ისარგებლე პირველად საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილით და მიიღე 30% ქეშბექი extra.ge -ზე შოპინგისას
საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, ერთგულ მომხმარებლებს extra.ge-ზე შოპინგისას დახარჯული თანხის 30%-ის დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს.
აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, ის მომხმარებლები, რომლებიც პირველად ისარგებლებენ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით, extra.ge-ზე შოპინგისას 30%-იან ქეშბექს მიიღებენ. (მაქსიმუმ 100 ₾).
ამასთანავე, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს მხოლოდ extra.ge-ზე 6 თვიანი უპროცენტო განაწილებით ისარგებლონ, ნაცვლად 4 თვისა.
აქცია ძალაშია 17 ოქტომბერს.
ინფორმაციისთვის, ნაწილ-ნაწილ საქართველოს ბანკის გადახდის ახალი მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი სასურველი ნივთი იყიდონ ან მიიღონ მომსახურება დღესვე. ღირებულება კი 4 თვეზე თანაბრად გადაანაწილონ ისე, რომ ნივთის ჯამური ფასი არ გაუძვირდეთ. (ეფექტური 0%). ამასთანავე, მომხმარებლებს შეუძლიათ ჯამური თანხის ნაწილი გადაიხადონ, დარჩენილი კი მომდევნო თვეებზე გადაანაწილონ. ამრიგად, ნაწილ-ნაწილ გადაიხდით ზუსტად იმდენს, რასაც ერთიანად გადაიხდიდით.
სხვა სიახლეები
„ლიდერატორი“ – საქართველოს ბანკის პროგრამა, სადაც 500-მდე სტუდენტმა პროფესიული გზა დაიწყო
16.10.2025.16:47
საქართველოს ბანკის სტუდენტური პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე ცხრა წელია ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, რეალურ სამუშაო გარემოში პირველი პროფესიული ნაბიჯები გადადგან.
პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს ტრენინგებს, მენტორობას, რეალურ პროექტებზე მუშაობას და როტაციას სხვადასხვა დეპარტამენტში. ლიდერატორებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი თვალით ნახონ, თუ როგორ მუშაობს ბანკის სტრუქტურა და როგორ იქმნება პროდუქტები, რომლებიც მილიონზე მეტი მომხმარებლის ყოველდღიურობას ამარტივებს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეთა უმეტესობა საქართველოს ბანკში სრულ განაკვეთზე აგრძელებს მუშაობას. ისინი უკვე კარგად იცნობენ ორგანიზაციის კულტურას, პროცესებსა და გუნდს - რაც მათ აძლევს საშუალებას, სწრაფად ადაპტირდნენ და პროფესიულადაც განვითარდნენ.
სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ, დავუკავშირდით საქართველოს ბანკის ტალანტების მართვის სამსახურის უფროსს, ელენე ქათამაძეს, რომელიც „ლიდერატორის“ პროგრამის შესახებ გვესაუბრა.
„ლიდერატორი“ გაცილებით მეტია, ვიდრე სტანდარტული სტაჟირება. ის ქმნის სრულფასოვან სამუშაო ეკოსისტემას, სადაც მონაწილეები პროფესიულ გამოცდილებას იღებენ, იზრდებიან და ვითარდებიან მენტორების, ტრენერებისა და სამუშაო გუნდის მუდმივი მხარდაჭერით. სწორედ ამ სინერგიამ გახადა პროექტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტუდენტური ინიციატივა საქართველოში“, - ამბობს ელენე.
2017 წლიდან პროგრამაში მონაწილეობა 500-მდე ახალგაზრდამ მიიღო, რომელთა 80%-მა კარიერული განვითარება საქართველოს ბანკში განაგრძო.
"პროგრამის დასრულების შემდეგ, ლიდერატორების დიდი ნაწილი სრულ განაკვეთზე აგრძელებს მუშაობას და განაგრძობს კარიერულ გზას უკვე კარგად ნაცნობ ორგანიზაციულ გარემოში. ისინი იცნობენ ბანკის სტრუქტურას, პროცესებს, ადამიანებსა და კულტურას — და სწორედ ამ საფუძველზე ახერხებენ ძალიან სწრაფ პროფესიულ წინსვლას. ბევრი მათგანი დღეს პროდუქტის მენეჯერია, ქმნის ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, ზოგი ფინანსურ მიმართულებას უძღვება, ზოგი კი უკვე დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ჩემთვის ყველაზე შთამაგონებელია, როცა გუშინდელი სტაჟიორი დღეს უკვე ახალი თაობის ლიდერატორების მენტორია. მათი კარიერული წინსვლა ნათლად ადასტურებს, რომ „ლიდერატორი" არა მხოლოდ სტაჟირება, არამედ კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობაა", - აღნიშნავს ელენე.
წელს პროგრამის მიმართ ინტერესი რეკორდულად გაიზარდა, 2 300-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო 3 500-მდე განაცხადი, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პროგრამის ისტორიაში. მრავალსაფეხურიანი შერჩევის პროცესის შედეგად წელს 48 ლიდერატორი შეირჩა.
”განაცხადების ზრდა ნათლად აჩვენებს, რომ პროგრამა მუდმივად ვითარდება, რეალურად პასუხობს სტუდენტების საჭიროებებს და რჩება მათთვის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და სასურველ შესაძლებლობად”, - აღნიშნავს ის.
წლევანდელი პროგრამა აერთიანებს 12 ქვეპროგრამას და ფარავს საქართველოს ბანკისა და შვილობილი საინვესტიციო კომპანიის, Galt & Taggart-ის, დაახლოებით 35 განსხვავებულ მიმართულებას, მათ შორის:
• ტექნოლოგიები და მონაცემთა ანალიტიკა;
• ბანკინგი და ფინანსები;
• რისკების მართვა და შიდა აუდიტი;
• ბიზნესის განვითარება და მომხმარებლის გამოცდილება;
• ადამიანური კაპიტალის მართვა და სხვა.
პროგრამაზე შერჩევის პროცესი მრავალეტაპიანია და მოიცავს ანალიტიკური და ლოგიკური უნარების ტესტირებას, პროფესიულ ტესტირებას, ინდივიდუალური დავალების შესრულებასა და გასაუბრებას.
“შერჩევის სტრუქტურა მორგებულია თითოეული პროგრამის სპეციფიკას, რადგან სხვადასხვა მიმართულებას განსხვავებული კომპეტენციები და მიდგომები ესაჭიროება. კანდიდატებს არ მოეთხოვებათ სამუშაო გამოცდილება, ბევრი მათგანისთვის ლიდერატორი პირველი პროფესიული პლატფორმაა. მთავარი კრიტერიუმებია მოტივაცია, ინტერესი, ღია კომუნიკაცია, ცნობისმოყვარეობა და განვითარების სურვილი“, - განმარტავს ელენე.
პროგრამის მეშვეობით ყოველ წელს მრავალფეროვანი, მოტივირებული და ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა ხდება.
„ლიდერატორი“ ყოველ წელს გვაკავშირებს მრავალფეროვან, მოტივირებულ და ნიჭიერ ახალგაზრდებთან. უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული კანდიდატი თავისებურად გამორჩეული და საინტერესოა, თუმცა შერჩეულ მონაწილეებს აერთიანებთ უნარი, გამოავლინონ თავი რეალურ სამუშაო გარემოში, იმ პირობებში, სადაც ერთდროულად სჭირდებათ სწავლა, ჩართულობა და პასუხისმგებლობის აღება. ისინი გამოირჩევიან მოტივაციით, ინიციატივით, მაღალი ჩართულობით, უკუკავშირის მიმღებლობით, სწავლისადმი ღიაობით და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვით. სწორედ ეს თვისებები ქმნის მყარ საფუძველს, რომ ლიდერატორები მოკლე დროში ეფექტიანად ინტეგრირდნენ, სწრაფად განვითარდნენ და მიაღწიონ წარმატებას“, - აღნიშნა ელენემ.
ელენეს თქმით, ლიდერატორის პროგრამა მუდმივად ვითარდება და მისი მიზანი არა მხოლოდ ახალგაზრდების პროფესიული დასაქმებაა, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ მათი პირველი სამუშაო გამოცდილება გახდეს გამორჩეულად შთამაგონებელი და განვითარებაზე ორიენტირებული.
„ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდებმა კარიერის პირველი ნაბიჯები საუკეთესო გამოცდილებით გადადგან — და სწორედ ამიტომ ვცდილობთ, რომ ყოველ წელს პროგრამა ახალი ხედვებითა და შესაძლებლობებით გამდიდრდეს," - ამატებს ელენე ქათამაძე.
„ლიდერატორი“ საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტუდენტური ინიციატივაა, რომელიც წლების განმავლობაში ასობით ახალგაზრდას დაეხმარა კარიერის დაწყებაში და მათ შორის უკვე მრავალი წარმატებული პროფესიონალია. პროგრამა მომავალშიც გააგრძელებს ახალი თაობის აღმოჩენასა და მათთვის რეალური შესაძლებლობების შექმნას.