მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7091
0.0031
flag
AZN 1.5928
-0.0002
flag
CNY 38.102
-0.0048
flag
EUR 3.1424
-0.0038
flag
GBP 3.5656
0.005
flag
KZT 51.78
0.0006
flag
TRY 0.064
0
flag
USD 2.708
-0.0005

ისწავლე AI-ს საფუძვლები საქართველოს ბანკის დაფინანსებით - საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

news image

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული ქალებისთვის, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ახალ პროექტს ახორციელებს. ამჯერად ბანკის, მასტერქარდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში AI სტიპენდია ქალებისთვის შეიქმნა. 

პროექტში მონაწილეობა და განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ქალს, ვისაც აინტერესებს ხელოვნური ინტელექტი (AI) და აქვს შესაძლებლობა, მოიპოვოს 100%-იანი დაფინანსება საქართველოს ბანკის პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში. ასევე, აქვს სურვილი, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით დაეუფლონ ახალ პროფესიას.

რაც შეეხება ბანკის პარტნიორი აკადემიებს და კურსებს, რომლებსაც ისინი ხელოვნური ინტელექტის შესასწავლად სთავაზობენ ქალებს,  სია ასე გამოიყურება: 

TBILISI SCHOOL OF COMMUNICATION

  • ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები
  • AI Agents & Automations
  • AI ბიზნესის განვითარებაში

 Academy of Digital Industry

  • ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი
  • AI ChatBots

Smart Academy

  • ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში

 Skillwill

  • ხელოვნური ინტელექტი საოფისე სამუშაოსთვის

ScaleUp

  • ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება

AgileSchool

  • AI Automation

სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები შეირჩევიან წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, რასაც თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს. საწყის ეტაპზე საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა Stipendia.bog.ge-ზე, დაწეროთ სამოტივაციო წერილი და დაელოდოთ პასუხს გასაუბრების თაობაზე.

აპლიკაციების მიღება 30 ნოემბრამდე გრძელდება.

საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია - GAIA Meetup გრძელდება

18.11.2025.11:16

AI ეკოსისტემის განვითარებისთვის, ახალი თაობის და პროფესიონალების გაძლიერებისთვის თიბისი ქმნის გარემოს, სადაც ცოდნის გაზიარება, პროფესიონალებთან კომუნიკაცია და განათლების მიღება ტექნოლოგიურ იდეას რეალობად აქცევს.

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ყოველთვიური შეხვედრების სერიას „GAIA Meetups“ აგრძელებს. 13 ნოემბერს GAIA Meetups Tech-ის მორიგი შეხვედრა ჩატარდა, რომლის სპიკერიც AI მკვლევარი ლევან ცინაძე იყო. მან მონაწილეებს საკუთარი კვლევის შედეგები გაუზიარა. კვლევა ენის მოდელების (LLMs) ახსნადობას (Explainability) და ინტერპრეტირებადობას (Interpretability) შეეხება და კომპლექსურ მათემატიკურ საკითხებს მოიცავს. პრეზენტაციის გარდა, შეხვედრის მონაწილეებს ნეთვორქინგის და იდეების, სიახლეებისა და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

GAIA Meetups არის ყოველთვიური შეხვედრების სერია, რომელიც თიბისის და D Block-ის მხარდაჭერით იმართება. პროექტის ზოგადი მიზანია AI-ის გარშემო გამოცდილების გაზიარებისა და ნეთვორქინგისთვის სივრცის შექმნაა.

GAIA Meetups-ის შეხვედრები ყოველთვიურად ორ ფორმატში ტარდება  - GAIA Meetups Tech და GAIA Meetups Horizons.

GAIA Meetups Tech: განკუთვნილია AI და მონაცემთა ტექნოლოგიების პროფესიონალებისთვის. შეხვედრების მიზანია ღრმა ტექნიკური საკითხების (მაგალითად, AutoML, Explainable AI და ა.შ.) განხილვა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

GAIA Meetups Horizons: ფართო აუდიტორიისა განკუთვნილია და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის (ბიზნესი, მარკეტინგი, ფინანსები თუ მედიცინა). ამ შეხვედრების ფოკუსი AI-ის ინტეგრაცია, ათვისება და განვითარების ზოგადი ტენდენციებია.

შეხვედრები ყოველთვიურად იმართება პროექტის პარტნიორ D Block-ის სივრცეში. დასწრებისთვის აუცილებელია GAIA-ს ვებგვერდზე რეგისტრაცია და მოწვევის დადასტურება.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა