„ჯეინის თოჯინები“ - 2025 წელზე, გამოწვევებსა და სამომავალო გეგმებზე
ხელნაკეთი სათამაშოების მწარმოებელი ბრენდი „ჯეინის თოჯინები“ დიდი პოპულარულობით სარგებლობს. პროდუქცია მზადდება სრული სტანდარტების დაცვით, ბუნებრივი, ანტიალერგიული მასალებისგან და სრულიად უსაფრთხოა პატარებისთვის. ბრენდის დამფუძნებელი Business Insider Georgia -სთან 2025 წელზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. მისი თქმით, ბრენდისთვის გასული წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო.
„რომ შევაჯამო გასული წელი, ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით და იმით, რაც შევძელი. ნაყოფიერი წელი იყო, მოვახერხე სიახლეების შეტანა საქმიანობაში და აქტიურად ჩავერთე სხვადასხვა გამოფენებში.
რაც შეეხება შემდეგ წელს, კიდევ უფრო აქტიური ვიქნები. კვლავ მივიღებ მონაწილეობას გამოფენებში და საქმიანობას კიდევ უფრო მეტად განვავითარება. შეკვეთები იმატებს, ამიტომ მომიწევს დამატებითი კადრების აყვანაც. ამჟამად, 5 ყოფილი მოსწავლე მყავს დასაქმებული. მათთან მუშაობა ბევრად მარტივია, რადგან ზუსტად იციან ჩემი მიდგომები და მუშაობის სტილი.
საქართველოს ბაზარზე უამრავი სახეობის ძაფია, თუმცა მათი დიდი ნაწილი საკმაოდ სინთეტიკურია, ასეთ მასალას მე არ ვიყენებ. დაახლოებით 80% იმ პროდუქციის, რაც იყიდება, სწორედ ამ ტიპის ძაფით არის მოქსოვილი. მიზეზი მარტივია: ამ ძაფით ბევრად ადვილად მუშაობენ, არის მოცულობითი და სათამაშოებიც უფრო დიდი ზომის გამოდის. მომხმარებელს ხშირად ჰგონია, რომ დიდი ზომა მეტი შრომის შედეგია და შესაბამისად უნდა ღირდეს უფრო ძვირი, თუმცა ასე სულაც არ არის. ამიტომ ბევრი ქსოვს ამ ძაფით.
მე ამ მიდგომის მომხრე არ ვარ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბავშვებისთვის შექმნილ სათამაშოებს ეხება, მსგავსი ტიპის ძაფი არ არის რეკომენდებული პატარებისთვის. ამიტომ ჩემს მოსწავლეებს თავიდანვე ვასწავლი, რომ გარკვეულ მასალებს საერთოდ არ უნდა შეეხონ. სწორედ ამ მიზეზით მირჩევნია ჩემ მიერ გადამზადებული კადრების აყვანა, ეს ბევრად მარტივია როგორც ჩემთვის, ისე მათთვის.
სივრცის გახსნაზე ვფიქრობდი, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვფიქრობ.
დიდია მოთხოვნა არა თბილისში მაცხოვრებლებისგან, რომლებიც უპირატესობას ონლაინ სივრცეს ანიჭებენ, ამიტომ ეს საკითხი დროებით დავაპაუზე.
აღსანიშნავია, რომ კომპანია 8 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს. ბრენდის დაარსების იდეა საკუთარი შვილისთვის შექმნილ სათამაშოს უკავშირდება. ამის შემდეგ გადაწყვიტა დამფუძნებელმა ამ ყველაფრის საქმედ ქცევა. ჯეინ გომურაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში, როდესაც მან საქმიანობა დაიწყო, მსგავსი ტიპის სათამაშოები ქართულ ბაზარზე არ არსებობდა და სწორედ „ჯეინის თოჯინები“ აღმოჩნდა პირველი, ვინც ამ ყველაფერს ხელი შეუწყო.
დღის ტოპ 10 სიახლე
EBRD ირანის ომისგან გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად განვითარებადი ეკონომიკების მხარდაჭერას გეგმავს
სხვა სიახლეები
SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის ვორკშოპი გაიმართა
17.03.2026.18:54
ბათუმში SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის თემაზე ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრა SOLO Business Talks სერიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად საშუალო ბიზნესისთვის ბრენდის სტრატეგიული მნიშვნელობისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარებას ისახავდა.
ვორკშოპს უძღვებოდა ბრენდის სტრატეგიის კონსულტანტი და ტრენერი, ბრენდინგის შესახებ პირველი ქართული წიგნის ავტორი, შოთა ჩინჩალაძე.
შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბრენდის შექმნისა და განვითარების პროცესზე, სტრატეგიულ მოდელებზე და იმ კომპონენტებზე, რომლებიც ბიზნესს გრძელვადიანი და კონკურენტული ბრენდის ჩამოყალიბებაში ეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ მაგალითებსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც კომპანიებს საკუთარი ბრენდის პოზიციონირების გასაძლიერებლად შეუძლიათ, გადადგან.
SOLO Business Talks წარმოადგენს რეგულარული შეხვედრების სერიას, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება. იგი SOLO Business-ის - საქართველოს ბანკის პრემიუმ საბანკო ბიზნეს მომსახურების ნაწილია. SOLO Business აერთიანებს როგორც ყოველდღიურ პრემიუმ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, ისე სხვადასხვა ინიციატივას საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტებსა და პროფესიული ქსელის გაძლიერების შესაძლებლობას.