მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7072.7
0.0045
flag
AZN 1.5958
-0.0012
flag
CNY 37.83
-0.0048
flag
EUR 3.1703
-0.0034
flag
GBP 3.6517
-0.0102
flag
KZT 51.6
-0.0011
flag
TRY 0.0675
0
flag
USD 2.7138
-0.0011

ჯავშნების მოთხოვნის მაჩვენებელი აპრილსა და მაისის თვეებში ზრდას განაგრძობს - IOTA Hotel Tbilisi

news image

სასტუმროები 2024-25 წლის ზამთრის ტურისტულ სეზონზე ვიზიტორთა გაზრდილ რაოდენობაზე საუბრობენ, სხვადასხვა სასტუმროების მენეჯერთა ინფორმაციით, უკვე გაზრდილია ჯავშნების რაოდენობა აპრილი-მაისის პერიოდში. 

2025 წლის ზაფხულის სეზონის წინ პოზიტიური მოლოდინება აქვს IOTA Hotel Tbilisi-ს დამფუძნებელს დავით კუპრაშვილს.

„2025 წლის პირველ ნახევარში პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. წინა წლის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ველით სასტუმროს შედარებით მაღალ დატვირთულობას მომავალი სეზონისთვის. ამ ეტაპზე, მსხვილი ჯგუფური გაუქმებები არ დაფიქსირებულა, ხოლო პარტნიორ ტურისტულ სააგენტოებთან კომუნიკაციის შედეგად დადასტურდა, რომ მაისის თვის ჯავშნების გაუქმების მოლოდინები არ არის. გარდა ამისა, უკვე დადასტურებული ჯავშნების გათვალისწინებით, ჯავშნების მოთხოვნის მაჩვენებელი აპრილსა და მაისის თვეებში ზრდას განაგრძობს. განსაკუთრებით საგრძნობლად იზრდება მოთხოვნა აპრილზე, რაც პოზიტიურ მოლოდინებს გვიქმნის ამ პერიოდის დატვირთულობის მიმართ“, - აცხადებს დავით კუპრაშვილი. 

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მეღვინეობა "შუმი" ასორტიმენტს აფართოებს

16.07.2025.12:00

მეღვინეობა "შუმი“ ქართული ღვინის კომპანიია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის ღვინოებით, ისტორიული ვენახებითა და თანამედროვე მეღვინეობის ტექნოლოგიების გამოყენებით. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის წარმომადგენელს ნინო ზარიძეს ესაუბრა.


როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

„მეღვინეობა შუმმა“ მოღვაწეობა 1997 წელს დაიწყო საუკეთესო ტერუარების გაშენებით საქართველოს სხვადასხვა მიკროზონებში. 2001 წელს დაასრულა საწარმოს მშენებლობა კახეთში, სოფელ წინანდალში. ტერიტორია, სადაც განთავსებულია საწარმო და ტურისტული კომპლექსი, ალ.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს ესაზღვრება და ადრე, მის ნაწილს წარმოადგენდა. 1865 წელს მდინარე კისისხევმა შეიცვალა კალაპოტი და ეს ადგილი დატბორა. ჩვენმა კომპანიამ ეს ტერიტორია გაასუფთავა, ამოაშრო დაჭაობებული ადგილები და ააშენა ჯერ საწარმო, 2002 წელს კი ეთნოგრაფიული კუთხე, რითაც საფუძველი ჩაუყარა ღვინის ტურიზმის განვითარებას საქართველოში. დღეს, 12 ჰა მიწაზე განთავსებული კომპლექსი მოიცავს 39 ლოკაციას, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე დიდ ვაზის კერძო კოლექციას - 2000-ზე მეტ ყურძნის ჯიშს მსოფლიოს 47 ქვეყნიდან, საქართველოში პირველ ღვინის მუზეუმს, მარანს, ენოთეკას, ეთნოგრაფიულ პავილიონს, ქანდაკებების პარკს, ზიგუს გროტოს, გეშტალტის სახლს და სხვა.

„შუმში“ ვიზიტორებს მრავალფეროვან მომსახურებას ვთავაზობთ: ალკოჰოლური სასმელების სადეგუსტაციო პაკეტების ფართო არჩევანს; შემეცნებით ტურს, რომლის ფარგლებშიც დამთვალიერებელს ვაცნობთ ქართულ კულტურას და მის განუყოფელ ნაწილს - მეღვინეობას; კულინარიულ მასტერკლასებს, რთველში მონაწილეობას, მრავალსაუკუნოვან ხის საწნახელში ყურძნის ფეხით დაწურვას, დღესასწაულების ორგანიზებას და ასევე ისეთ ექსკლუზიურ პროდუქტებს, როგორებიცაა კომპანიის ვენახებზე ვერტმფრენით ტური, საკოლექციო ვენახში იშვიათი ქართული ჯიშის ვაზის დარგვა, რომელსაც სახელობითი ტრაფარეტი უკეთდება, „კახელად კურთხევის“ ცერემონიალში მონაწილეობის მიღება, გეშტალტ - ცერემონია, ვარდების თერაპია, ხეხილის ყვავილობის ტური და სხვა.

„შუმს“ ტურისტული მიმართულებით უამრავი საპატიო ჯილდო აქვს მიღებული: პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურს Wine Travel Award-ის რეკორდსმენია ჯილდოების მიხედვით - გრან პრი მსოფლიოს ღვინის ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, 9 ტროფი (ჟიურის სპეციალური პრიზი) ისეთ ნომინაციებში, როგორებიცაა Must Visit (აუცილებლად სანახავი), Magnet of the Region (რეგიონის მაგნიტი), Brand – The Visiting Card of the Country (ბრენდი - ქვეყნის სავიზიტო ბარათი), Art & History Object (ხელოვნების & ისტორიული ობიექტი), Progressive Approach (პროგრესული მიდგომები) და სხვა; არაერთგზის გამარჯვებულია ნაციონალურ კონკურსში Welcome to Georgia ნომინაციებში ღვინის ტურიზმი და რეგიონალური გასტროტურიზმი; ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებული კონკურსზე Iter Vitis ნომინაციაში საუკეთესო გამოცდილება ღვინის ტურიზმში; ყოველწლიურად იღებს სტატუსს Travelers’ Choice (მოგზაურთა არჩევანი) ისეთ ცნობილ მოგზაურთა პლატფორმაზე, როგორიცაა TripAdviser და სხვა.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

„შუმი“ ალკოჰოლური სასმელების ფართო ასორტიმენტს აწარმოებს: თეთრ, ქარვისფერ, ვარდისფერ და წითელ; მშრალ, ნახევრად მშრალ, ნახევრად ტკბილ და ტკბილ ღვინოებს; ცქრიალა და შემაგრებულ ღვინოებს, ბრენდსა და ჭაჭას. გარდა იმისა, რომ ვიყენებთ კლასიკურ და ქვევრში დამზადების ტექნოლოგიებს, ასევე რამდენიმე ინოვაციური მეთოდის გამომგონებელი ვართ და ვაწარმოებთ რიგ სასმელებს საკუთარი, დაპატენტებული ტექნოლოგიით. მაგალითად, შემაფრებულ ღვინოს „ზიგუ“, რომელიც 350 იშვიათი ჯიშის ყურძნისაგან მზადდება, ქვევრის ცქრილა ღვინო „შობილი“ და სხვა. გარდა ამისა, „შუმი“ ოცზე მეტ ისეთ პროდუქტს აწარმოებს, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში: 300 მეტი წლის ვაზის ნაყოფისგან დამზადებული ღვინო „გენეზისი“; პირველი და ერთადერთი ქვევრის აისვაინი „ბარბალე“; 450-ზე მეტი ჯიშისგან ქვევრში დამზადებული ღვინო „ლაზარე“ და სხვა.


როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

„შუმის“ ღვინოებზე მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია, ემატება ახალი ბაზრებიც და დღეისათვის „შუმი“ ექსპორტს უკვე 32 ქვეყანაში ახორციელებს. ვფიქრობთ, ეს განპირობებულია ღვინოების მაღალი ხარისხით და იმ იმიჯით, რაც კომპანიამ მისი არსებობის 25 წელიწადში შექმნა. „შუმის“ ღვინოებს 800-ზე მეტი ჯილდო აქვს მიღებულ სხვადასხვა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე, კომპანია კი რეგულარულად სახელდება „საქართველოს საუკეთესო მწარმოებლად“ (Best Producer Georgia) ისეთ გავლენიან კონკურსზე, როგორიცაა The MUNDUS VINI International Awards. „შუმი“ ასევე შესულია „მსოფლიოში პრემიუმ-კლასის ღვინისა და მაღალალკოჰოლური სასმელების საუკეთესო ბრენდების ტოპ-ასეულში“ (The Top 100 Premium Wine & Spirits Brands of the World) (კონკურსი Luxury Lifestyle Awards).

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

კომპანიას ბევრი უპირატესობა აქვს: იგი ფლობს საუკეთესო ტერუარებს საქართველოს სხვადასხვა მიკროზონებში; ავტორია რიგი გამოგონებების და ინოვაციების; შექმნილი აქვს 20-ზე მეტი პროდუქტი, რომელთაც ანალოგი არ აქვთ მსოფლიოში; მისი პროდუქცია დაჯილდოებულია 800-ზე მეტი მედლით სხვადასხვა პრესტიჟულ კონკურსებზე, მათ შორის ისეთი ჯილდოები, რომლებიც საქართველოს ისტორიაში არცერთ სხვა კომპანიას არ მიუღია; კომპანია რეგულარულად სახელდება „საქართველოს საუკეთესო მწარმოებლად“ კონკურსზე The MUNDUS VINI Grand International Awards და შესულია მსოფლიოს პრემიუმ ბრენდების ტოპ-ასეულში; წარმოებაზე მუშაობს პროფესიონალი გუნდი; პირველი კომპანიაა საქართველოში, ვინც მევენახეობაში გამოიყენა „მწვანე რთველი“, ბიო და ბიოდინამიკური მეთოდები; ფლობს მსოფლიოში ყველაზე დიდ ვაზის კერძო კოლექციას, რომლის ბაზაზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად კომპანიამ აღადგინა საუკუნეების მანძილზე უძველესი ქართული აბორიგენული ჯიშები და რიგი ღვინოების ერთადერთი მწარმოებელია დღესაც.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

კომპანიას ბევრი ამბიციური გეგმა აქვს. სულ მალე წარმოგიდგენთ ახალ ხაზს - „დაკარგული კოლექცია“ (Lost Collections), რომელშიც გავაერთიანეთ იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, საკოლექციო ვენახის ბაზაზე, ყოველწლიურად ვატარებთ ექსპერიმენტებს სხვადასხვა ჯიშებზე მათი საღვინე პოტენციალის გამოვლინების მიზნით. კარგი მაჩვენებლის შემთხვევაში, ვიწყებთ ამ ჯიშების გამრავლებას და საწარმო ვენახებში გაშენებას, რაც 10-15 წელიწადს საჭიროებს, რადგან გამრავლება 3-5 ვაზიდან იწყება. „შუმი“ პირველი მწარმოებელია ისეთი ღვინოების, როგორებიცაა „სიმონასეული“, „შავი რქაწითელი“ და პირველი და ერთადერთი მწარმოებელია ღვინო „უბაკლურის“. ადრე ჩვენი წინაპრები ერთი ჯიშის ღვინოს არ აწარმოებდნენ. მათ შერეული ვენახები ჰქონდათ, სადაც რამდენიმე ჯიშის ვაზი ერთად იზრდებოდა და მათ ერთად წურავდნენ. ამრიგად, უბაკლურის ღვინო არც არასოდეს დამზადებულა „შუმის“ ექსპერიმენტამდე. ძალიან მდიდარია ქართული ვაზის გენოფონდი და კიდევ ბევრი საინტერესო ჯიშია „აღმოსაჩენი“. ჩვენი ერთგულ მომხმარებელს მრავალ სასიამოვნო სიურპრიზს ვუმზადებთ მომავალში.

 

ცნობისთვის, სახელი „შუმი“ ძველი ქართული სიტყვაა და ითარგმნება როგორც სუფთა, უმაღლესი ღვინო. მეღვინეობა კახეთში, თელავში მდებარეობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა