იუსტიციის სამინისტრო 9 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით შესაძლებლობას აძლევს მეწარმე სუბიექტებს ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებით, განახევრებული საფასურით და გაიარონ რეგისტრაცია
იუსტიციის სამინისტრო 9 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით შესაძლებლობას აძლევს მეწარმე სუბიექტებს ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებით, განახევრებული საფასურით და გაიარონ რეგისტრაცია - აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ იმედის დილაში გადაცემა ,,ბიზნეს ინსაიდერ საქართველოში" სტუმრობისას განაცხადა.
,,იუსტიციის სამინისტრო მეწარმე სუბიექტებს 9 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით შესაძლებლობას აძლევს ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებით და გაიარონ რეგისტრაცია. საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის საფასური განახევრდა ასევე რეგისტრაციისას სუბიექტები ისარგებლებენ წინაწარ დამტკიცებული სტანდარტული წესდებით. ”მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ამარტივებს ბიზნესპროცედურებს, იცავს ბიზნესსუბიექტების უფლებებს და ხელს უწყობს მეწარმეთა ერთიანი ბაზის სისტემატიზაციას. იუსტიციის სამინისტრო 9 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით შესაძლებლობას აძლევს მეწარმე სუბიექტებს ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებით, განახევრებული საფასურით და გაიარონ რეგისტრაცია", - აცხადებს თამარ ზოდელავა.
სხვა სიახლეები
საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით - სტატისტიკა
10.04.2026.13:05
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური 2025 წლის განახლებულ მონაცემებს აქვყენებს. სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. ამასთან, წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 411 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 348 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 129 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 584 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 513 მილიონ ლარს.
TOP 5 სადაზღვევო კომპანია 2025 წლის მიხედვით (მლნ. ლარი)
TBC Insurance - თიბისი დაზღვევა 260 მლნ. ლარი
ჯიპიაი ჰოლდინგი • GPI Holding 251 მლნ. ლარი
ალდაგი | Aldagi 228 მლნ. ლარი
იმედი L • Imedi L 133 მლნ. ლარი
არდი • ARDI 105 მლნ. ლარი
ამასთან, დაზღევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8% დაზღვეულია.