ისარგებლე განსაკუთრებული შეთავაზებებით და მოემზადე ზამთრისთვის - „თეგეტა მოტორსში“ Black Friday -ს კვირეული იწყება
„თეგეტა მოტორსი“, კომპანია, რომელსაც საავტომობილო სერვისებისა და პროდუქტების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი, მომსახურების მაღალი ხარისხი და ფილიალების ფართო ქსელი აქვს, black friday-ს კვირეულისთვის ემზადება. 25 ნოემბრიდან ერთი კვირის განმავლობაში მსუბუქი ავტომობილების მფლობელებს განსაკუთრებული შეთავაზებები ელოდებათ. „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მსოფლიო ბრენდების პროდუქცია დიდი ფასდაკლებით შეიძინონ და ზამთრის სეზონს სათანადოდ მომზადებულები შეხვდნენ.

ელენე კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „მომხმარებლის საჭიროებაზე ზრუნვა „თეგეტა მოტორსის“ საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელია. ჩვენი მთავარი მიზანია - მაღალი ხარისხის მომსახურებით მომხმარებელს ავტომობილის ფლობის გამოცდილება მაქსიმალურად გავუმარტივოთ. ამ კონცეფციით დავგეგმეთ შეთავაზებების წლევანდელი კვირეულიც. მასშტაბური აქციის ფარგლებში ავტომფლობელები შეძლებენ, „თეგეტა მოტორსის“ პარტნიორი ბრენდების პროდუქცია მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეიძინონ. იქნება ეს აკუმულატორები, ზეთები, სამუხრუჭე სისტემები თუ საბურავები.
„თეგეტა მოტორსი“ პირველი იყო, ვინც მსოფლიო ბრენდთან, Bridgestone-თან ერთად, ქართულ ბაზარზე ზამთრის საბურავების ცნება დაამკვიდრა და ამით საგზაო კულტურაში მეტი უსაფრთხოების დანერგვას შეუწყო ხელი. მუდმივად ვცდილობთ, ჩვენი შეთავაზებებით საუკეთესო ხარისხის საავტომობილო პროდუქცია - მეტად ხელმისაწვდომი, სერვისები კი მრავალფეროვანი გავხადოთ და მომხმარებელს უფრო სწრაფად და კომფორტულად, ერთი ფანჯრის პრინციპით მოვემსახუროთ“.

25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით შეთავაზებებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება, როგორც „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, ისე ონლაინპლატფორმებზე, მათ შორის არის „თეგეტა მოტორსის“ აპლიკაციაც, რაც პროცესს დამატებით ამარტივებს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საჭირო პროდუქცია სასურველ დროს, მისთვის მოსახერხებელ გარემოში შეიძინოს. სხვადასხვა ტიპის აქციები „თეგეტა მოტორსის“ სრულ საავტომობილო ასორტიმენტს შეეხება. კომპანია საქართველოში წარმოადგენს 300-ზე მეტ მსოფლიო ბრენდს.
black friday-ს კვირეული საუკეთესო დროა ავტომფლობელებისთვის, საერთაშორისო მასშტაბით ყველაზე სანდო მწარმოებლების პროდუქცია ხელსაყრელ ფასად შეიძინონ და უსაფრთხო ზამთრისთვის სათანადოდ მოემზადო
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
სხვა სიახლეები
გავაფართოვეთ წარმოება და დავამატეთ აქსესუარები განახლებული დიზაინით - Muline
21.11.2025.18:00
Muline აქსესუარების მწარმოებელი ქართული ბრენდია, რომელიც დაახლოებით სამი წლის წინ დაარსდა. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს მაკო იმედაშვილს ესაუბრა.
„ჩვენს ბრენდს შეემატა რამოდენიმე ახალი დიზიანის შარფი, რომელიც ისევ და ისევ ქართულ თემატიკას მოვარგეთ და შევუსაბამეთ თანამედროვე ხელოვნებას, რაც ძალიან საინტერესო გამოვიდა თავისი შინაარსითა და თემატიკით “, - აცხადებს ბრენდის დამფუძნებელი.

ბრენდმა გააფართოვა წარმოება და დაამატა აქსესუარები განახლებული დიზაინით.
„გავაფართოვეთ კოსმეტიკის ჩანთების წარმოება და დავამატეთ ახალი დიზაინები. ამ ეტაპზე ვმუშაობთ საახალწლო კოლექციაზე, რომელიც იქნება ძალიან მრავალფეროვანი შარფებიდან და კოსმეტიკის ჩანთებიდან დაწყებული, თმის ბაფთებით, მაგიდის რანერებითა და სუფრებით დასრულებული “, - აღნიშნავს მაკო იმედაშვილი.

Muline სამომავლოდ ერთ-ერთ კომპანიასთან კოლაბორაციას გეგმავს და აღნიშნულზე უკვე აქტიურად მუშაობს.
„ერთ-ერთ ძალიან კარგ კომპანიასთან ვგეგმავთ კოლაბორაციას, რაც საკმაოდ საინტერესო იქნება. ამ ეტაპზე უკვე მუშაობის პროცესში ვართ. გარდა ამისა, ვმუშაობთ ახალ, ძალიან საინტერესო პროდუქტზეც, რომელიც თავდაპირველად სატესტო ვერსიად დამზადდება და შედეგების გათვალისწინებით ჩაეშვება წარმოებაში “, - ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, როგორც სოციალური ქსელების გამოყენებით, ასევე veli.store -ის მეშვეობით.