მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7095.4
-0.0045
flag
AZN 1.5903
-0.0005
flag
CNY 38.172
-0.0033
flag
EUR 3.1319
0.0009
flag
GBP 3.5759
0.0149
flag
KZT 52.43
0.0025
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7039
-0.0008

იშოპინგეთ SOLO-სთან ერთად - გაეცანით Black Friday-ს შეთავაზებებს

news image

SOLO მომხმარებლებზე მორგებული შეთავაზებების შექმნას განაგრძობს. შოპინგის ყველაზე დიდ დღეს - Black Friday-ს კი SOLO Mastercard World Elite-ის ბარათის მფლობელები საქართველოს ბანკის პოსტერმინალზე გადახდისას SOLO Boutique-ში და პარტნიორ მაღაზიებში სპეციალურ შეთავაზებებს მიიღებენ. კერძოდ, ისარგებლებენ 50%-იანი ქეშბექით SOLO Boutique-ში და დაიბრუნებენ მაქსიმუმ 500 ლარს.

ქეშბექი მოქმედებს ბუტიკის სრულ კოლექციასა და ყველა კატეგორიაზე, მათ შორის ისეთ ბრენდებზე, როგორებიცაა: CRASH BAGGAGE, GAGGIA, BANGLE UP-სა თუ PHILLIPE V-ზე.

დაათვალიერეთ კატალოგი: SOLO Boutique

ქეშბექის მისაღებად გადახდა უნდა განხორციელდეს SOLO Mastercard World Elite ბარათით საქართველოს ბანკის პოსტერმინალზე. შეთავაზების ფარგლებში, თანხა 3 დღის ვადაში დაგიბრუნდებათ.

ისარგებლეთ ქეშბექით პარტნიორ მაღაზიებშიც:

  • The North Face, Diesel, Napapijri, Magellan, Timberland და Scotch & Soda - მიიღეთ 50% ქეშბექი, მაქს. 300 ლარი
  • Amazon - ისარგებლეთ 30%-იანი ქეშბექით, მაქს. 200 ლარი
  • Extra - მიიღეთ 30% ქეშბექი, მაქს. 500 ლარი
  • ICR Home - ისარგებლეთ 25%-იანი ქეშბექით, მაქს. 500 ლარი
  • Elite - მიიღეთ 20% ქეშბექი, მაქს. 500 ლარი
  • Kiwi Post - ისარგებლეთ 30%-იანი ქეშბექით, ლიმიტის გარეშე

*Amazon-ზე გადახდის შემთხვევაში, აირჩიეთ სადებეტო ბარათით გადახდის გზა.

28 ნოემბერს, გადაიხადეთ აღნიშნულ მაღაზიებში SOLO Mastercard World Elite ბარათით საქართველოს ბანკის ტერმინალზე ან საქართველოს ბანკის გადახდის არხით და ისარგებლეთ თქვენზე მორგებული შეთავაზებით. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებგვერდს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბიზნეს ასოციაცია „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ" ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება

28.11.2025.12:15

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ" ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი ერთმნიშვნელოვნად დადებითად უნდა შეფასდეს და მისი მიღება დროული და აუცილებელია. პრობლემის იდენტიფიკაციისთანავე, ბიზნესსექტორი მჭიდრო კომუნიკაციაში იმყოფებოდა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, რათა მოხერხებულიყო ეფექტიანი გადაწყვეტილების მოძებნა.

კანონპროექტის არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებზე, მათ რეაბილიტაციასა და განათლებაზე ორიენტირებული მიდგომა, მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. ამავდროულად, ბიზნესისთვის პრინციპულია შრომის ბაზრისთვის მომზადებული, კეთილსინდისიერი და პროფესიული უნარების მქონე კადრების არსებობა. აღნიშნული, ქმნის საფუძველს მოქალაქეებმა მიიღონ ლეგალური შემოსავალი, რაც შემდგომში მათ სოციალურ ინტეგრაციასაც შეუწყობს ხელს.

ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს იმ მძიმე ვითარებას, რომელიც დღეს რეალურად არსებობს. ბოლო პერიოდში გახშირებულია არასრულწლოვანთა მიერ ქურდობისა და ძარცვის შემთხვევები, რის გამოც ბიზნესსექტორს წლიურად მილიონობით ლარის ზარალი ადგება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ დანაშაულებს ხშირად განმეორებითი ხასიათი აქვს.

ასევე აღსანიშნავია, რომ არსებული სისხლისსამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანები გარკვეული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული არიან, რის გამოც კრიმინალური ჯგუფები მიზანმიმართულად იყენებენ მათ დანაშაულებრივი ქმედებების განსახორციელებლად. ზემოხსენებული ტენდენცია ქმნის როგორც კრიმინოგენური ვითარების გაუარესების, ისე არასრულწლოვანთა გრძელვადიან, მენტალური დაზიანების მაღალ რისკს.

აღნიშნული გარემოება, კიდევ უფრო ამძაფრებს საჭიროებას, რომ სახელმწიფომ გამოიყენოს მსოფლიო პრაქტიკაში აპრობირებული, კომპლექსური მიდგომები რეაბილიტაციის, განათლების, სოციალური ინტეგრაციის, ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და შრომითი უნარების განვითარებით. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს როგორც არასრულწლოვანთა მომავლის დაცვას, ისე ბიზნესისთვის უსაფრთხო და პროგნოზირებადი გარემოს განმტკიცებას" ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მხარს უჭერს, ყველა იმ რეფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს კრიმინალის პრევენციას და ქვეყნის ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვანია, როგორც თავად არასრულწლოვანთა ხელშეწყობისთვის, ასევე ბიზნეს სექტორისთვის. განსაკუთრებით მისასალმებელია რეაბილიტაციასა და განათლებაზე მაქსიმალური კონცენტრირება, რადგან როგორც მოგეხსენებათ დამსაქმებელი მუდმივად ეძებს კვალიფიკაციისა და შესაბამისი კომპეტენციის მქონე ადამიანებს. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული რეფორმა მოიტანს კონკრეტულ შედეგს, რაც ცალსახად პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის სწორ და მდგრად განვითარებაზე" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა