მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7072.9
0.0023
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 38.298
-0.0009
flag
EUR 3.1619
-0.0107
flag
GBP 3.5966
-0.0244
flag
KZT 52.45
0.0013
flag
TRY 0.0631
-0.0001
flag
USD 2.6979
0.0001

ჯივიპის მფლობელი, ესპანური კომპანია Aqualia იაპონიის ბაზარზე უპრეცენდენტო კონტრაქტით შედის

news image

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი, წყალმომარაგების ესპანური კომპანია Aqualia საერთაშორისო ოპერირების არეალს კიდევ უფრო აფართოებს. ამჯერად კომპანია იაპონიის ბაზარზე იწყებს ისტორიულ პროექტს: ქალაქ ტოიოჰაშიში წყალგამწმენდი ნაგებობის რენოვაციასა და აიჩის პრეფექტურაში ორი სადგურის 30-წლიან ექსპლუატაციას.

იაპონიაში შეთანხმებული კონტრაქტი ნერგავს ჰიბრიდულ Build-Transfer (BT) და ინოვაციურ მოდელს. პროექტის ფარგლებში აშენდება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სადგური, რომელიც დღეში 80 000 მ³-ზე მეტ წყალს დაამუშავებს.

აღნიშნული სახელშეკრულებო მოდელის მეშვეობით Aqualia კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ერთგულებას ინოვაციების, ინტეგრირებული მენეჯმენტისა და სუფთა ენერგიის მიმართ, რაც აძლიერებს კომპანიის გლობალურ ლიდერობას მდგრადი ინფრასტრუქტურის სფეროში და წყლის სექტორის გამოწვევების წარმატებით დაძლევაში.

Aqualia-მ, Infroneer Holdings Co., Ltd.-ის ხელმძღვანელობით შექმნილ კონსორციუმთან ერთად, მოიპოვა ტოიოჰაშის წყალგამწმენდი სადგურის რენოვაციისა და აიჩის პრეფექტურაში მდებარე ორი წყალგამწმენდი სადგურის 30-წლიანი ოპერირების პროექტი. ეს კონტრაქტი ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან იაპონიაში, დასავლური კომპანიის ჩართულობით, პირველად აერთიანებს Build-Transfer (BT) მოდელს კონცესიასთან.

ტოიოჰაშის ქარხანა, რომელიც ფუნქციონირებს 1967 წლიდან, ყოველდღიურად ამუშავებს 80 000 მ³ წყალს ტოიოჰაშის, ტოიოკავას და შინშიროს ქალაქებისთვის, ემსახურება ჰიგაში მიკავას რაიონს (აიჩის პრეფექტურის აღმოსავლეთი ნაწილი). ხუთი ათწლეულის განმავლობაში უწყვეტი მუშაობის შედეგად, ობიექტებს სჭირდებათ სრულფასოვანი მოდერნიზაცია, რათა გაიზარდოს ეფექტურობა და უზრუნველყოფილი იყოს მდგრადობა მაღალი სეისმური აქტივობის პირობებში.

პროექტის ფარგლებში აშენდება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სადგური, რომელიც საკუთრებად გადაეცემა პრეფექტურას, ხოლო ექსპლუატაცია და მოვლა-პატრონობა განხორციელდება საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში. კონცესია გაგრძელდება 20 წლის განმავლობაში, რაც კერძო სექტორის გამოცდილების დახმარებით მდგრად და ეფექტურ მომსახურებას უზრუნველყოფს.

პროექტი ითვალისწინებს უახლეს ტექნოლოგიებს, IoT (Internet of Things) სენსორებისა და ჭკვიანი მონიტორინგის სისტემების დანერგვას, რაც უსაფრთხო და მდგრადი წყალმომარაგების გარანტიაა. მოდელი ასევე მოიცავს კრიზისების მართვას ანტისეისმური დიზაინის შესაბამისად, ხელს უწყობს ჰიბრიდული ენერგიის გამოყენებას და უზრუნველყოფს ინტეგრირებულ მართვას, რომელიც წყლის რესურსების მენეჯმნეტს რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებასთან აკავშირებს.

იაპონიის ბაზარზე შესვლით, Aqualia კიდევ უფრო აძლიერებს თავის საერთაშორისო პოზიციებს. კომპანია უკვე 19 ქვეყანაში ოპერირებს (ალჟირი, საუდის არაბეთი, კოლუმბია, ჩილე, ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ესპანეთი, აშშ, საფრანგეთი, საქართველო, იტალია, იაპონია, მექსიკა, ომანი, პერუ, პორტუგალია, კატარი, ჩეხეთი და რუმინეთი) და მდგრადი ინფრასტრუქტურის მეშვეობით მომსახურებას მსოფლიოს 45 მილიონზე მეტ ადამიანს უწევს.

წლების განმავლობაში განხორციელებული მასშტაბური გაფართოების შედეგად, მათ შორის შეერთებულ შტატებში (2024) და საქართველოში (2022), Aqualia აგრძელებს საერთაშორისო განვითარების სტრატეგიას, ზრდასა და ფინანსურ სიძლიერეს. კომპანიის საერთაშორისო მიმართულებამ მთლიანი შემოსავლის თითქმის ნახევარი შეადგინა და 2024 წლის ბოლოს 731 მილიონ ევროს მიაღწია.

Aqualia წყლის მენეჯმენტის კომპანიაა, რომელსაც FCC (51%) და IFM Investors (49%) ფლობს. Aqualia მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით (Global Water Intelligence-ის 2024 წლის დეკემბრის რეიტინგის მიხედვით) მეოთხე უმსხვილესი წყლის მენეჯმენტის კომპანიაა ევროპაში ხოლო მეცხრე მსოფლიოში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მოხარული ვარ, რომ საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებაში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში "თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს - მიხეილ ხიდურელი

17.12.2025.18:47

„ყველა განვითარებულ ქვეყანას ერთი საერთო მახასიათებელი აქვს - მათში განვითარებულია კაპიტალის ბაზრები. მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრეს"-ის ობლიგაციების ემისიასთან დაკავშირებით გაიმართა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საბროკერო კომპანია „ფორსაით ბროკერს"-ის მხარდაჭერით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრეს"-მა 200 000 000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა. ეს ლარში დენომინირებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ემისიაა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე.

პანელურ დისკუსიაში, რომლის ერთ-ერთი მონაწილე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი იყო, ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრეს"-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი და „საქართველოს კაპიტალის ბაზრის ასოციაციის" გამგეობის წევრი პაპუნა ლეჟავა.

„ფორსაითის" მხარდაჭერით „რიკოს" მიერ 200 000 000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისად, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება სააგენტოს ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით, 12-მდე კომპანიის 20-მდე ემისიაა მხარდაჭერილი, რაც ჯამურად თითქმის 1 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს ნათლად აჩვენებს, რომ კერძო სექტორი ხედავს ამ შესაძლებლობის საჭიროებასა და მნიშვნელობას"-აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ღონისძიების დასასრულს სააგენტოს დირექტორმა კაპიტალის ბაზრის განვითარების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება კერძო კაპიტალის ფონდების შექმნა, სადაც სახელმწიფოს ლიმიტირებული პარტნიორის როლი ექნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა