მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.7
0.018
flag
AZN 1.607
0.0012
flag
CNY 39.765
0.0016
flag
EUR 3.1564
-0.0131
flag
GBP 3.6575
-0.0119
flag
KZT 55.74
0.0002
flag
TRY 0.0619
0
flag
USD 2.7321
0.0021

ჯივიპი მსოფლიოს წამყვანი კომუნალური კომპანიების გაერთიანების (LUOW) წევრი გახდა

news image

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ოფიციალურად შეუერთდა Leading Utilities of the World (LUOW)-წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში წარმატებული და ინოვაციური კომუნალური კომპანიების გლობალურ კავშირს

მსოფლიოს წამყვანი კომუნალური კომპანიების (LUOW) წევრობა პირველ რიგში ჩვენ მიერ მიღწეული შედეგების აღიარებას ნიშნავს და ასევე, წყალმომარაგების სფეროში წარმატებული საერთაშორისო კომპანიების  გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას გულისხმობს. მიუხედავად რთული გამოწვევებისა, ჩვენ ჯივიპიში არაერთი მიმართულებით ვაჩვენეთ პროგრესი, რის შედეგადაც LUOW-ის წევრობა მოვიპოვეთ. ახლა კი გვეძლევა შესაძლებლობა თბილისის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად გამოვიყენოთ ის ცოდნა და გამოცდილება, რაც წყალმომარაგების კომპანიებს, მთავრობებსა და ოპერატორებს აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში”. - ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი, ჯივიპის გენერალური დირექტორი.

ჯივიპი LUOW-ის წევრობაზე კომპანიის საერთო პროდუქტიულობის, წყალმომარაგების ქსელების ოპერირებისა და მდგრადი ფინანსური რესურსის შექმნის კატეგორიებში იყო ნომინირებული. აღნიშნული მიმართულებებით კომპანიამ ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია, მათ შორის, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად წარმატებით დანერგა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი, ხუთჯერ გაზარდა წყალმომარაგების ქსელების  განახლების ინდექსი, გამოსცა 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მწვანე ბონდები, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საოპერაციო მაჩვენებლები, მოამზადა წყალსადენისა და წყლარინების ქსელების განვითარების  წინასწარი გეგმები, დანერგა წყალმომარაგების ქსელში წნევის რეგულირების საპილოტე პროექტი, გააუმჯობესა ენერგო ეფექტურობის მაჩვენებლები, შეამცირა წყალმომარაგების ქსელში წყლის დანაკარგები.

,,თბილისში სამ წლიანი ოპერირების შედეგად შევძელით ჯივიპი გამხდარიყო მსოფლიოს წამყვანი კომუნალური კომპანიების ქსელის — Leading Utilities of the World — წევრი. ეს ჩვენთვის დიდი პატივია და ცხადყოფს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. ჩვენი მთავარი მიზანია, თითოეულ მოქალაქეს ეფექტურად და მდგრადად მივაწოდოთ მაღალი ხარისხის სასმელი წყალი და გაუმჯობესებული მომსახურება.” - ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს აფრიკისა და აზიის რეგიონალური დირექტორი.

ჯივიპიმ LUOW-ის წევრობა მიმდინარე წლის 12-14 მაისს, პარიზში გამართულ გლობალურ წყლის სამიტზე მიიღო. აღნიშნული სამიტი წყლის სექტორში მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ღონისძიებაა, რომელიც წამყვანი კომუნალური სერვისების კომპანიებს აღმასრულებელ დირექტორებს, ინვესტორებსა და ინოვატორებს აერთიანებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Paragraph Resort & Spa Shekvetili და Paragraph Golf & Spa Tabori ქართველ სტუმრებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ - რა კეთდება მეტი სტუმრის მისაღებას

12.03.2026.18:00

Paragraph-ის ბრენდის სასტუმროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ექსკლუზიური შეთავაზება აამოქმედეს. აქცია ვრცელდება სასტუმროებზე: Paragraph Resort & Spa Shekvetili და Paragraph Golf & Spa Tabori (Autograph Collection) და საქართველოს მოქალაქეებისთვის 30%-იან ფასდაკლებას ითვალისწინებს.

„აირჩიეთ ბუნების სიმშვიდე ან ზღვის ჰორიზონტი და გაატარეთ დაუვიწყარი დღეები 30%-იანი ფასდაკლებით. შეთავაზება ძალაშია მარტის ბოლომდე და ვრცელდება შუა კვირის ჯავშნებზე - კვირიდან ხუთშაბათის ჩათვლით“, - აღნიშნულია სასტუმროების სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას სასტუმროების Paragraph Freedom Square, Paragraph Resort & Spa Shekvetili-სა და Paragraph Golf & Spa Tabori-ს გაყიდვების დირექტორმა, თამუნა ჩხეიძემ განაცხადა, კომპანია მაქსიმუმს აკეთებს მეტი სტუმრის დასაინტერესებლად, თუმცა საბოლოო შედეგი მაინც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე.

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად Paragraph Resort & Spa Shekvetili-ს აქტუალობა იზრდება და ამ ფონზე Business Insider Georgia დაინტერესდა, ჯავშნების როგორი დინამიკაა შეკვეთილში მდებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მაგალითზე. 

„ჯავშნების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე. აპრილის ჯავშნებზე დიდ გავლენას ახდენს ისრაელში არსებული ვითარება და ზოგადად, სამეზობლოში განვითარებული მოვლენები. ამ ეტაპზე წინასწარი ჯავშნები არ გაუქმებულა, თუმცა პროცესს ვაკვირდებით, რადგან გაუქმების რისკი არსებობს. შესაბამისად, წინასწარ რაიმეს პროგნოზირება რთულია.

ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გამართულად ვიმუშაოთ და მეტი სტუმარი მოვიზიდოთ. აქტიურად ვთანამშრომლობთ იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებიც გეოგრაფიულად კონფლიქტურ ზონებში არ მდებარეობენ; მათთვის ვაწყობთ გაცნობით ტურებს - ე.წ. „ფამ ტრიპებს“ (Fam Trips). ასევე, ვაგრძელებთ მონაწილეობას სხვადასხვა ტურისტულ გამოფენაში. ამჟამად პარიზში ვიმყოფები, სადაც საქართველოს საკონვენციო ბიუროსთან ერთად არაერთი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი. ეს არ არის კლასიკური გამოფენა, თუმცა ბევრი საქმიანი შეხვედრაა გაწერილი, რაც მეტწილად MICE ტურიზმთან არის კავშირში. აქტიურად ვთანამშრომლობთ იმ ქვეყნებთან, სადაც პოტენციალს ვხედავთ და რაც ყველაზე მთავარია, სადაც პირდაპირი ფრენები გვაქვს“, - აცხადებს თამუნა ჩხეიძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა