მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7269.1
0.018
flag
AZN 1.6157
0.0063
flag
CNY 39.72
0.0112
flag
EUR 3.1755
0.0078
flag
GBP 3.6642
0.0177
flag
KZT 55.19
-0.002
flag
TRY 0.0623
0.0002
flag
USD 2.747
0.0108

Jay Warehouse 2026 წელს გაფართოებას გეგმავს - მეტი კლიენტი, ახალი საწყობები და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა

news image

Jay Warehouse • ჯეი ვეარჰაუსი 2026 წელს გაფართოებას და მეტი კლიენტის მოზიდვასთან ერთად დამატებითი სასაწყობე მეურნეობების იჯარით აღებას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია „ჯეი ვეარჰაუსის“ თანამფლობელმა და დირექტორმა ლევან გუჯეჯიანმა განაცხადა, გაფართოება და ახალი საწყობების ათვისება დამოკიდებულია კლიენტების რაოდენობაზე, რაზედაც კომპანია მსხვილ ბიზნესთან ინტენსიურად მუშაობს. „ჯეი ვეარჰაუსის“ გაფართოება ნიშნავს, რომ გაიზრდება კომპანიაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, ასევე ის ტექნიკური პარკი, რომელიც კომპანიას საწყობის მენეჯმენტისთვის ესაჭიროება.

„ჯეი ვეარჰაუსი“ ბაზარზე უკვე 3,5 წელია ოპერირებს და წლიდან წლამდე ტვირთბრუნვა დაახლოებით 10%-იან ზრდას აჩვენებს.

„ჩვენთან ხდება ისეთი ტვირთების დასაწყობება, რისი რეალიზაციაც ხდება მაღაზიებში. მაგალითად: ავეჯი, საჭმელი, სასმელი, ქიმია, ტანსაცმელი, ავტომობილის ნაწილები, ელექტრო ტექნიკა და სხვა.

ჩვენ ვთანამშრომლობთ ძირითადად მსხვილ სავაჭრო ქსელებთან და გვაქვს მათი ტვირთები. თუმცა ჩვენს 2026 წლის გეგმებში შედის, რომ მსხვილი ბიზნესების გარდა „ჯეი ვეარჰაუსი“ მცირე და საშუალო ბიზნესებსაც მოემსახუროს.

ჩვენი ბიზნეს-მოდელი საწყობების აშენებას არ ითვალისწინებს. ჩვენ ვახორციელებთ საწყობის მენეჯმენტს. დღევანდელ საწყობში გვყავს 100 თანამშრომელი, რომლებიც ამ ტვირთების მიღებაზე, დასტიკერებაზე, გადალაგებაზე, შეკრებაზე და შემდეგ გაგზავნაზე არიან პასუხისმგებელი.

ჩვენი მთავარი უპირატესობა არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც აწყობილია საწყობის მენეჯმენტზე. WMS (Warehouse Management System) - ჩვენი შექმნილია და ამ სისტემით ვხელმძღვანელობთ,“ - განმარტავს ლევან გუჯეჯიანი.

აღსანიშნავია, რომ „ჯეი ვეარჰაუსის“ სამიზნე აუდიტორია მსხვილი ბიზნესებია, რომელთაც აქვთ საკუთარი მაღაზიების ქსელი ან ახორციელებენ იმპორტს და ამ ტვირთის საწყობში შენახვა და შემდეგ მისი მაღაზიებზე განაწილება სურთ“ - აცხადებს „ჯეი ვეარჰაუსის“ თანამფლობელი.

გარდა სრული ლოგისტიკური სერვისისა, „ჯეი ვეარჰაუსი“ რამდენიმე მსხვილ კომპანიას მხოლოდ საწყობის პროგრამით ემსახურება, ხოლო 2026 წლის გეგმებში ამ კლიენტების გაფართოებაც შედის.

როგორც „ჯეი ვეარჰაუსის“ საიტზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანიას აქვს ყოველდღიური გამოწვევების პრაქტიკული გადაწყვეტის გამოცდილება და კლიენტებს სთავაზობს საჭიროებებზე მორგებულ 3PL სერვისებს - შეუფერხებელი ოპერაციების, ასევე ზუსტი და დროული მიწოდების უზრუნველსაყოფად.

„ჯეი ვეარჰაუსს“ შეუძლია საკუთარი ვებგვერდზე დაფუძნებული WMS სისტემის ინტეგრირება კონკრეტული ბიზნესის ERP პროგრამულ უზრუნველყოფასთან. „ჯეი ვეარჰაუსის“ სპეციალისტები შეძლებენ მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციას და პარტნიორებს დაეხმარებიან მარაგების მართვაში, შეკვეთების შესრულებასა და დისტრიბუციაში.

„ჯეი ვეარჰაუსის“ უსაფრთხო და კარგად ორგანიზებული საწყობები ყველა ზომის ბიზნესისთვის მოქნილ შენახვის გადაწყვეტილებებს სთავაზობს. ინვენტარიზაციის მართვის მოწინავე სისტემებითა და ეფექტური პროცესებით კომპანია უზრუნველყოფს საქონლის შეუფერხებელ დამუშავებას და თვალყურის დევნებას.

კომპანიის შეთავაზებაში ასევე შედის ყოვლისმომცველი სადისტრიბუციო მომსახურება. „ჯეი ვეარჰაუსი“ ეხმარება ბიზნესებს ოპერაციების ოპტიმიზაციასა და ლოჯისტიკური პროცესების გაუმჯობესებაში.

გარდა სრული ლოგისტიკური სერვისისა „ჯეი ვეარჰაუსი“ მხოლოდ საწყობის პროგრამითაც ემსახურება რამდენიმე მსხვილ კომპანიას და 2026 წლის გეგებში ამ კლიენტების გაფართოებაც შედის

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება

10.03.2026.11:00

საქართველოში დაფუძნდა Kinkladze Foundation, რომლის მიზანია ახალგაზრდების გაძლიერება, ბავშვებისა და მოზარდების ფეხბურთში ჩართულობის გაზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ინიციატივა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ქინქლაძის და სპორტში მოღვაწე ბიზნესმენის, ლაშა მაჭავარიანის პარტნიორობით განხორციელდა.

ფონდის საქმიანობის მთავარი ფოკუსი ბავშვები და მოზარდები არიან. ინიციატივის მიზანია ფეხბურთი იქცეს არა მხოლოდ სპორტად არამედ პლატფორმად, სადაც ყველა ბავშვს   სოციალური ფონის მიუხედავად,  განვითარების, თვითგამოხატვისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების თანაბარი შანსი ექნება.

ფონდი აქტიურად დაუჭერს მხარს მასობრივი ფეხბურთის განვითარებას, რათა სპორტი საქართველოში მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს.

 ფონდის დამფუძნებლის, გიორგი ქინქლაძის განცხადებით, ბავშვებისთვის ფეხბურთის სიყვარულის გაზიარება მისთვის განსაკუთრებული მისიაა:

„ჩემთვის ფეხბურთი ყოველთვის იყო თავისუფლება და სიხარული. ფონდის შექმნით მინდა, ეს გრძნობა დღევანდელ ბავშვებსაც გადავცე. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდები მოვაშოროთ ქუჩას, დავაინტერესოთ ჯანსაღი ცხოვრებით და დავანახოთ, რომ მონდომებითა და შრომით ნებისმიერი ოცნება მიღწევადია. ფეხბურთი საუკეთესო მასწავლებელია,“ — ამბობს გიორგი ქინქლაძე.

 

Kinkladze Foundation -ს უხელმძღვანელებს ფონდის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი, სპორტში მოღვაწე, ქართველი ბიზნესმენი ლაშა მაჭავარიანი, რომელიც ასევე გიორგი ქინქლაძის პარტნიორია.

მისი თქმით, ფონდის მთავარი ამოცანაა ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნა და მათთვის მხარდაჭერის გაძლიერება.

„ჩვენი მისიაა  ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში. გვინდა დავეხმაროთ ნიჭიერ ბავშვებს გზის გაკვალვაში და ამავდროულად, ხელი შევუწყოთ იმას, რომ რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ აღმოაჩინოს სპორტი, როგორც ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. ყოველი ბავშვი, რომელიც სპორტში ერთვება, ჩვენი საზოგადოების უკეთესი მომავლის ნაწილია,“ — აცხადებს  ლაშა მაჭავარიანი.

კომპანია SMH Global - ი, რომლის დამფუძნებელი ლაშა მაჭავარიანია, უკვე ათ წელზე მეტია აქტიურად უჭერს მხარს ქართული ფეხბურთის განვითარებას. გიორგი ქინქლაძესთან პარტნიორობით შექმნილი საქველმოქმედო ფონდი კომპანიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყანაში სპორტის, განსაკუთრებით კი ფეხბურთის, განვითარებაში ჩართულობის მიმართულებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა