მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7019.8
0.0021
flag
AZN 1.5843
-0.0003
flag
CNY 37.475
-0.004
flag
EUR 3.1282
-0.0099
flag
GBP 3.6269
0.0008
flag
KZT 49.79
0.0019
flag
TRY 0.0661
-0.0001
flag
USD 2.6942
-0.0006

ივნისში, ბათუმში საშუალო ფართობის ბინის ქირის ფასი წლიურად 1.6%-ით გაიზარდა - Galt & Taggart

news image

2025 წლის ივნისში, ბათუმში საშუალო ფართობის ბინის (50-60 კვ.მ.) ქირის ფასი წლიურად 1.6%-ით გაიზარდა და კვ.მ.-ზე 11.9 აშშ დოლარი შეადგინა. 

ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში „ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონება“ არის აღნიშნული. 

Galt & Taggart-ში აცხადებენ, რომ ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მოთხოვნამ ზრდა 2025 წლის მეორე კვარტალშიც გააგრძელა - გაყიდვები გაიზარდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე, წლიურად 13.1%-ით და 23.4%-ით, შესაბამისად. აღნიშნული ზრდა ნაწილობრივ ასახავს გასული წლის დაბალი ბაზის ეფექტს. ორივე ბაზარზე ზრდა განაგრძო ფასებმაც და პირველად ბაზარზე წინა კვარტალთან შედარებით 2.7%-ით გაიზარდა. ამავდროულად, ქირის ფასი 2025 წლის ივნისში, წლიურად 1.6%-ით გაიზარდა და შესაბამისად ქირის შემოსავლიანობა სხვა ქალაქებთან შედარებით მაღალ დონეზე შენარჩუნდა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Trendyol საქართველოზე ფოკუსირდება - პლატფორმაზე ქართული ინტერფეისის დამატებაც განიხილება

13.08.2025.16:10

თურქული ელექტრონული კომერციის გიგანტი Trendyol საქართველოზე ფოკუსირდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბარში Inex Group-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა მიშა ბაბუნაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კომპანია უკვე ახორციელებს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც ქართველ მომხმარებლებს პლატფორმაზე შოპინგს გაუმარტივებს.


„Trendyol-მა და Inex Group-მა რამდენიმე თვის წინ დაიწყეს თანამშრომლობა. დღეს კომპანია სერიოზულადაა დაინტერესებული საქართველოს ბაზრით და ქმნის პირობებს, რომ ქართველ მომხმარებლებს პლატფორმაზე სერვისით სარგებლობა კიდევ უფრო მარტივად შეეძლოთ,“ - ამბობს ბაბუნაშვილი.


წლების განმავლობაში Trendyol მხოლოდ თურქულ ენაზე ფუნქციონირებდა, თუმცა უკვე დამატებულია ინგლისური და არაბული ენები. ამასთან, არსებობს პერსპექტივა, რომ Trendyol ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომი გახდეს.

„საიტის თარგმნა ტექნიკურად რთული პროცესია - პოზიციები მუდმივად იცვლება, პროდუქცია ემატება და იშლება. თუმცა, Trendyol-ის 2025 წლის სტრატეგიულ გეგმაში საქართველო უკვე შეტანილია და ენის ლოკალიზაციაც განიხილება,“ - აცხადებს Inex Group-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.

პარტნიორობის შედეგად, დღეს Inex Group-ის მომხმარებლებს Trendyol-ის ვებსაიტზე პირდაპირ შეუძლიათ აირჩიონ Inex გადამზიდავად, მონაცემები ავტომატურად ივსება და ამანათი პირდაპირ მომხმარებელთან მოდის. ამასთან, პარტნიორობის ფარგლებში ეტაპობრივად მოქმედებს ექსკლუზიური შეთავაზებები. მაგალითად, ახალ მომხმარებლებზე 30%-იანი ფასდაკლება.

მიშა ბაბუნაშვილის განცხადებით, Trendyol-ის გააქტიურებამ თურქეთიდან გამოწერების რაოდენობის ზრდა გამოიწვია, რაც კვირაში 2-3 სიხშირით გადაზიდვებს საჭიროებს. თუმცა მოთხოვნის გაზრდის პარალელურად გაიზრდება სიხშირეების რაოდენობაც. 


კომპანიას სურს სამომავლოდ ქართულ ბიზნესსაც მისცეს შესაძლებლობა, Trendyol-ზე საკუთარი პროდუქცია განათავსოს.

„ეს არის ჩვენი ინიციატივა, როდესაც ვესაუბრებით და ხელშეკრულებას ვაფორმებთ საერთაშორისო პლატფორმასთან. Trendyol-ის შემთხვევაში ჯერჯერობით ეს სერვისი არ არის, მაგრამ ზუსტად მაგაზე ვმუშაობთ, რომ სამომავლოდ ქართველებსაც შეეძლოთ აღნიშნული ქმედების განხორციელება“, - აცხადებს Inex Group-ის წარმომადგენელი.

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა