მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7081.3
-0.0025
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 37.999
-0.0024
flag
EUR 3.168
0.0098
flag
GBP 3.6389
-0.0019
flag
KZT 50.36
-0.0007
flag
TRY 0.0645
-0.0002
flag
USD 2.7079
-0.0016

ის საფრთხეები, რომლებიც ეკონომიკას ჰქონდა, გადავლახეთ, დღეს დღის წესრიგში აღარ დგას და, მეორეს მხრივ, ის შიშები, რაც ბიზნესს ჰქონდა, აღმოჩნდა, რომ არის უსაფუძვლო – ლევან ვეფხვაძე

news image

საბოლოო ჯამში ის საფრთხეები რომელიც ეკონომიკას ჰქონდა გადავლახეთ,  დღეს დღის წესრიგში აღარ დგას და მეორეს მხრივ, ის შიშები რაც ბიზნესს ჰქონდა აღმოჩნდა, რომ არის უსაფუძვლო, - ასე გამოეხმაურა რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე,  ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვას, რომელიც მისი გაზრდის მიმართულებით მოხდა. 

როგორც ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი ამბობს, 2025 წლის პირველ ნახევარში იმდენად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რომ წლის მეორე ნახევარში კონსერვატიული ზრდაც, რომ შენარჩუნებულიყო, საშუალო წლიური მაინც იმაზე მაღალი იქნებოდა, ვიდრე წინასწარ იყო დაგეგმილი და სწორედ ამის გამო ხდება მისი დაკორექტირება. 

„გასული წლის ბოლოს, მიმდინარე წლის  დასაწყისში საფინანსო ინსტიტუტებს, მათ შორის ბიზნესსაც სხვათა შორის, შეიძლება არ ჰქონდა მაღალი მოლოდინები. 

ძალიან აქტიურად არის კავშირში, კორელაციაშია პოლიტიკური არასტაბილურობა და ბიზნესის განწყობები, განწყობები ეკონომიკაში და ა.შ.  ძალიან მგრძნობიარეა ბიზნესი. რატომაა მგრძნობიარე? იმიტომ, რომ ბიზნესი ერთის მხრივ, თვითონ ახორციელებს ინვესტიციას და თვითონ ფიქრობს გავფართოვდე თუ არ გავფართოვდე, ახალი ადამიანები დავასაქმო თუ არ დავასაქმო. მაგრამ მეორეს მხრივ, ბიზნესის მეორე მხარეს დგას მომხმარებელი, რომელიც ასევე ფიქრობს დახარჯოს თუ არა ფული, დახარჯოს თუ არა მაგალითად, უძრავ ქონებაზე როცა არის საუბარი, მას აქვს გარკვეული დანაზოგი, ამ დანაზოგით შეუძლია გააკეთოს პირველი შენატანი მშენებლობაში, რომ ბინა დაიბევოს და მერე უნდა წავიდეს და რომელიღაც საფინანსო ინსტიტუტთან იპოთეკური კრედიტი გამოიტანოს და მერე ყოველთვიურად რაღაცა გრძელვადიან ვალდებულებაში შევიდეს. თუ სტაბილურობის განცდა არ არის, მომხმარებელი ამაზე არ მიდის. მას ურჩევნია დანაზოგი ჰქონდეს შავი დღისთვის, კიდევ უფრო „უარესი დროისთვის“, თუ შეიძლება რამე კიდევ მოხდეს, ვიდრე დახარჯოს უცებ და მერე კიდევ ვალდებულებებში შევიდეს რომელიმე საფინანსო ინსტიტუტთან. ამ შემთხვევაში განწყობები ყოველთვის არის დაბალი და როდესაც „ბიზნეს ინდექსი“ წარვადგინეთ, ნახეთ როგორ მყისიერად რეაგირებს ხოლმე კვარტალურად რაიმე ტიპის გამოწვევებზე - ეს იყო კოვიდი, ეს იყო  პოლიტიკური აქციები, ეს იყო  რაღაცა ტიპის დაძაბულობები და ასე შემდეგ, საერთაშორისო დაძაბულობები და ასე შემდეგ, ანუ მყისიერად ვარდება განწყობების ინდექსი და ეს არის  ანი- ბანი ბიზნესის და ეკონომიკის, რაზედაც ახლა ჩვენ  ვსაუბრობთ.  აქედან გამომდინარე, მოლოდინი წლის დასაწყისში არ იყო მათ შორის, საფინანსო ინსტიტუტები კიდევ ერთხელ ვამბობ არ იყო იმდენად მაღალი, რომ მათ როგორც ჩანს კონსერვატიურად დაგეგმეს საკუთარი მაჩვენებლები, პროგნოზები ეკონომიკური ზრდის ქვეყნის, მაგრამ მერე უკვე ზაფხულიდან ხედავენ, რომ პოლიტიკურმა აქციებმა ვერ მოახდინა ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე, პირიქით, ეკონომიკაში არის იმაზე მაღალი ზრდა, ვიდრე შეიძლებოდა ვიღაცას წლის დასაწყისში წარმოედგინა. ამიტომ მიდის უკვე დაკორექტირება. სულ მცირე წლის პირველ ნახევარში იმდენად მაღალი ზრდა არის, პირველ ექვს თვეში, რომ ეს წლის მეორე ნახევარში რომც შეინარჩუნონ კონსერვატიული ზრდა უკვე მაინც იმაზე მაღალია საშუალო წლიური, ვიდრე წინასწარ იყო დაგეგმილი და შესაბამისად ხდება ამ მონაცემების დაკორექტირება. ასევე ეს პირდაპირ ჩანს ჩვენს ინდექსში - მესამე კვარტალში უკვე ბრუნდება იმ ნიშნულზე რომელიც, დავუშვათ, შარშან ამ პერიოდში იყო. ასეთი დინამიკა და პერიოდი გავიარეთ. გავიარეთ როგორც ჩანს კარგად იმ გაგებით, რომ საბოლოო ჯამში ის საფრთხეები რომელიც ეკონომიკას ჰქონდა გადავლახეთ, დღეს დღის წესრიგში აღარ დგას და მეორეს მხრივ, ის შიშები რაც ბიზნეს ჰქონდა ეს შიშებიც აღმოჩნდა, რომ არის უსაფუძვლო. შესაბამისად, იწყება მეტი აქტიურობა.  კომპანიების 65% მესამე კვარტალში იძახის, რომ ინვესტიციებისთვის მზად არის რომ გააფართოოს, ყოველი მესამე კომპანია ამბობს, რომ დაიმატებს სამუშაო ადგილს და ახალ თანამშრომელს დაიმატებს, ახალ სამუშაო ადგილზე და რაც მთავარია ძალიან  რეკორდულად  დაბალია იმ კომპანიებს რიცხვი, რომელიც ამბობს, რომ მოთხოვნა მათ სერვისზე და პროდუქტზე არის იმაზე დაბალი, ვიდრე მათ უნდათ რომ იყოს.  ეს არის 10%-ზე დაბალი და ეს არის ყველაზე კარგი, ჯანსაღი ინდიკატორი იმ ბიზნეს ინდექსიდან რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ ხოლმე“, - განმარტავს ლევან ვეფხვაძე. 

მისივე განმარტებით, მოლოდინი იყო, რომ ეს განწყობები მოახდენდა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე გავლენას და ყველაზე მთავარი რაც ყველამ დაინახა, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არის ძალიან მყარი.

„და თუ არის მყარი ნიშნავს, რომ საფუძველი შიშის აღარ არსებობს. ე.ო. ნიშნავს. რომ ეკონომიკა ძალიან ჯანსაღია იმისათვის რომ ინვესტიციები განახორციელო“, - ამბობს ვეფხვაძე

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image არაბთა გაერთიანებულ საამიროებს გააჩნია ძალიან ძლიერი კომპანიები და როდესაც ვსაუბრობთ Eagle Hills-ის ინვესტიციებზე, აქ აბსოლუტურად კერძო ინვესტიციებს ვგულისხმობთ - ჯემალ ინაიშვილი

19.10.2025.15:00

EMAAR-ის ინვესტიციის განხორციელებით, ყველა არსებული ავიაკომპანია, რომელიც არსებობს საამიროებში იფრენს თბილისში და შეასრულებს არაერთ ფრენას კვირის განმავლობაში, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას "თბილისი დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, არაბეთის გაერთიანებული საამიროებისთვის საქართველო საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა. 


„გამომდინარე ჩემი გამოცდილებიდან მათთან ურთიერთობის შემიძლია ვთქვა და ვიცი მათი გეგმების შესახებ, რომელიც მათ გააჩნიათ საქართველოსთან, კავკასიის მთლიანად რეგიონთან და ცენტრალური აზიასთან. გამომდინარე იქიდან, რომ საამიროები ახლოს არის გეოგრაფიულად ჩვენთან განლაგებული და გახლავთ დღეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი თავისი თავისუფალი ეკონომიკური ზონების, ნავსადგურების, საპორტო ინფრასტრუქტურის და ერთ-ერთი უმძლავრესი „ჰაბია“ საავიაციო - აქედან გამომდინარე, ისინი მოიცავენ, ფარავენ ჩვენს რეგიონს ძალიან კარგად. თუნდაც, რომ  ავიღოთ სიხშირე ფრენების არამარტო ერთი ავიაკომპანიის, ახლა Etihad Airways დაემატება და ყველა არსებული ავიაკომპანია, რომელიც არსებობს საამიროებში იფრენს თბილისში და შეასრულებს არაერთ ფრენას კვირის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, მათ კონკრეტული ინტერესები გააჩნიათ ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ეს არის უზბეკეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი და ჩვენ ვართ ლოგიკური გაგრძელება მათი ინტერესისა, რათა მოხდეს ნედლეულის და წიაღისეულის  გატანა მსოფლიო ბაზარზე. ისინი აქტიურად არიან ახლა ჩართული ყაზახეთის საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტებში. ბოლო სიახლე არის, რომ ჩვენმა პარტნიორმა „აბუ-დაბი პორტის ჯგუფმა“ უკვე დაიწყო ორი თანამედროვე საკონტეინერო გემის მშენებლობა აზერბაიჯანში, გაფორმდა ხელშეკრულება და იგეგმება ყაზახეთის მიმართულებით, რომელიც დააკავშირებს ბაქოს აქტაუსთან,  კურიგთან და თურქმენბაშის ნავსადგურთან. ეს ორი გემი მხოლოდ დასაწყისია. რაოდენობა შეიძლება ავიდეს 10-ზე, 20-ზე და მეტზე. დღეს ეს არის მათი სტრატეგიული რეგიონი მათი ინვესტიციებისთვის. იცით რომ ძალიან მდიდარია ქვეყანა, ძალიან დიდი შესაძლებლობები გააჩნია და მათი კომპანიები როგორიც არის „აბუ-დაბის პორტის ჯგუფი“, „დუბაი პორტს ვორლდ“ (Dubai Ports World) და ა.შ იგივე ვთქვათ სამშენებლო კომპანიები, დეველოპერული კომპანიები. მათ ეს რეგიონი აინტერესებთ, ბევრი სტუმარი ჩამოდის საქართველოში. შესაბამისად, საქართველო არის პოპულარული მიმართულება. აქედან გამომდინარე, ეს კრავს მთლიან ჯაჭვს ინტერესისას. ყახაზეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და საქართველო“, - აღნიშნა ჯემალ ინაიშვილმა.

 "თბილისის დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ეს ქვეყანა თავისთავად ძალიან ძლიერია ეკონომიკური თვალსაზრისით.

„მაგრამ გარდა ამისა, მათ გააჩნია ძალიან ძლიერი კომპანიები და როდესაც ვლაპარაკობთ ჩვენ Eagle Hills-ის ინვესტიციებზე, იქ აბსოლუტურად კერძო ინვესტიციებია, იქ სახელმწიფო არ მონაწილეობს“, - განმარტავს ინაიშვილი. 

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა