მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.5
0.001
flag
AZN 1.5848
-0.0003
flag
CNY 39.479
-0.0022
flag
EUR 3.1771
0.0037
flag
GBP 3.6439
-0.0046
flag
KZT 57.5
0.0021
flag
TRY 0.06
-0.0002
flag
USD 2.6936
-0.001

იტალიური სუპერქარი საქართველოში – Lamborghini-ს შოურუმი თბილისში ოფიციალურად გაიხსნა

news image
  • აღმოსავლეთ ევროპაში სტრატეგიული გაფართოებით ბრენდი გლობალურ ზრდგანაგრძობს

თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის 129 ნომერში, ოფიციალურად გაიხსნა Automobili Lamborghini-ს პირველი შოურუმი საქართველოში. ლეგენდარულ იტალიურ ბრენდს საქართველოში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს. ბრენდის კონცეპტუალური შოურუმი სრულად ასახავს Lamborghini-ს გაბედულ, ავთენტიკურ და იტალიური ხიბლით სავსე იდენტობას.

შტეფან ვინკელმანი, Automobili Lamborghini-ს პრეზიდენტ და აღმასრულებელ დირექტორი: „საქართველოს პირველი ოფიციალური შოურუმის გახსნა მნიშვნელოვან ნაბიჯია Lamborghini-ს საერთაშორისო განვითარების სტრატეგიაში. მოხარულები ვართ, რომ ვაძლიერებთ ჩვენს პოზიციას საქართველოში ისეთი პარტნიორის მეშვეობით, როგორიც არის თეგეტა ჰოლდინგი – კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებსა და მომსახურებას. ჩვენი სრულად ჰიბრიდული მოდელების დებიუტი, ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან ერთად, შეესაბამება ჩვენ გრძელვადიან სტრატეგიას მდგრადი განვითარების მიმართულებით.

ეკატერინე ქავთარაძე„თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი:
„მოხარულები ვართ, რომ უკვე შესაძლებლობა გვაქვს, საპატიო სტუმრებს და ჩვენს მომხმარებელს Lamborghini-ს შოურუმში ვუმასპინძლოთ. ამ ექსკლუზიურითანამშრომლობის საფუძველი საავტომობილო ინდუსტრიაში „თეგეტას“ 30-წლიანი გამოცდილება და პარტნიორების მხრიდან მაღალი სანდოობა გახდა. სრულად ვართ მზად, მომხმარებელს იტალიური ბრენდის სტანდარტების შესაბამის შოურუმში მოვემსახუროთ და მაღალკვალიფიციური სერვისი შევთავაზოთ. ლეგედარულ ბრენდთან თანამშრომლობა ახალი ისტორიის დასაწყისია როგორც „თეგეტასთვის“, ისესაქართველოს საავტომობილო ბაზრისათვის. ვფიქრობთ, ეს მოვლენა დადებითად აისახება, ცხადია, როგორც ჩვენი ჰოლდინგის, ისე ზოგადად ქვეყნის იმიჯზე“.

ლეგენდარული ბრენდისპრეზენტაციას, ჯამში, 500-მდე სტუმარი დაესწრო. საგანგებოდ ღონისძიებისთვის ერთი დღით პავილიონი მოეწყო, სადაც ინტერაქციული ინსტალაციები ვიზუალური ხელოვნებითა  და სპეციალურად ამ საღამოსთვის შექმნილი DJ სეტით შთამბეჭდავ ატმოსფეროს ქმნიდა. პავილიონიდან დამსწრეებმა საექსპოზიციო სივრცეში გადაინაცვლეს, სადაც მათ იტალიის დროშის ფერებში წარმოდგენილი Lamborghini-ს მოდელები დახვდათ. ამ ჟესტით კიდევ ერთხელ წარმოჩნდაბრენდის სულისკვეთება.

გახსნის ცერემონიის კულმინაცია იყო Lamborghini Temerario-ს დებიუტი საქართველოში სუპერსპორტული ავტომობილი, რომელიც სრულყოფს ბრენდის ჰიბრიდული მოდელების ხაზს. ეს მოდელი ნამდვილად არის კატეგორიაში გამორჩეული ავტომობილი – „Fuoriclasse“,   რომელიც თავისთავად ქმნის ახალ სტანდარტს. მისი 920-ცხენისძალიანი, ორ ტურბოზე მომუშავე V8 ჰიბრიდული ძრავის სისტემა უზრუნველყოფს გამორჩეულ სიმძლავრესა და კომფორტს შეუდარებელი მართვის გამოცდილებისთვის.

ავტომობილი სრულად შემუშავებულია Sant’Agata Bolognese-ში და მისი V8 ძრავა ერთადერთია სერიული წარმოების სპორტულ ავტომობილებს შორის, რომელსაც შეუძლია 10,000 ბრუნს მიაღწიოს წუთში. ტექნიკური მახასიათებლების გარდა, Temerario ასევე გამოირჩევა სალონის სივრცითა და კომფორტით, რაც უზრუნველყოფს მეტ ადგილს მგზავრებისა და ბარგისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა მანქანა თავის კლასში. ეს მოდელი ინჟინერიისა და დიზაინის ახალი მიღწევაა, რომელიც აერთიანებს მაღალ წარმადობას, ახალი თაობის აეროდინამიკურ სტანდარტებსა და ბრენდის დიზაინერულ იდენტობას.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი:  „გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ „თეგეტასა“ და Automobili Lamborghini-ს პარტნიორობა რეგიონის მასშტაბით უპრეცედენტოა და ხაზს უსვამს არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის მაღალ რეპუტაციას, არამედ საავტომობილო სექტორის განვითარებას ქვეყანაში, რომლის სათავეშიც უკვე წლებია სწორედ „თეგეტა“ დგას. 

ჩვენი მთავარი სამიზნე აუდიტორია ამჯერად სუპერქარების მოყვარულები არიან, რომლებსაც მაღალი კლასის ავტომობილების ფართო სამოდელო რიგს შევთავაზებთ. ამასთან ერთად, როგორც ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები, ვიღებთ პასუხისმგებლობას მაღალი ხარისხის სრულ სერვისმომსახურებაზე. მზადება ამისათვის გასულ წელს დავიწყეთ. ჩვენმა გამოცდილმა მექანიკოსებმა ბრენდის სპეციფიკაციების დეტალურად შესასწავლად რამდენიმეთვიანი კურსები გაიარეს. ვფიქრობთ, შევძლებთ,ქართველ მომხმარებელს Lamborghini-სთვის დამახასიათებელი ემოციებით სავსე ახალი გამოცდილება შევთავაზოთ.

მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს – TBC WM-ს და Bridgestone-ს, გლობალურ ლიდერს საბურავების წარმოებასა და მდგრადი მობილობის გადაწყვეტილებებში, რომელიც ასევე  Lamborghini-ს ოფიციალური პარტნიორია“.

შოურუმი 
Lamborghini-ს შოურუმი 300 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და აგებულია 
ბრენდის გლობალური სტანდარტების შესაბამისად. მისი არქიტექტურა და დიზაინი Lamborghini-ს ესთეტიკასა და ფილოსოფიას ასახავს. თითოეული დეტალი, როგორც ინტერიერი, ისე ექსტერიერი, და ყველა გამოყენებული მასალა, მათ შორის მაღალი ხარისხის ევროპული ავეჯი და ტექნიკური ინვენტარი,სრულად შეესაბამება Lamborghini-ს სტანდარტებს.

რაც შეეხება სერვისს, სადაც უშუალოდ Lamborghini-ს მიერ მომზადებული სპეციალისტები მუშაობენ, რვა სამუშაო სივრცისგან შედგება. ავტომომსახურების ნაწილი თანამედროვე დანადგარებითა და უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი. 

Lamborghini-ს მოყვარულებს ექნებათ წვდომა შოურუმში განთავსებულ Ad Personam კონფიგურატორზე, რომლის საშუალებითაც შეძლებენ, თავად შეარჩიონ ფერები, მასალები, განსაზღვრონ სპეციფიკაციები და თავიანთ გემოვნებაზე მორგებული ავტომობილი შეიძინონ. 

Automobili Lamborghini-ს შესახებ

Automobili Lamborghini 1963 წელს დაარსდა Sant’Agata Bolognese-ში და დღემდე იტალიური ავტოწარმოების გლობალური სიმბოლოა. 60-წლიანი ისტორიის განმავლობაში კომპანიამ შექმნა საავტომობილო ინდუსტრიის რამდენიმე ლეგენდარული მოდელი და გახდა პირველი ბრენდი სუპერსპორტული ავტომობილების სეგმენტში, რომელმაც სრულად ჰიბრიდული მოდელების ხაზი შემოიტანა: Revuelto – V12 HPEV; Urus SE – პირველი plug-in ჰიბრიდული Super SUV; და Temerario –ერთადერთი სუპერსპორტული ავტომობილი, რომელსაც შეუძლია 10,000 ბრუნს მიაღწიოს წუთში, ორ ტურბოზე მომუშავე V8 ძრავით.
ამავდროულად, Lamborghini აგრძელებს მნიშვნელოვნად შემცირებულ ემისიებზე ორიენტირებულ განვითარებას. მისი საწარმო უკვე ათწლეულზე მეტია, რაც ნახშირბადნეიტრალურია და ეს ასახავს კომპანიის სტრატეგიას – “Direzione Cor Tauri”, რომელიც მიზნად ისახავს ღირებულებათა ჯაჭვის სრული დეკარბონიზაციას.
ყველა Lamborghini იქმნება და იწარმოება იტალიაში, ახალ ტექნოლოგიურ ქარხანაში, რომელიც წელიწადში 10,000-ზე მეტ ავტომობილს აწარმოებს და ლიდერია როგორც ინოვაციაში, ისე მდგრად განვითარებაში. კომპანია 3,000-მდე თანამშრომელს აერთიანებს და წარმოდგენილია 56 ქვეყანაში 185 დილერის მეშვეობით.
Automobili Lamborghini აგრძელებს საზღვრების გაფართოებას, თავისი ძირითადი ღირებულებების შენარჩუნებით: გაბედული, მოულოდნელი და ავთენტიკური.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ [ენერგეტიკის] დარგი აქტიურად დავაფინანსოთ - ზურაბ ქოქოსაძე

18.04.2026.03:49

„ენერგეტიკაში ინვესტიციები და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა ძალზე მნიშვნელოვანი საკითხებია, განსაკუთრებით იმ ვითარების ფონზე, რაც ჩვენს რეგიონში ხდება,“ - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძემ ეკონომიკური ფორუმის სხდომაზე, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მიდგომასა და შესაძლებლობებს მიეძღვნა.

ფორუმი გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც ფორუმის მონაწილე ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს ენერგეტიკული პოლიტიკის მიმდინარე და სამომავლო მიმართულებები გააცნო.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებას საქართველოსთვის განვითარებისთვის ენერგოდამოუკიდებლობის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ. ზურაბ ქოქოსაძემ ასევე დადებითად შეაფასა ის პროექტები, რომელთაც ეკონომიკის სამინისტრო ამ მიზნის მისაღწევად ახორციელებს.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ხაზი გაუსვა ინვესტორების მხრიდან ენერგეტიკის სექტორისადმი გაზრდილ ინტერესს. „ინტერესი ინვესტორების მხრიდან საკმაოდ დიდია. ბევრი პროექტია, რაც ახლა დამუშავების ეტაპზეა ჩვენს ბანკში. დაახლოებით 700 მლნ ლარის ენერგოპროექტია მხოლოდ ჩვენ ბანკში და ვიმედოვნებ, რომ ამ სფეროს განვითარება კიდევ უფრო დინამიურად გაგრძელდება. შესაბამისად მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ დარგი აქტიურად დავაფინანსოთ,“ - აღნიშნა ზურაბ ქოქოსაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა