იცოდით, რომ საგადასახადო რისკების დაზღვევა შესაძლებელია?
ქართული ბიზნესისთვის ნაკლებად ცნობილი პროდუქტია საგადასახადო რისკების დაზღვევა, რაც გულისხმობს თქვენი კომპანიის საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შემთხვევაში, გამოვლენილი ხარვეზების შედეგად ჯარიმებისა და საურავების რისკების მიტიგაციას.
იმ ბიზნესებისთვის, რომელთაც ნაკლები გამოცდილება აქვთ ფინანსურ სფეროში, ხშირად რთულია განხორციელებული ტრანზაქციების საგადასახადო შედეგების შეფასება. შესაძლოა კომპანია იდგეს უზარმაზარი რისკის წინაშე, ისე რომ ვერ აცნობიერებდეს. კომპანიის მფლობელს ან დირექტორს, შესაძლოა ტრანზაქციის დაგეგმვისას თვალთახედვიდან გამორჩეს საგადასახადო ეფექტი, რასაც ხშირად სავალალო შედეგამდე მიყავს ბიზნესი. სწორედ ამიტომ, „ენთები“ ბიზნესებს რისკების დაზღვევის მექანიზმს სთავაზობს, რომელიც მუშაობს შემდეგნაირად: კომპანია შეიძენს საგადასახადო მომსახურების პაკეტს „ენთები“-სგან. „ენთები“ ბაზრის ლიდერი ბუღალტრული და საგადასახადო სერვისების კომპანიაა, რომელიც ყოველდღიურად 700-ზე მეტი ბიზნესს ემსახურება და კლიენტ ბიზნესებს სთავაზობს საგადასახადო რისკების დაზღვევის პროდუქტს, რის ფარგლებშიც, კომპანიები იღებენ წვდომას საგადასახადო ექსპერტებზე, რომლებთან ერთადაც ხდება კომპანიის მდგომარეობის შესწავლა და ტრანზაქციების დაგეგმვა, რათა მოხდეს საგადასახადო ეფექტების დაანგარიშება და რისკების მინიმიზაცია. „ენთები“-ს ექსპერტების მიერ გამოიცემა რეკომენდაციები. თუ კომპანიას დაენიშნა საგადასახადო შემოწმება და დაეკისრა საგადასახადო ჯარიმა/საურავები, „ენთები“ იღებს პასუხისმგებლობას მათ ანაზღაურებაზე. “ენთები” თანამშრომლობს ბაზრის ორ ლიდერ სადაზღვევო კომპანიასთან, რომელთანაც გადაზღვეული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა.
გარდა იმისა, რომ „ენთები“ უმსხვილესი საგადასახადო და ბუღალტრული სერვისების მომწოდებელი კომპანიაა, 2023 წელს, მან გაიმარჯვა TBC ბანკის მიერ ორგანიზებულ, ქვეყნის უმსხვილეს ბიზნეს-დაჯილდოების ცერემონიაში, ნომინაციაში „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილებისთვის“, სადაც ასობით კომპანიას შორის, აღნიშნულ ნომინაციაში, პირველი ადგილი დაიკავა. შედეგად, გარდა იმისა, რომ „ენთები“ ბიზნესებს აწვდის ფინანსურ სერვისებს, იგი ასევე უზრუნველყოფს მათ საუკეთესო გამოცდილებასა და კმაყოფილებას.
რას მოიცავს საგადასახადო დაზღვევა და რა არის მისი საფასური?
საგადასახადო რისკების დაზღვევა მოიცავს საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში, კომპანიაზე დაკისრებული საგადასახადო ჯარიმებისა და საურავების ანაზღაურებას „ენთები“-ს მიერ.
საგადასახადო მომსახურების საფასური გათვლილია იმაზე, რომ იყოს ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ ის კომპანიები, რომლებიც სარგებლობენ „ენთები“-ს ბუღალტრული მომსახურებით, ამავე მომსახურების ფარგლებში ავტომატურად იღებენ საგადასახადო რისკების დაზღვევის სერვისს. გარდა ამისა, საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შემთხვევაში, „ენთები“-ს საგადასახადო ექსპერტთა გუნდი უშუალოდ ერთვება შემოწმების პროცესში და წარმართავს საგადასახადო ორგანოსთან კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიწოდების პროცესს.
„ენთები“-ს ბუღალტრული მომსახურება, გულისხმობს კომპანიების მიერ, მათი ბუღალტერიის აუთსორსზე გატანას, რაც ნიშნავს შიდა ბუღალტრის ნაცვლად, გარე მომსახურე კომპანიის დაქირავებას, რომელიც: აწარმოებს კომპანიის ბუღალტერიას თანამედროვე საბუღალტრო პროგრამაში, უზრუნველყოფს დოკუმენტების ელექტრონული სახით შენახვას და საგადასახადო დეკლარაციების გადაგზავნას.
მოქმედებს თუ არა საგადასახადო დაზღვევა წარსულ პერიოდებზე?
თუ კომპანიას სურს, რომ „ენთები“-მ პასუხისმგებლობა აიღოს პერიოდებზე, როდესაც კომპანიას „ენთები“-სთან კონტრაქტი არ ჰქონდა, მაშინ მან უნდა დაუკვეთოს წინა პერიოდების შემოწმება, რომლის ფარგლებშიც, „ენთები“-ს საგადასახადო ექსპერტები შეისწავლიან გასული წლების ტრანზაქციებს და გამოსცემენ რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაშიც, დაზღვევა ასევე იმოქმედებს წარსულ პერიოდებზე.
წარსულ პერიოდებზე საგადასახადო შესწავლის გარდა, კომპანიამ შესაძლოა დაუკვეთოს საბუღალტრო ნაშთების აღდგენა, იმ შემთხვევაში, თუ მას აღრიცხვა არ გააჩნდა. ნაშთების აღდგენის მომსახურების ფარგლებში, „ენთები“ მოაწესრიგებს და აღრიცხავს გასული წლების ტრანზაქციებს.
როგორ შევიძინოთ საგადასახადო დაზღვევის პროდუქტი?
საგადასახადო მომსახურების პაკეტის შეძენა მარტივი პროცესია. პირველ რიგში, საჭიროა ზარი „ენთები“-სთან, რომლის შემდგომაც მოხდება კონკრეტულ პირობებზე შეთანხმება და ხელშეკრულების გაფორმება.
ენთების საკონტაქტო ინფორმაცია:
ფეისბუქი: https://www.facebook.com/AccountAnts.ge
ტელეფონი: +995 32 212 22 12
საიტი: www.ants.ge
სხვა სიახლეები
07.10.2025.16:00
Gluten free მომხმარებელს სთავაზობს უგლუტენო პროდუქციას. კომპანია ერთი წელია რაც ბაზარზე ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ეკა აბრამიშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ჩვენი კომპანია Gluten Free სპეციალიზდება უგლუტენო ნაწარმის წარმოებასა და რეალიზაციაში. საქმიანობა 2024 წელს დავიწყეთ, მიზნად დავისახეთ საქართველოში ჯანსაღი და უსაფრთხო ალტერნატივების შექმნა იმ ადამიანებისთვის, ვინც უგლუტენო კვებას მისდევს, იქნება ეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თუ ცხოვრების სტილის არჩევანის გამო.
მომხმარებლებს ვთავაზობთ სხვადასხვა სახის უგლუტენო პურს, ბეიგელს, ქართულ ტრადიციულ ხაჭაპურს და ლობიანს, ნამცხვრებსა და სხვა საცხობ ნაწარმს, რომელიც დამზადებულია ხარისხიანი ინგრედიენტებით, გემოსა და ტექსტურის შენარჩუნებით.
ჩვენი მისიაა, რომ უგლუტენო პროდუქტი იყოს არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ გემრიელი და ხელმისაწვდომი თითოეული მომხმარებლისთვის.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
ამ ეტაპზე ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა სახეობის პურეულს, ბეიგელებს, ხაჭაპურის რამდენიმე ვარიანტს, ასევე უგლუტენო პელმენს. ტკბილი ნაწარმის ხაზში მომხმარებელს ვთავაზობთ ნამცხვრებსა და ტორტებს, რომლებიც მზადდება მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით და არის სრულიად უგლუტენო.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობაა ის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან შეზღუდულია უგლუტენო ნაწარმის არჩევანი, ხოლო Gluten Free მომხმარებელს სთავაზობს ფართო ასორტიმენტს.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია საკუთარი სივრცის შექმნა - პატარა კაფეს ან სამზარეულოს სახით, სადაც მომხმარებლები ადგილზე დააგემოვნებენ ჩვენს უგლუტენო პროდუქტებს. ეს საშუალებას მოგვცემს, არა მხოლოდ მოვამზადოთ და შევთავაზოთ მომხმარებლებს ხარისხიანი ნაწარმი, არამედ შევქმნათ სითბოსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ატმოსფერო, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა აღმოაჩინოს უგლუტენო ალტერნატივების მრავალფეროვნება.
გრძელვადიან პერსპექტივაში ვაპირებთ, ეს სივრცე იქცეს შეხვედრის ადგილად ჯანსაღი კვების მოყვარულებისთვის, სადაც ერთდროულად იქნება კაფე, საცხობი და სამზარეულო ინოვაციური რეცეპტების გამოსაცდელადაც.