მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7089.9
-0.0052
flag
AZN 1.5917
-0.0001
flag
CNY 38.057
0.0013
flag
EUR 3.1173
-0.003
flag
GBP 3.534
-0.0061
flag
KZT 52.07
-0.001
flag
TRY 0.0638
-0.0001
flag
USD 2.7062
-0.0005

ჯივიპიმ მომხმარებელთა კომფორტის გასაზრდელად ვებ-გვერდი და ციფრული სერვისები განაახლა

news image

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მომხმარებელს განახლებულ ვებ-გვერდსა და ციფრულ სერვისებს სთავაზობს. ახალი ვებ-პლატფორმა საშუალებას აძლევს ჯივიპის აბონენტებს დისტანციურად, სწრაფად, მარტივად და კომფორტულად ისარგებლონ ყველა საჭირო მომსახურებით. ვებ-გვერდი სრულად მორგებულია ყველა ტიპის მოწყობილობაზე - კომპიუტერებსა და მობილურებზე, რაც უზრუნველყოფს მომსახურების ონლაინ ხელმისაწვდომობას ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან.

ჯივიპის მოდერნიზებული ვებ-გვერდის მთავარი სიახლე მომხმარებლის პერსონალური კაბინეტია, სადაც აბონენტები დარეგისტრირების შემდეგ შეძლებენ მართონ პირადი მონაცემები, აკონტროლონ დავალიანება, გადაიხადონ მომსახურების საფასური და საჭიროებისამებრ დააფიქსირონ მრიცხველის ჩვენება ონლაინ. კაბინეტიდან ასევე შესაძლებელია აბონენტის მისამართზე დაგეგმილი ან მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი, განაცხადების დაწერა და მისი სტატუსის შემოწმება, ასევე პრობლემური საკითხების დაფიქსირება.

გარდა პერსონალური სერვისებისა, განახლებული ვებ-გვერდი მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაეცნოს კომპანიის მნიშვნელოვან პროექტებს, მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს და ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს.

ჯივიპი მომხმარებლის კომფორტს, მომსახურების გამარტივებასა და ციფრულ ტრანსფორმაციას ერთდროულად უზრუნველყოფს, რაც კომპანიის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისა და მოდერნიზაციის პროცესის ნაწილია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ ვიშოპინგოთ შავ პარასკევს გონივრულად და დავიბრუნოთ უფრო მეტი თიბისისთან ერთად

24.11.2025.14:16

წლის მთავარი შოპინგ მოვლენა, შავი პარასკევი, უკვე ძალიან ახლოსაა - დღე, როდესაც ასობით ბრენდი მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებასა და შეთავაზებებს უმზადებს. ბევრისთვის შავი პარასკევი ქაოსთან ასოცირდება: ხალხით სავსე სავაჭრო ცენტრები, ნივთების დაუსრულებელი არჩევანი და ბიუჯეტი, რომელიც თითქოს არასდროს არის საკმარისი.

თუმცა აუცილებელი არაა, შავი პარასკევი სტრესული იყოს. სწორი სტრატეგია და წინასწარ გაწერილი გეგმა დაგეხმარება, გადაურჩე შავ პარასკევს, შეიძინო უფრო მეტი, ვიდრე სხვა ნებისმიერ დღეს, და კიდევ უფრო მეტი. 

რჩევები, რომლებიც შენს შოპინგ გამოცდილებას გაცილებით უფრო მარტივს და სასიამოვნოს გახდის:

შეადგინე მკაფიო გეგმა - მნიშვნელობა არ აქვს, ზამთრისთვის ახალი ქურთუკი გჭირდება, ბლუთუზ ყურსასმენი გაგიფუჭდა, თუ თავის მოვლის საშუალებების მარაგი გაქვს შესავსები. მთავარია, შეადგინო სია, სადაც წინასწარ გაწერ - რა ნივთები გჭირდება რეალურად და რის ქონას ისურვებდი. ეს დაგეხმარება, იმპულსური შოპინგი აირიდო თავიდან.

მკაცრად განსაზღვრე ბიუჯეტი და დარწმუნდი, რომ მას დაიცავ შავი პარასკევის შეთავაზებები ხშირად მაცდური და თვალისმომჭრელია. თუმცა გახსოვდეს, რომ ასობით ლარის დახარჯვა პროდუქტებზე, რომლებიც არ გჭირდება, ფულის დაზოგვაში არ გეხმარება. არა, არც იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერს ნახევარ ფასად შეიძენ. წინასწარ განსაზღვრე ლიმიტი და დარწმუნდი, რომ მას არ გადააჭარბებ. ხოლო თუ თიბისის მომხმარებელიც ხარ, არ დაგავიწყდეს, რომ ბიუჯეტში გაითვალისწინო ქეშბექიც, რომელსაც თიბისი ბარათით გადახდისას მომენტალურად მიიღებ.

შეადარე შეთავაზებები წინასწარ - მას შემდეგ, რაც განსაზღვრავ, რა გჭირდება, წინასწარ, ონლაინ ან ფიზიკურ მაღაზიაში შეადარე, სად იყიდება ეს ნივთები ყველაზე დიდი ფასდაკლებით. შეადარე ფასები კატეგორიების მიხედვით და გადაწყვიტე, რომელი ბრენდის სპორტული სამოსის თუ კოსმეტიკის შეძენა იქნება უფრო მოგებიანი. 

იშოპინგე ადრე და თავი აარიდე პიკის საათებს - როცა შავი პარასკევის შეთავაზებები გრანდიოზულია, ნივთები ხშირად მალე ქრება თაროებიდან, პიკის საათებში კი, განსაკუთრებით 18:00 საათის შემდეგ, გასახდელებთანაც გრძელი რიგი დაგხვდება. ამიტომ დარწმუნდი, რომ საყიდლებს დღის პირველ ნახევარში მოილევ. ამით სასურველი ნივთების შეძენასაც უფრო მარტივად შეძლებ. მეტიც, შეგიძლია, სამოსი მაღაზიაში წინა დღეებში მოიზომო, რათა ფასდაკლებების დღეს კიდევ ერთი ცხელი წერტილი აირიდო თავიდან.

რაც მთავარია, არ დაგავიწყდეს, რომ თიბისიმ Black Friday-სთვის  თავის ერთგულ მომხმარებელს წელსაც მათზე მორგებული შეთავაზება მოუმზადა. მნიშვნელობა არ აქვს, რის შეძენას დაგეგმავ: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პარფიუმერია, თავის მოვლის საშუალებები თუ აქსესუარები - რადგან ახალი თიბისი ბარათით დაზოგავ უფრო მეტს.

მხოლოდ 28 ნოემბერს, გადაიხადე 100-მდე შერჩეული ბრენდის ფიზიკურ მაღაზიებში ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით და მომენტალურად, ლოდინის გარეშე, დაიბრუნე გახდილი თანხის 30% - ჯამში მაქსიმუმ 100 ლარი. თიბისი კონცეპტის მომხმარებლები ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში კი, 150 ლარს. 

თუ ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაბრუნებული თანხის მიუხედავად, სასურველი ნივთის შესაძენად ფული არ გყოფნის, დაიმტკიცე ერთგული საკრედიტო ბარათის ლიმიტი მობაილბანკიდან და ისარგებლე ახალი თიბისი ბარათის იდენტური შეთავაზებით. 

იმ შემთხვევაში კი, თუ ახალი თიბისი ბარათი არ გაქვს, 28 ნოემბრამდე დრო ჯერ კიდევ არის: ახალი თიბისი ბარათის აღება თიბისის მობაილბანკში სულ რაღაც 30 წამში, სრულიად უფასოდ არის შესაძლებელი. თანაც, შავი პარასკევის შემდეგაც, ახალი თიბისი ბარათით ყოველ დღე დაზოგავ უფრო მეტს: ამ ბარათით ნებისმიერ ტერმინალზე შესრულებულ ყველა გადახდაზე, გადახდილი თანხის 0.5% ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაგიბრუნდება.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა