ირაკლი რუხაძე ავიაკომპანიის შექმნას განიხილავს
ჩემთვის და ბევრი სხვა ინვესტორებისთვის საინტერესოა საექსპორტო ინდუსტრიებში შესვლა - აცხადებს საინვესტიციო ჯგუფის „ჰანიველ პარტნერსის“ დამფუძნებელი ირაკლი რუხაძე. მისივე განმარტებით, მისი ჯგუფისთვის, რომელიც კომპანიების ყიდვა და შემდეგ გაყიდვითაა დაინტერესებული, თითქმის ყველა მიმართულება საინტერესოა.
„საქართველო არის პატარა ქვეყანა მოსახლეობით, ამას ჩვენ ვერ გავზრდით. აქ ბევრ რაღაცას ვლაპარაკობთ, მაგრამ შეიძლება ოდესღაც ეს მოხდეს. ჩვენ მეზობლებთან ერთად შევქმნათ საერთო სავაჭრო სივრცე, მაგრამ ეს არ გვაქვს. ეს ძალიან კარგი იქნება და ამიტომ ბევრი, საქართველოს ბაზარზე თუ იქნები მარტო მიმართული, გაქვს ასე თუ ისე ლიმიტირებული ზრდა. ამიტომ ჩემთვის და ეჭვი მაქვს, რომ ბევრი სხვა ინვესტორებისთვისაც საინტერესო არის საქართველოს გამოყენება იქ, სადაც შესაძლებელია საექსპორტო პროდუქციის გაჩენა, ან საექსპორტო ინდუსტრიებში შესვლა. იგივე ამ კორიდორის გადაყენება ეს იქნება გადამზიდები, პორტები, ავიაკომპანიები, ბევრი რაღაც რომელიც საქართველოშია, იყენებს საქართველოს მდებარეობას მაგრამ მუშაობს რეალურად ექსპორტზე და ბევრად უფრო დიდ ბაზარზე. ამიტომ, როგორც ვთქვი ჩემთვის საინტერესო იქნება, მაგალითად, შევხედო პორტების სტილს, ასევე ავიაკომპანიების სტილს, სხვადასხვა იმ ინდუსტრიებს, რომელიც ამ კორიდორს მოემსახურება და ა.შ“, - აცხადებს ბიზნესმენი.
გიორგი რუხაძე სამომავლოდ სამგზავრო ავიაკომპანიის შექმნასაც არ გამორიცხავს.
„კი განვიხილავ და ძალიან აქტიურად ვმუშაობთ“, - აღნიშნა რუხაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
12.06.2025.12:00
საერთაშორისო გადამზიდავმა კომპანია SpaceCargo • სფეის კარგომ მოცვის ექსპორტი განაახლა. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ერაძემ განაცხადა, წელს მოცვის სეზონი შედარებით გვიან დაიწყო.
„წელს წინა წელთან შედარებით სეზონი შედარებით გვიან დაიწყო. სამწუხაროდ, 2025 წელს პირველი გადაზიდვა 9 ივნისს განვახორციელეთ, მაშინ როდესაც 2024 წელს ექსპორტის მიმართულება მაისის მიწურულს უკვე გააქტიურებული იყო. ამის მიზეზი მეტეოროლოგიური პირობებია. რეალურად, სეზონი ახლა დაიწყო და მოსავალი იმ რაოდენობით და იმ ხარისხით ჯერაც არ მოსულა, რომ საექსპორტოდ იყოს მზად. ამიტომ ჯერჯერობით ძალიან მცირე რაოდენობით დაიწყეს კომპანიებმა მოცვის გაგზავნა დუბაის მიმართულებით“, - აცხადებს SpaceCargo-ს აღმასრულებელი დირექტორი.
მიუხედავად გვიან დაწყებული სეზონისა SpaceCargo-ში წელს საქართველოდან საექსპორტო ბაზრებზე 30%-ით მეტი მოცვის ტრანსპორტირებას პროგნოზირებენ.
„წელ ველოდებით 30%-ით მეტი მოცვის გადაზიდვას საექსპორტო ბაზრებზე, ვიდრე ეს გვქონდა გასულ წელს. რამდენიმე ახალი კომპანია და მწარმოებელი შემოგვემატა. SpaceCargo-ს მეშვეობით მოცვის ტრანსპორტირებაზე მოთხოვნა არის არაბეთი გაერთიანებული საამიროების (დუბაი), საუდის არაბეთის (რიადი, ჯედა, დამამი), ბაჰრეინის, ქუვეითის მიმართულებით და უკვე საკმაოდ აქტიურად დაგვემატა ინდოეთის მიმართულება“, - ამბობს SpaceCargo-ს აღმასრულებელი დირექტორი.