მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7091
0.0031
flag
AZN 1.5928
-0.0002
flag
CNY 38.102
-0.0048
flag
EUR 3.1424
-0.0038
flag
GBP 3.5656
0.005
flag
KZT 51.78
0.0006
flag
TRY 0.064
0
flag
USD 2.708
-0.0005

Kairos Logistics უკვე სომხეთშია

news image

ქართული გადამზიდავი კომპანია Kairos Logistics-ი აქტიურად ფართოვდება და იზრდება. როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა განუცხადა, Kairos Logistics-ი უკვე ოფიციალურად წარმოდგენილია სომხეთში და ამ ბაზარზე არსებული მოთხოვნა მოლოდინს უკვე გადააჭარბა.

„გეტყვით, რომ ჩვენ აქამდეც ვაქტიურობდით სომხეთის ბაზარზე და აქტიურად გვყავდა დამკვეთები. უბრალოდ ახლა სომხეთში ოფიციალური წარმომადგენლობა დავაფუძნეთ და დავარეგისტრირეთ შპს. ავიყვანეთ ადგილობრივი გამოცდილი კადრები და მაქსიმალურად ფოკუსი ავიღეთ სფეროს განვითარებაზე, რადგანაც ლოგისტიკურად სომხეთი მიბმულია საქართველოზე. სომხეთის ბაზარზე ჩვენს კომპანიას საკმაოდ დადებითად აღიქვამენ, სანდოობა და რეპუტაციაც მაღალი გვაქვს. სომხეთის ბაზარზე საკმაოდ სწრაფად ვითარდებით და პირველი ორი თვის შედეგებმა ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბა“, - განაცხადა ნამადოვმა.

როგორც Kairos Logistics-ის თანადამფუძნებელი აცხადებს, სომხეთის ბაზარზე ექსპორტისა და იმპორტის კუთხით მოთხოვნა ევროპის მიმართულებებზეა.

„ძირითადი ექსპორტი, რასაც ჩვენ ვემსახურებით, ეს არის სომხეთი–ევროპის მიმართულება, ხოლო რაც შეეხება იმპორტს, აქაც ფოკუსი გვაქვს აღებული უკრაინისა და ევროპის მიმართულებაზე. ასევე ფოთიდან ტვირთების მომსახურებაზე, რადგანაც ისინი ფოთს განიხილავენ, როგორც საზღვაო არტერიას“, - განმარტავს Kairos Logistics-ის თანადამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ Kairos Logistics-ი 2013 წლიდან საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით ოპერირებს და უკვე 6 ქვეყანაში ჰყავს ოფიციალური წარმომადგენლობა: საქართველოში, უკრაინაში, ყაზახეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში და ახლა უკვე სომხეთშიც.

საგულისხმოა, რომ Kairos Logistics-ი არსებულ მიღწევებზე არ ჩერდება და კიდევ მორიგი გაფართოებისთვის ემზადება.

„აქტიურად ვუყურებთ უზბეკეთის მიმართულებას და სავარაუდოდ, მომავალ წელს უზბეკეთის ბაზარზე უკვე დაგეგმილად შევალთ. ეტაპობრივად ვფიქრობთ, რომ შუა დერეფნის მიმართულებაზე თითქმის ყველა ქვეყანაში ვიყოთ წარმოდგენილები - ინფრასტრუქტურულად საქართველოს გამოვიყენებთ, როგორც ჰაბს და უფრო მეტ სიახლეს შევთავაზებთ ბაზარს, როგორც სერვისების კუთხით, ისე ინფრასტრუქტურულად“, - განმარტავს მიხეილ ნამადოვი.

კომპანია Kairos Logistics ახორციელებს ნებისმიერი სირთულის გადაზიდვებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მრავალწლიანი წარმატებული მოღვაწეობის შედეგად, კომპანია მოწინავე ადგილს ინარჩუნებს ქართულ სატრანსპორტო ბაზარზე. პროფესიონალურ ლოგისტიკურ მომსახურებას სთავაზობს 200-მდე მსხვილ ქართულ და საერთაშორისო ბრენდს.

კომპანიის მისია დაარსების დღიდან უცვლელია - „პროფესიონალური ლოგისტიკური სერვისის შეთავაზებით ხელს ვუწყობთ კომპანიებს გაზარდონ წარმადობა და მუდმივად იდგნენ განვითარების გზაზე“.

 

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის - STEM ოლიმპიადის საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გაიმართება

18.11.2025.15:00

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, უკვე მესამე წელია კომაროვის სკოლასთან ერთად STEM ოლიმპიადის პროექტს ახორციელებს. პროექტის მიზანია, მოსწავლეებში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) მიმართ ინტერესის გაღვივება და ინოვაციური აზროვნების წახალისება.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების გუნდებს, გარდა ფიზიკა-მათემატიკური პროფილის სკოლებისა.

საინფორმაციო ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც 19 ნოემბერს, 19:30 საათზე, ონალინ გაიმართება, სკოლების დირექტორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პედაგოგები დეტალურად გაეცნობიან:

•ოლიმპიადის მიზნებსა და ეტაპებს;
•მონაწილეობის წესებსა და კრიტერიუმებს;
• რეგისტრაციის პირობებსა და ვადებს;
• შესარჩევი და ფინალური ტურის სტრუქტურასა და საპრიზო ფონდის შესახებ ინფორმაციას.

ონლაინ შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია:

https://go.bog.ge/4qYUjTK

ინფორმაციისთვის საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია 30 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება. დარეგისტრირდი და გამოავლინე შენი ცოდნა ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებით და გაიმარჯვე.

• STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ერთი სკოლიდან ერთ გუნდს შეუძლია, რომელიც VII-XI კლასის 5 მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული;
• STEM ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდება: პირველი ტურის ფარგლებში მოსწავლეები ინდივიდუალურად შეასრულებენ ფიზიკისა და მათემატიკის დავალებებს. მეორე ეტაპზე კი, საუკეთესო შედეგის მქონე 10 გუნდი პრაქტიკული დავალებების შესრულებაზე ერთად იმუშავებს;
• საპრიზო ადგილზე გასული გუნდების პეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან, ყველა მოსწავლე კი სერტიფიკატს მიიღებს.
• ოლიმპიადის ფარგლებში, გამარჯვებული სკოლის გუნდს 10 000 ლარი გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ STEM ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები და მათი მენტორები 3 თვის განმავლობაში გაივლიან კონსულტაციებს კომაროვის პროფესიონალებთან მიკროკონტროლერ Arduino-ს დაპროგრამებისა და მისი საშუალებით STEM პროექტებზე მუშაობის მიმართულებით.

ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ინფორმაციისთვის, პროექტში მონაწილეობა 200-ზე მეტი სკოლის 1500-მდე მოსწავლემ უკვე მიიღო. ოლიმპიადა განკუთვნილია მხოლოდ არა ფიზიკა-მათემატიკური სკოლებისთვის. ფიზიკა – მათემატიკური სკოლის გუნდებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ კონკურსგარეშე სტატუსით (აღნიშნული სკოლის გუნდებს ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფი გამოცდილების მიღების მიზნით სთავაზობს პირდაპირ ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას, თუმცა მათი შედეგები არ გამოიანგარიშება და, შესაბამისად, ფიზიკა – მათემატიკური სკოლის გუნდები საპრიზო ადგილებს ვერ დაიკავებენ).

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა