ჯი-თი მოტორსი მესამედ გახდა BMW-ს პრეზიდენტის ჯილდოს მფლობელი
BMW ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ჯი-თი მოტორსი უკვე მესამედ გახდა BMW-ს პრეზიდენტის ჯილდოს მფლობელი. ეს არის გლობალური ბრენდის მიერ ოფიციალური დილერი კომპანიის მორიგი უმნიშვნელოვანესი აღიარება, რაც წარმატებული თანამშრომლობის დასტურია. BMW საქართველოს გუნდის წარმომადგენლებს პრეზიდენტის ჯილდო ქალაქ მიუნხენში, საგამოფენო ცენტრ BMW Welt-ში გადაეცათ. აღნიშნულ ღონისძიებას BMW ჯგუფის C3-R1 რეგიონის (სახელმწიფოები აზია-წყნარი ოკეანის, აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის არეალებიდან) 45 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“ჯი-თი მოტორსი BMW-ს ოფიციალურად წარმოადგენს 2022 წლიდან და ამ მოკლე პერიოდში ჩვენ უკვე მესამედ გვერგო პატივი მოგვეპოვებინა BMW-ს პრეზიდენტის ჯილდო. ეს მართლაც დიდი დაფასებაა იმ ძალისხმევის, რომელსაც ჩვენი გუნდი ამ თანამშრომლობაში დებს. ჩვენთვის საამაყოა, რომ ვართ მსოფლიოს წამყვანი საავტომობილო ბრენდის ოფიციალური დილერები და მიმაჩნია, რომ ჩვენი ამგვარი დამოკიდებულება აისახება ამ თანამშრომლობის დინამიკაზეც, რომელიც ძალიან აქტიურია.“ - აღნიშნავს BMW-ს, MINI-ს, BMW Motorrad-ისა და Suzuki-ს გაყიდვების ხელმძღვანელი თამუნა დიასამიძე.
2025 წელი მნიშვნელოვანი იყო BMW ჯგუფისა და ჯი-თი მოტორსის თანამშრომლობაში. საქართველოში BMW ჯგუფის ბრენდების გაყიდვებმა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 28%-იანი ზრდა აჩვენა, ხოლო 2022 წელთან შედარებით (ვიდრე „ჯი-თი მოტორსი“ ოფიციალური წარმომადგენელი გახდებოდა) 435%-იანი ზრდა.
2025 წელს კომპანიამ საქართველოში ოფიციალურად შემოიყვანა ჯგუფის კიდევ ერთი ბრენდი BMW Motorrad, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია მოტორადების წარმოებაში მსოფლიოს მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ ამ ბრენდის შემოყვანით „ჯი-თი მოტორსმა“ აიღო პასუხისმგებლობა არამხოლოდ მოდელების ფართო არჩევანი მიაწოდოს ადგილობრივ ბაზარს, არამედ დაამკვიდროს მართვის კულტურა და უსაფრთხოების სტანდარტები.
ასევე, ბოლო 1 წლის განმავლობაში „ჯი-თი მოტორსი“ აქტიურად იყო ჩართული BMW-ს გლობალურ აქტივობებში, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო სულ უფრო ხშირად ჩნდება BMW-ს საერთაშორისო დღის წესრიგში. ამ კონტექსტში განსაკუთრებულად ხაზგასასმელი იყო #BMWdriveit პროექტი, რომელიც BMW-ს გლობალური პლატფორმის ნაწილია. ამ პროექტის ფარგლებში, პირველად რეგიონში, „ჯი-თი მოტორსის“ ორგანიზებით ჩატარდა X-Plorer Days. ღონისძიება, რომელიც მოიცავდა მოგზაურობას საქართველოში BMW X3 მოდელებით.
მარკეტინგის ნაწილში აღსანიშნავი იყო ასევე BMW M Experience. “ჯი-თი მოტორსმა“ სექტემბრის თვეში რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე მასშტაბური ღონისძიება გამართა, სადაც ახალი M5-ების გასაცნობად და მათი მართვის გამოცდილების შესაძენად ათასობით ადამიანი მივიდა. ღონისძიებაში მონაწილეობდა მსოფლიოში ცნობილი ჟურნალისტი, ავტოინდუსტრიის ხმა - კრის ჰარისი.
აღსანიშნავია, რომ “ჯი-თი მოტორსი” თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე აშენებს BMW-ს, MINI-სა და BMW Motorrad-ის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ შოურუმს რეგიონში. ამ პროექტში კომპანია ათობით მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციას ახორციელებს. "მომავლის შოურუმი" Retail.Next-ის პრინციპით იმუშავებს, რაც BMW-ს ახალ საცალო კონცეფციას წარმოადგენს, რომელიც უკვე მრავალ ქვეყანაში იქცა წარმატებულ მოდელად. “ჯი-თი მოტორსი” BMW ჯგუფს ოფიციალურად 2022 წლის 1 სექტემბრიდან წარმოადგენს.
სხვა სიახლეები
საგაზაფხულო SOLO შეთავაზებები - მიიღეთ ქეშბექი პარტნიორ ობიექტებში
05.03.2026.14:28
SOLO 8 მარტის დღესთან დაკავშირებით, მომხმარებლებს საგაზაფხულო შეთავაზებებს სთავაზობს.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, პარტნიორ ობიექტებში SOLO ბარათით გადახდისას, დახარჯული თანხა ქეშბექის სახით დაიბრუნონ.
7 მარტი - City Mall
მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ეწვიონ City Mall-ის 50-ზე მეტ მაღაზიას და SOLO Visa ბარათით გადახდის შემთხვევაში მიიღონ 20%, 25%, 30% ან 40% ქეშბექი, მაქსიმუმ 500 ლარი.
1-8 მარტი - სპა ცენტრები
მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ეწვიონ პარტნიორ სპა ცენტრებს და SOLO Visa ბარათით გადახდისას დაიბრუნონ 40% (მაქსიმუმ 300 ლარი). შეთავაზება მოქმედებს აღნიშნულ ობიექტებში:
• ენ სემონინ სპა ბათუმი (რადისონ ბლუ ბათუმი);
• ენ სემონინ სპა თბილისი (რადისონ ბლუ ივერია);
• ეფორეა სპა (ჰილტონ ბათუმი);
• ტელეგრაფ ველნესი;
• ნეპტუნი;
• აქსის თაუერს ველნეს ცენტრი.
6-8 მარტი - ICR Home
ICR Home-ის ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში SOLO ბარათით გადახდისას მომხმარებლები 25% ქეშბექს მიიღებენ (მაქსიმუმ 500 ლარი).
8 მარტი — პარფიუმერიის მაღაზიები
სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს პარტნიორ პარფიუმერიის მაღაზიებშიც.
Lutecia-ს, Voulez-vous-სა და ICI Paris-ის მაღაზიებში SOLO Visa ბარათით გადახდისას მომხმარებლები 30% ქეშბექს მიიღებენ (მაქსიმუმ 300 ლარი თითოეულ ობიექტში).
ხოლო, Artinscent-ის მაღაზიაში შოპინგისას 25%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ (მაქსიმუმ 300 ლარი).
2-8 მარტი - Amelie
ის მომხმარებლები, რომლებიც Amelie-ში SOLO Visa ბარათით გადაიხდიან, დახარჯული თანხის 30% დაიბრუნებენ (მაქსიმუმ 200 ლარი).
ინფორმაციისთვის, ქეშბექის მისაღებად გადახდა უნდა შესრულდეს საქართველოს ბანკის ტერმინალით ან გადახდის არხით, თანხა კი 3 დღის ვადაში დაგიბრუნდებათ.
თუ ჯერ არ გაქვთ SOLO visa ბარათი, შეუკვეთეთ ონლაინ.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.