა წარმოდგენილი ევროპის ბაზარზე, ასევე ისრაელში. თუმცა კომპანია მიღწეულ შედეგს არ კმაყოფილდება და საექსპორტო არეალის გაფართოებას განაგრძობს.

შეიძლება ექსპორტის არეალი გავაფართოვოთ, როგორც დსთ-ში, ასევე ევროპაში. ევროპაში იგეგმება ევროპული სტანდარტების, ახალი სტანდარტების ათვისებიდან გამომდინარე. მოთხოვნა არის საკმაოდ მზარდი. მოგეხსენებათ, რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ეს ბაზრები განიცდის, როგორც ზრდას, ასევე მომწოდებელთა ცვლილებას და ჩვენ აქტიურად ვცდილობთ რომ ამ მომწოდებელთა რიგში აღმოვჩნდეთ “, - აღნიშნავს მამალაძე.

კომპანიის მმართველის პარტნიორის თქმით ,პროდუქციის ფასები დამოკიდებულია ნავთობის ფასზე, რაზეც დღესდღეობით ზრდა შეინიშნება და ამან შესაძლოა გამოიწვიოს სპილენძისა და ალუმინის ფასების ზრდა.

როგორც მოგეხსენებათ, ალუმინიც და სპილენძით ენერგო მატარებელია. აქედან გამომდინარე, ნავთობის ფასი კავშირშია მის ზრდასთან ან შემცირებასთან. აქამდე  სტაბილურად ვითარდებოდა. დღესდეობით, ნავთობის ფასის ზრდა შეიმჩნევა. შესაძლოა ამას მოჰყვეს, როგორც ალუმინის, ასევე სპილენძის ფასის ზრდა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს დროებითი მოვლენაა ირანის პროცესიდან გამომდინარე და ალბათ დარეგულირდება “, - განმარტავს ედიშერ მამალაძე.

შეგახსენებთ, „საქკაბელი“ 67-ე წელია იკავებს ადგილობრივ ბაზარზე სფეროს ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს, როგორც საკაბელო, ისე ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებულ სხვა 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლება და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა