ისრაელში ექსპორტი დროებით შევაჩერეთ, ალტერნატიულ ბაზრებს ვეძებთ - „ხილარი“
ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო ხილარი • Khilari ასორტიმენტს ზრდის და წვენების შემდეგ უკვე ალკოჰოლური სასმელების წარმოებას იწყებს.
კომპანიამ უკვე ჩაუშვა ხილის არყები, რომელიც ლატვიაში გადის ექსპორტზე. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა აზიის ქვეყნების ბაზრებზე.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, თამაზ კაკუშაძემ Business Insider Georgia- თან აღნიშნა, „ხილარის" პროდუქცია წარმატებით გადიოდა ისრაელში, თუმცა მიმდინარე პროცესების გამო ამ მიმართულებით გადაზიდვები დროებით შეჩერებულია.
„საკმაოდ კარგი სეზონია, მიუხედავად იმისა, რომ საექსპორტო ბაზრებზე გარკვეული გადაწყობა გვიწევს, გავზარდეთ ასორტიმენტი. ექსპორტზე ვაპირებთ ხილის არყების გაგზავნას ლატვიაში. ისრაელში დროებით შევაჩერეთ, თუმცა ალტერნატიულ ბაზრებზე მუშაობას გავაძლიერებთ. ვიდრე საომარი ვითარებაა, თავს შევიკავებთ ისრაელში ექსპორტისგან.
რაც შეეხება ახალ ბაზრებს, უზბეკეთთან გვაქვს მოლაპარაკება, ასევე პაკისტანთან და დუბაისთან. პაკისტანთან უკვე საბოლოო ხელშეკრულების დეტალს გავდივართ. გარკვეული ბიუროკრატიული ბარიერებია და დროში იწელება ხოლმე პროცესი, შეთანხმებას დიდი პერიოდი სჭირდება, აგვისტოს მერე გვაქვს მოლაპარაკება და ძლივს მივედით იქამდე , რომ გადაზიდვები დავიწყოთ", - აცხადებს თამაზ კაკუშაძე.
მისი თქმით, აზიაში ექსპორტის პარალელურად კომპანიისთვის ევროპის მიმართულება პრიორიტეტია.
„როდესაც ბიუროკრატიულ ბარიერებზე ვსაუბრობთ, ევროპაში ექსპორტი ამ კუთხით გაცილებით რთულია. თუმცა სხვა ბაზრებთან შედარებით, ყველაზე სტაბილურია და გაწეული ძალისხმევა ამად ღირს", - დასძენს ,,ხილარის" დირექტორი.
თამაზ კაკუშაძის ინფორმაციით, კომპანიის წლიური წარმოება დაახლოებით 500 ტონამდეა, თუმცა საწარმოს 1000-1200 ტონამდე ხილის გადამუშავების რესურსი აქვს.
შეგახსენებთ, რომ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო - შპს “ხილარი” სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში 2017 წელს შეიქმნა.
სხვა სიახლეები
სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას და ახალი პროდუქციის შეთავაზებას მომხმარებლებისთვის - Lolli Pop Caramels
03.11.2025.18:00
კომპანია Lolli Pop Caramels ხელნაკეთი ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 5 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ლიდა სარქისიანს ესაუბა.
„კომპანია „ლოლი პოპ კარამელსი“ 2020 წელს დაარსდა. უკვე 5 წელია რაც ბაზარზე ვართ და მომხმარებელს ვთავაზობთ ხელნაკეთ ტკბილეულს “, - ამბობს ლიდა სარქისიანი.
კომპანიის ასორტიმენტი მრავალფეროვანია. ამჟამად, „ლოლი პოპ კარამელსი“ 20 -მდე სახეობის ტკბილეულს აწარმოებს. „გვაქვს მრავალფეროვანი ასორტიმენტი.
ვაწარმოებთ 20-მდე სახეობის ტკბილეულს (ლოლიპოპსი, ქეიქპოპსი, ესკიმო, ხელნაკეთი შოკოლადი, მაფინები, ტკბილეულის თაიგულები და ა.შ) “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

კომპანიას სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია. ყველაზე მთავარი კი მაღალი ხარისხია.
„ლოლი პოპ კარამელსი" გამოირჩევა ხარისხით, განსხვავებული გემოს მქონე საკონდიტრო ნაწარმით და განსხვავებული დიზაინის პროდუქციით. ჩვენი კომპანია სთავაზობს მომხმარებელს მათთვის სასურველი დიზაინის პროდუქციას რაც კონკურენტულ უპირატესობად მიგვაჩნია, რადგან არ ვამზადებთ შაბლონური წესით და ყველანაირად ვცდილობთ მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ჩვენი მიზანია, რომ თითოეულმა მომხმარებელმა თავი განსაკუთრებულად და სასიამოვნოდ იგრძნოს “, - აღნიშნავს ლიდა სარქისიანი.
„ლოლი პოპ კარამელსი" სამომავლოდ გაფართოებას და ასორტიმენტის ზრდას გეგმავს.
„სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას, ახალი პროდუქციის დამატებას და დისტრიბუციით პროდუქციის გატანას რეგიონებში “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, მაღაზია ქალაქ თბილისში, ატენის #1 -ში მდებარეობს.