მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7035.3
0.0057
flag
AZN 1.5841
0.0011
flag
CNY 37.817
0.0018
flag
EUR 3.1473
-0.0029
flag
GBP 3.6387
-0.0063
flag
KZT 49.92
-0.0006
flag
TRY 0.0652
0
flag
USD 2.6939
0.0019

კაფე „სესილია“ სპეციალურად გემო ფესტისთვის შექმნილ მესხურ დესერტს მენიუში ამატებს

news image

„ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებას გავაცნოთ, პირველ რიგში, მესხური სამზარეულო, ჩვენი თავი და ქართული ტრადიციული კერძები,“ – ასე აფასებს სამცხე-ჯავახეთში გამართულ გემო ფესტივალს მისი მონაწილე, კაფე „სესილია“.

როგორც Cafe Sesilia კაფე სესილია-ს შეფ-მზარეული მართა კაპანაძე აღნიშნავს, ფესტივალი მათთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა:

„სპეციალურად გემო ფესტისთვის შევიმუშავეთ მესხური დესერტი, რომელიც აქამდე ჩვენს მენიუში არ არსებობდა.
ეს არის კერძი, რომელიც შედგება ხორბლისგან, რძის ნაწარმისგან, ნიგოზისა და ბაქმაზისგან.
ეს დესერტი აუცილებლად დაემატება კაფე 'სესილიას' მენიუს,“ – აცხადებს შეფ-მზარეული.
კაფე „სესილია“ ახალციხეში მდებარეობს და ლოკაციის გამო აქტიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ სტუმრებს.

„უკვე მესამე წელია, რაც ბაზარზე ვართ, და ჩვენი მენიუ ძირითადად მოიცავს მესხურ და ასევე ქართლის ტრადიციულ სამზარეულოს.
ჩვენს სტუმრებს ვთავაზობთ საკმაოდ გემრიელ კერძებს. ხშირად გვყავს ტურისტები, რომლებიც კმაყოფილები მიდიან.
მათი მოთხოვნები, უმეტესწილად, ადგილობრივ სამზარეულოს უკავშირდება – მაგალითად, ლოკოკინები და აპოხტის ხინკალი,“ – ამბობს მართა კაპანაძე.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ჭოტიაშვილის ღვინის სახლი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს

11.09.2025.18:00

ვმუშაობთ ჩვეულ რიტმში და ვემზადებით მოსავლის აღებისთვის. ჩვენთან რთველი სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს ჭოტიაშვილის ღვინის სახლის თანადამფუძნებელმა კახა ჭოტიაშვილმა განუცხადა.

 

„ჩვეულ რიტმში ვმუშაობთ. ვემზადებით მოსავლის აღებისთვის. სექტემბრის შუა რიცხვებისთვის დაიწყება ჩვენთან რთველი “, - ამბობს კახა ჭოტიაშვილი.

კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნის ღვინის ბარში და ასევე რესტორანში.

გარკვეული პერიოდის წინ ვიმყოფებოდით ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასევე შვეიცარიაში. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა ობიექტს, რესტორანს თუ ღვინის ბარს ვესტუმრეთ, სადაც ჩვენი ღვინო იყო წარმოდგენილი. ჩვენ არ ვართ დიდი წარმადობის საწარმო და სწორედ ამიტომ ჩვენი ღვინოები ჯერ კიდევ იშვიათადაა ხელმისაწვდომი მაღაზიებსა და რესტორნებში. მიუხედავად ამისა, ძალიან კმაყოფილები დავბრუნდით, რადგან ვიზიტი შედეგიანი აღმოჩნდა, მივიღეთ ახალი შეკვეთები.

უკვე არსებულ, ექსპორტზე გატანილ ღვინოებთან ერთად, რამდენიმე ახალი სახეობაც წარვადგინეთ, რომლებიც იქამდე ბაზარზე არ არსებობდა. დეგუსტაციების შედეგად ახალი შეკვეთებიც მივიღეთ. გარდა ამისა, რამდენიმე ახალ ობიექტშიც განთავსდა ჩვენი ღვინო.

დაინტერესება არ წყდება. ყოველდღიურად ვიღებთ შეკითხვებსა და გამოხმაურებებს არა მხოლოდ ბიზნეს პარტნიორებისგან, არამედ მომხმარებლებისგანაც, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბევრი მათგანი ქართულ ღვინოს, ტრადიციულ ტექნოლოგიასა და ჩვენი ქვეყნის ღვინის ისტორიას პირველად გაეცნო ჩვენგან, რამაც დიდი ინტერესი და აღფრთოვანება გამოიწვია “, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.

„ჭოტიაშვილის ღვინის სახლი“ წარმოებაში 14 სახეობის ყურძენს იყენებს. წლიური წარმადობა დაახლოებით 50 000 ბოთლია.

„ჩვენ მხოლოდ საკუთარ ყურძენს ვიყენებთ. წარმოებაში ამჟამად 14 სახეობა გვაქვს, დანარჩენი კი უფრო ექსპერიმენტული ხაზის ნაწილია. წლიური წარმადობა საშუალოდ 50 000 ბოთლია, საიდანაც ძირითადი ნაწილი ექსპორტზე მიდის. ყველაზე დიდი წილი იაპონიასა და ამერიკაში იგზავნება, შემდეგ კი ევროკავშირის ქვეყნებში და უკრაინაში. აქ საუბარია მუდმივ ექსპორტზე, რადგან თუ ორ წელიწადში ერთხელ ხდება მიწოდება, ამას სრულფასოვან ექსპორტად აღარ მივიჩნევთ.

ასევე გაგვიგზავნია ღვინო ახალ ზელანდიასა და კორეაში მცირე პარტიებით და ასევე უფრო შორეულ ბაზრებზე. სიახლეა ისიც, რომ ვგეგმავთ საცდელი პარტიის გაგზავნას სამხრეთ ამერიკაში. პროცესი შედარებით ხანგრძლივია, რადგან იქ განსხვავებული სისტემა მოქმედებს, თუმცა ვცდილობთ ახალ წლამდე გავგზავნოთ შემდეგ კი ადგილზეც ჩავიდეთ. სამხრეთ ამერიკაში რთველი თებერვლის ბოლოს იწყება და ბევრი ღვინის ფესტივალი იმართება. მათაც საკმაოდ დიდი არჩევანი აქვთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენი ტრადიციული ტექნოლოგია მათ ყურადღებას მიიპყრობს. საცდელი ნიმუშები უკვე გავაგზავნეთ და პოზიტიური გამოხმაურებაც მივიღეთ “, - აცხადებს კახა ჭოტიაშვილი.

ცნობისთვის, კომპანია ქმნის ტრადიციულ მეღვინეობას. ყველაფერი მზადდება ხელით, ეტიკეტებზე წარწერებიც კი ხელით ივსება. ღვინის მაღაზია თბილისში, ფარნავაზ მეფის 22 ნომერში მდებარეობს

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა