iTechnics-ის და Mistore-ს გუნდი ყოველთვის ცდილობს მომხმარებლებს ხელსაყრელი პირობები შესთავაზოს და ჭკვიანი ტექნიკა, თუ Apple-ს პროდუქცია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს - ლანა ბლიაძე
ზოგადად iTechnics • აიტექნიკსი • Apple Authorised Reseller-ის და Mistore • მისთორი Xiaomi Authorised Reseller-ის გუნდი ყოველთვის ცდილობს მომხმარებლებს ხელსაყრელი
პირობები შესთავაზოს და ჭკვიანი ტექნიკა, თუ Apple-ს პროდუქცია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. აღნიშნულის შესახებ Business Insider Georgia-სთან VNG Group - ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლანა ბლიაძემ განაცხადა. მისი თქმით, VNG Group-ში შემავალი ტექნიკის მაღაზიათა ქსელები მომხმარებლებს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ფასდაკლების აქციებს სთავაზობენ.
„ჩვენს მომხმარებლებს ყველა დღესასწაულს აქციებით და ფასდაკლებებით ვულოცავთ, გამონაკლისი არც სააღდგომო პერიოდი იქნება.
• 11 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით “მისთორის” მომხმარებლებს შეუძლიათ 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ შერჩეულ პროდუქციაზე (აეროგრილები, ბლენდერები, თერმო ჩაიდნები და ა.შ)
• Dreame-ს რობოტ მტვერსასრუტის შეძენის შემთხვევაში საჩუქრად Mi Smart-ის აერო გრილი გადაეცემათ.
• განსაკუთრებული აქცია კი Westinghouse-ის სამზარეულოს წვრილ ტექნიკაზე გვაქვს, რომელიც ამერიკული ბრენდია და საოცრად დახვეწილი ვიზუალი აქვს, სწორედ სააღდგომო პერიოდში Westinghouse-ის 3 ნივთის შეძენის შემთხვევაში 10%-იან ფასდაკლებით სარგებლობა შეგეძლებათ, 3-ზე მეტი ნივთის შეძენისას კი 15%-იანი ფასდაკლებას მიიღებთ“, - აცხადებს ლანა ბლიაძე.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის „მისთორიში“ უამრავი ცნობილი ბრენდია წარმოდგენილი. თუმცა გარკვეული მათგანის ექსკლუზიური შემომტანები სწორედ VNG Group-ია.
„მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია Laifen-ი, რომელიც მომხმარებელმა განსაკუთრებით შეიყვარა, ბრენდი თმის საშრობებს და კბილის ელექტრო ჯაგრისებს გვთავაზობს. ასევე Ecovaks-ი, რომელიც ძირითადად რობოტ მტვერსასრუტებს და ფანჯრის საწმენდ ჭკვიან მოწყობილობებს გვთავაზობს, ასევე Oneder-ი, რომელიც ხარისხიანი დინამიკებით გამოირჩევა, Poco, Redmi, Xiaomi - ბიუჯეტურ ტელეფონების დიდი არჩევანით და სხვა“, - აცხადებს ლანა ბლიაძე.
VNG Group - ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე „მისთორი“ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშია წარმოდგენილია 7 ფილიალით.
„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, რობოტი მტვერსასრუტების კატეგორიაში „მისთორი“ ისედაც ლიდერობს საქართველოს ბაზარზე, თუმცა ვგეგმავთ კატეგორიის გაფართოებას, ასევე პრიორიტეტულია ჩვენთვის თავის მოვლის კატეგორია, რომელშიც თმის საშრობიდან დაწყებული სარბენი ბილიკებით დამთავრებული ყველა ტექნიკას მოვიაზრებთ. ასე რომ „მისთორის“ ტექნიკასთან ერთად ცხოვრება ნამდვილად მარტივია, ჩვენი სლოგანიც ესაა “მისთორი, გაიმარტივე ცხოვრება”, - აცხადებს ლანა ბლიაძე.
სხვა სიახლეები
წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას
12.12.2025.16:35
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას განაგრძობს.
ამჯერად, შეთავაზებები ვრცელდება ნაწილ-ნაწილით გადახდაზე ოთხ ობიექტში - ძველი სუფრა, HOME, iPLUS და VOULEZ-VOUS, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სადღესასწაულო შოპინგი დანახარჯების გარეშე დაიწყონ - შეთავაზების მიხედვით, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სასურველი ნივთები ეფექტური 0%-ში და გადახდა მოგვიანებით დაიწყონ.
1. HOME
HOME-ში შეთავაზება აქტიურია 13 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით. მაღაზიაში დეკორაციული ნივთების შეძენა ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას 20% ფასდაკლებითაა შესაძლებელი. შეთავაზება არ ვრცელდება უკვე ფასდაკლებულ ნივთებზე.
2. ძველი სუფრა
15 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებლებს შეუძლიათ მრავალფეროვანი სახლის დეკორის, ხელნაკეთი აქსესუარების, სუვენირებისა და საჩუქრის ნაკრების შეძენა ძველი სუფრის ფიზიკურ ობიექტებში 40%-იანი ფასდაკლებით - ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას. შეთავაზება სრულ კოლექციაზე ვრცელდება და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, პროდუქტები დღესვე აირჩიოს და გადახდა ეტაპობრივად, ოთხ ნაწილად განახორციელოს.
3. iPLUS
17-დან 21 დეკემბრის ჩათვლით iPLUS-ის ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში მინიმუმ 1500 ლარის ღირებულების ტექნიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 150 ლარის ქეშბექი მიიღონ.
4. VOULEZ-VOUS
Voulez-vous-ში ასორტიმენტის დიდ ნაწილზე 50%-მდე ფასდაკლება უკვე დაიწყო. ამასთანავე, 15–18 დეკემბრის პერიოდში, სუნამოების, კანის მოვლისა თუ დეკორატიული კოსმეტიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას, მომხმარებლები დამატებით 10%-იან ფასდაკლებას მიიღებენ (სასაჩუქრე ვაუჩერების, Chanel-ის, Dior-ის, Guerlain-ის, Givenchy-ის და Kenzo-ს პროდუქტების გარდა).