ჯივიპი სამგორის რაიონში, მამისაშვილის ქუჩაზე წყალარინების ქსელს აახლებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების ქსელის სისტემური გაუმჯობესების მიზნით სამგორის რაიონში, მამისაშვილის ქუჩაზე წყალარინების ქსელს აახლებს. კომპანიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში იცვლება 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული წყალარინების მაგისტრალური ქსელი, ახალ ქსელზე 22 წყალარინების ჭა დამონტაჟდება. პროექტში კომპანია 900 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.
„ჯივიპი აქტიურად აგრძელებს მოძველებული ქსელების შეცვლა-განახლებას, ახლა ჩვენ ვიმყოფებით სამგორის რაიონში, მამისაშვილის ქუჩაზე, სადაც უკვე ხუთი თვეა წყალარინების მოძველებული ქსელის შესაცვლელად მასშტაბური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული ქსელი იყო ამორტიზებული და მოსახლეობას ხშირად უქმნიდა დისკომფორტს. პროექტი დასრულების ეტაპზეა, შეიცვლება 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალარინების ქსელი, რის შემდეგაც სამგორის რაიონში მამისაშვილის ქუჩისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება მომსახურება“,- განაცხადა გიგა ნადირაძემ, ჯივიპის აქტივების მართვის დირექტორმა.
სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება ჯივიპის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურად რეჟიმში განახორციელებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.21:44
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება.
როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორც სასესხო ნაწილში, ასევე ლიზინგის კუთხით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგრანტო კომპონენტის გაფართოებასა და ისეთი მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორიცაა მწვანე პროექტები, ქალთა ჩართულობა ბიზნესში, ბიზნესის გაციფროვნება, კვლევა - განვითარება და აგროტურიზმი.
„ამ კუთხით, ბიზნესის წახალისება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ინოვაციური და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს - ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.