Kairos Logistics-ი ფოთში ტერმინალის აშენებას გეგმავს - ინვესტიცია 30 მლნ ლარამდეა
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია Kairos Logistics-ი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას განაგრძობს და მალე თბილისთან ახლოს, ახალ A კლასის საბაჟო ტერმინალს გახსნის. როგორც Business Insider Georgia-სთან Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა განაცხადა, თბილისის გეზთან მდებარე Kairos Logistics-ი ახალი, A კლასის საბაჟო ტერმინალი, რომელიც 24 000 ევრო პალეტზე იქნება გათვლილი მაისში გაიხსნება.
აღსანიშნავია, რომ Kairos Logistics-ის A კლასის არსებული საწყობი, თბილისის გეზთან ახლოს მდებარეობს, მისი მოცულობა 6 300მ²-ია და გათვლილია 12 000 ევრო პალეტზე. სტანდარტული საწყობებისგან განსხვავებით, ის სთავაზობს +რეჟიმიანი ტვირთებისა და ტრანზიტული ტვირთების დასაწყობებას, ყველაზე მისაღები და ხელსაყრელი პირობებით.
A ტიპის საწყობი არ არის მხოლოდ სივრცე – ეს არის სტრატეგიული აქტივი, რომელიც კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო მოქნილი და სწრაფი ოპერაციები განახორციელოს, რაც დაზოგავს მომხმარებლების დროს, მენეჯმენტს და ფინანსურ რესურსებს.
Kairos Logistics-ი ლოგისტიკურ პროექტს ახორციელებს ფოთშიც, სადაც კომპანია უკვე სამშენებლო ნებართვის მოპოვებაზე იწყებს მუშაობას.
უახლოეს კვირებში ვაპირებთ პროექტის შეტანას და სამშენებლო ნებართვას, როგორც კი მივიღებთ მაშინვე დავიწყებთ მუშაობას. აღნიშნული ტერმინალის მშენებლობისთვის სულ გვაქვს 27 ათასი კვ/მ ფართობი და პირველი ფაზა იქნება 6 000 ევრო პალეტზე გათვლილი და შემდგომში ნელ-ნელა გავზრდით წარმადობას 10 ათას ევრო პალეტამდე“, - აღნიშნა მიხეილ ნამადოვმა
კომპანია აღნიშნული პროექტის განხორციელებას საკუთარი და მოძიებული ფინანსებით აპირებს. პროექტის სავარაუდო ინვესტიცია 30 მლნ ლარამდეა, რომელიც მიწის და ინფრასტრუქტურის მოწყობის ღირებულებასაც აერთიანებს.
სხვა სიახლეები
ალიანს ჯგუფი საბა ლაზიშვილს მშობლიურ ქალაქ ქობულეთში საჩუქრად ბინას გადასცემს
15.11.2026.16:25
არსებობენ ადამიანები, რომელთა ერთგულება და ღირსება სხვებსაც შთააგონებს.
ალიანს ჯგუფი საბა ლაზიშვილს მშობლიურ ქალაქ ქობულეთში, რეგიონის პირველ სპორტულ-გამაჯანსაღებელ მულტიფუნქციურ კომპლექს ალიანს რენესანსში ბინას გადასცემს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება იმ სიმტკიცესა და ღირსებას, რომელიც საბა ლაზიშვილმა გადამწყვეტ მომენტში გამოიჩინა.
ალიანს ჯგუფისთვის პრიორიტეტულია იმ ადამიანების მხარდაჭერა და დაფასება, რომლებიც საკუთარი ქმედებით იცავენ მეგობრობას, ღირსებასა და ქვეყნის სახელს.
პროექტი, რომლის მთავარი ღერძიც სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესია, გახდება სახლი სპორტსმენისთვის, რომლის გამბედაობა და შემართება მომავალი დიდი გამარჯვებების საწინდარია.